x
მეტი
  • 17.04.2024
  • სტატია:134344
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
ვარსკვლავები ზღვის სანაპიროზე-სად ატარებენ დასვენების დღეებს ცნობილი ადამიანები
"რა დროს მუშაობაა ზაფხულში, როცა დასვენების სეზონი პიკს აღწევს"-თითქოსდა ყვირიან ვარსკვლავების ფოტოები, რომლებიც გადაღებულია პალმების ჩრდილქვეშ ცნობილი საზღვაო კურორტების სანაპიროზე. როგორც ჩანს ვარსკვლავებმა პირი შეკრეს და

ყველამ ერთბაშად მიაშურა ლაჟვარდოვან სანაპიროებს და "გამოფინა"

სპორტულ დარბაზებში ნავარჯიშები მოხდენილი სხეულები.


ტოპ-მოდელ როზი ჰანტინგტონ-უაიტლის არ სჭირდება დიდი დროის დახარჯვა ფიტნესზე, ის ამის გარეშეც მშვენივრად გამოიყურება. მალიბუს სანაპიროზე მოსეირნე ვარსკვლავი ზღვის ქაფიდან ამომავალ ნიმფას გავდა.


image


ლეონარდო დი კაპრიო მალიბუს ახალ შეყვარებულთან ტოპ-მოდელ ტონი გარნთან ერთად ეწვია. ვარსკვლავური წყვილი ზაფხულის დღეებში სანაპიროზე ფრენბურთის თამაშით ერთობოდა.

image

image


შესაშურ ფორმას ინარჩუნებენ უფროსი თაობის სუპერმოდელები-ქეით მოსი და ნაომი კემპბელი, რომლებიც ერთად ისვენებენ იბიცაზე

image
image

ბენჯამინ მედენი და კემერონ დიასი უკვე აღარ მალავენ ურთიერთობას და ერთად ისვენებენ ფლორიდაში.

image


პერის ჰილტონი მალიბუს სანაპიროზე "სელფების" გადაღებით ერთობა.

image

ჯესიკა ალბა და ორლანდო ბლუმი ბავშვებთან ერთად მალიბუს სანაპიროზე ატარებენ გამოსასვლელ დღეებს
image

image

გვენ სტეფანი და გევინ როსდეილი ბიჭუნებთან ერთად სანტა-მონიკას სტუმრობენ. სანამ უფროსი ძმები კინგსტონი და ზუმა მამასთან ერთად ტალღებს იპყრობდნენ, ახალშობილი აპოლო პირველი ნაბიჯების გადადგმას ცდილობდა.

image


შაკირა და ჟერარ პიკე გამოსასვლელ დღეებს მექსიკის სანაპიროზე ატარებენ.

image

ახლადგამომცხვარი წყვილი ზაკ ეფრონი და მიშელ როდრიგესი სარდინიის მახლობლად იახტაზე სეირნობით ირთობდნენ თავს.

image

პენელოპა კრუსმა და ჰავიერ ბარდემმა საკუთარ თავს და ბავშვებს სამი წლის ლეოს და ერთი წლის ლუნას მზიანი არდადეგები ტენერიფეში მოუწყვეს.

image








0
469
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:maia
maia
469
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0