x
image
worldsport.ge
უეფამ ყვითელი ბარათის სისტემა შეცვალა

imageყველას გემახსოვრებათ, მადრიდის "რეალის" საჩივარი უეფაში, ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ. სამეფო კლუბი ჩაბი ალონსოს დისკვალიფიკაციის მოხსნას ითხოვდა, თუმცა ევროპის ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ მადრიდელთა თხოვნა არ დააკმაყოფილა. ესპანელმა ფეხბურთელმა ნახევარფინალურ დაპირისპირებაში "ბაიერნის" წინააღმდეგ მესამე ყვითელი ბარათი მიიღო და დისკვალიფიკაციის გამო ფინალი გამოტოვა.
უეფამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ევროტურნირებზე მონაწილე ფეხბურთელებს, ჯგუფური ეტაპიდან დაწყებული, მეოთხედფინალის ჩათვლით მიღებული ყვითელი ბარათები გაუუქმდებათ და ნახევარფინალში თამაშს მშვიდად შეძლებენ.
ყვითელი ბარათების გაუქმება ნახევარფინალურ მატჩებში გასაჩივრებას აღარ დაექვემდებარება. ფეხბურთელებს ისღა დარჩენიათ, წინასაფინალო ორ შეხვედრაში საკმარისზე მეტი ყვითელი ბარათი არ მიიღონ.

გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
592
2-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
592
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0