x
მეტი
  • 17.04.2024
  • სტატია:134343
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
ათი ყველაზე შემზარავი მუზეუმი მსოფლიოში (მეორე ნაწილი)
ვაგრძელებთ მსოფლიოს ყველაზე შემზარავი მუზეუმების სიას.


6. მატერინის მუზეუმი, ფილადელფია, პენსილვანიის შტატი, აშშ


image


მატერინის მუზეუმში ინახება სამედიცინო პათოლოგიების და ანომალიების ნიმუშები. მუზეუმი გაიხსნა 1858 წელს. მის ექსპონატებს შორისაა მკვლელების და ეპილეპტიკების ნამდვილი ტვინები, თავის ქალებით სავსე კედელი, რომელთაგან თითოეულზე არის მისი მფლობელის გარდაცვალების მიზეზი და დრო, საქვეყნოდ ცნობილი სიამის ტყუპების ჩანგასა და ენგას თაბაშირის სტატუა და მათი (ერთ-ერთი მათგანის) დასპირტული ღვიძლი, აგრეთვე ჩონხი 7, 6 მეტრი სიმაღლის გიგანტისა.


ისევე როგორს დიუპიუიტრენის პარიზის მუზეუმში, აქაც მრავლადაა ქილები მათში მოცურავე არსებებით-ძნელია მათ ადამიანები უწოდო, ისინი თავიანთი სიმახინჯით და ანომალიებით უფრო უცხოპლანეტელების ან საშინელებათა ფილმების გმირების სხეულებს მოგვაგონებენ. აბა სცადეთ და თავი შეიკავეთ გულისრევისაგან ადამიანის 2, 7 მეტრი სიგრძის მსხვილი ნაწლავის დანახვაზე, რომელიც ამოკვეთის მომენტში 18 კილოგრამზე მეტ ფეკალიას შეიცავდა-ორგანო მიეკუთვნებოდა უზარმაზარი ტანის მქონე მსახიობს, რომლის მეტსახელი იყო "დიდი საჰაერო ბუშტი".


7.ლომბროზოს კრიმინალური ანთროპოლოგიის მუზეუმი, ტურინი, იტალია


image


იტალიის ანთროპოლოგიის მუზეუმში, რომელიც 1898 წელს დააარსა კრიმინალმა ფიზიონომისტმა ჩეზარე ლომბროზომ (Cesare Lombroso), სანახავად გამოფენილია 4000-ზე მეტი თავის ქალა. ლომბროზო შეპყრობილი იყო იდეით, რომ ეშმაკისეული მოქმედებები და კრიმინალური გადახრები მჭიდროდ იყო დაკავშირებული ადამიანის თავის ქალის ფორმასთან. ის აგროვებდა და კლასიფიცირებას უკეთებდა ჯარისკაცების, სამოქალაქო პირების, შეშლილებისა და დამნაშავეების თავის ქალებს.

ლომბროზოს კოლექცია შეიცავს აგრეთვე სხვადასხვა ზომის ჩონჩხებს, ტვინებს, ადამიანის შინაგან ორგანოებს, ანტიკვარულ ინსტრუმენტებს და იარაღს, რომლებიც გამოყენებული იყო ამა თუ იმ დანაშაულის-ძირითადად მკვლელობის ჩადენისას. მუზეუმში ჰაერი მძიმეა და შიშით და ძრწოლვით არის სავსე. თუ მძაფრი შეგრძნებების მოყვარულებს ესეც არ დააკმაყოფილებთ, მაშინ მათ შეუძლიათ იხილონ თვითონ ლომბროზოს თავი - ის შესანიშნავადაა შენახული მინის კამერაში.


8. შუა საუკუნეების წამების მუზეუმი, სან-ჯიმიანინო, იტალია


image


თქვენთვის ცნობილია, შუა საუკუნეებს რატომ უწოდებდნენ ბნელ ეპოქას? გინდათ მეტი იცოდეთ ადამიანების სადიზმზე და ნახოთ, თუ რას სჩადიოდნენ ულმობელი ადამიანები სამართლიანობის ნიღაბს ამოფარებულები? მაშინ ეწვიეთ შუა საუკუნეების წამების მუზეუმს სან-ჯიმიანინოში - აქ თქვენ იხილავთ 100-ზე მეტი ექსპონატისაგან შემდგარ საწამებელი იარაღების კოლექციას, შექმნილს ადამიანის ხელით მათივე თანამოძმეების სატანჯავად.

მუზეუმი მდებარეობს ეშმაკის კოშკში, რომელიც შორეულ XIII საუკუნეშია აგებული. ამ კოშკის დერეფნებში თითქოს ისევ ისმის ადამიანების ყვირილი, რომლებსაც ამ კედლებში აწამებდნენ საუკუნეების წინ... თქვენ აქ ნახავთ გილიოტინას, ადამიანის სხეულის გასაწელ სპეციალურ დანადგარს, ''ესპანურ ობობას'', რომლითაც მოღალატე ცოლებს მკერდს აგლეჯდნენ, "ერეტიკოსოს ჩანგალს"-ბასრ წვეტიან ხელსაწყოს, რომელსაც დასასჯელის ნიკაპის ქვეშ ათავსებდნენ, რომ მას არ დაძინებოდა.

აქვე გამოფენილია აგრეთვე "ნიუნბერგელი ქალწული" - სარკოფაგი, რომელსაც კარებზე წვეტიანი ისრები ჰქონდა დამაგრებული. მასში მოთავსებულ ადამიანს ეს წვეტები მთელ სხეულში ეყრებოდა კარების დახურვისთანავე.

ერთი სიტყვით, ეს მუზეუმი არამარტო გვიჩვენებს შუა საუკუნეების სიბნელეს, არამედ აშიშვლებს ადამიანის სულში ჩაბუდებულ შავ უფსკრულსაც.


9. პარაზიტოლოგიის მუზეუმი მეგუროში, იაპონია


image


შიში შეიძლება სხვადასხვგვარად გამოიყურებოდეს, მას არა აქვს ერთი განსაზღვრული სახე. რა თქმა უნდა, თავის ქალები და საწამებელი იარაღები ბევრ ადამიანს აშინებს, მაგრამ ხანდახან საშიში არსებები ჩვენთან მთლად ახლოს არიან. იაპონიის პარაზიტოლოგიის მუზეუმის მონახულებას თუ გადაწყვეტთ, ძალიან მაგარი ნერვები უნდა გქონდეთ, რადგან აქ შეიძლება პარანოია აიკიდოთ-დარწმუნდებით რა, რომ პარაზიტები ყველგან შეიძლება შეგვხდეთ-საჭმელში, წყალში, ჰაერში, მოკლედ მათ ვერსად დაემალებით.

1953 წელს გახსნილი ეს მუზეუმი ერთადერთია მსოფლიოში, რომელიც საზიზღარ პარაზიტებს ეძღვნება. კოლექცია მოიცავს 45 ათასზე მეტ სპირტიან ქილებში შენახულ პარაზიტებს, აქაა ხოჭოები, ჭიები, მუხლუხოები.

ექსპონატებს შორისაა 8, 8 მეტრი სიგრძის ადამიანის სხეულიდან ამოყვანილი სოლიტერი, ცხოველების გადაგვარებული სხეულები, რომლებიც მთლიანად მოიცვეს პარაზიტებმა. მაგალითად, კუს ენა, რომელიც მთლიანად აითვისა პარაზიტმა. აქვეა საშინელი ფოტოსურათები, რომელთა დავიწყებას თქვენ ვერასოდეს შეძლებთ.



10. კაპუცინების კატაკომბები, პალერმო, იტალია


image


იტალიის ქალაქ პალერმოში მდებარეობს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი სასაფლაო - ეს მუზეუმი განლაგებულია მონასტრის სასაფლაოსთან არსებულ ერთ-ერთ უძველეს შენობაში. კაპუცინების კატაკომბები-ესაა 8 ათასზე მეტი ადამიანის მუმიფიცირებული სხეულების კოლექცია, ყველა ეს ადამიანი დაიღუპა XVII- XVIII საუკუნეებში.

სხეულები წევს იატაკზე, ჰკიდია კედლებზე იმ ქალაქის მიწისქვეშა ლაბირინთებში, სადაც ისინი ცხოვრობდნენ საუკუნეების წინ. მტვრიან და ნაცრისფერ გვამებს აცვიათ ის საუკეთესო ტანსაცმელი, რაც მათ სიცოცხლეში გააჩნდათ. ბევრმა განსვენებულმა დატოვა ანდერძი, რომ მათ შთამომავლებს გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ფერფლად ქცეული ტანსაცმელი ახლით შეეცვალათ.

თვალების ადგილზე დარჩენილი სიცარიელე და ბაგეებზე შეყინული ღიმილი ჟრუანტელს ჰგვრის მუზეუმის დამთვალიერებლებს. მიცვალებულები ერთმანეთისაგან გამოყოფილი არიან სტატუსისა და კლასის მიხედვით, მამაკაცები ქალებისაგან განცალკევებულად არიან მოთავსებული, ხოლო მღვდლებს, მონაზვნებს, პროფესორებს და ქალწულებს კი საკუთარი შენობები აქვთ გამოყოფილი.

7
282
10-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
282
  
2014, 20 ივლისი, 19:51
თქვენი თხოვნა შევასრულე, რამდენად კარგად გამომივიდა, ეგ თქვენი გადასაწყვეტია:)
2014, 18 ივლისი, 21:35
ისღა დამრჩენია რომ დაველოდო:)
2014, 18 ივლისი, 21:30
მოვიძევ ინფორმაციას და ვეცდები ტქვენი სურვილი შევასრულო:)
2014, 18 ივლისი, 21:29
ძალიან მინდა პოლონეთში ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკის ნახვა, ისიც მუზეუმია, იქნებ როდესმე მასზე გამოაქვეყნოთ სტატია, დარწმუნებული ვარ თქვენ ეს კარგად გამოგივათ
2014, 18 ივლისი, 21:22
:) მადლობა თქვენ
2014, 18 ივლისი, 20:48
მადლობა
0 1 7