x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
სუნიზმი და შიიზმი
სუნიტებად ითვლებიან ისინი, ვინც აღიარებს პირველი "მართლმორწმუნე" ხალიფას ( აბუ ბაქრი (632-634), ომარი (634-644), ოსმანი (644-656), ალი (656-661)) კანონიერებას, მუჰამედის

გამონათქვამების და მასთან დაკავშირებული გადმოცემების (სუნას)

უტყუარობას. სუნიტური თვალსაზრისით, მუჰამედის სიკვდილის

შემდეგ მუსლიმური თემის პირდაპირი"კონტაქტი" ალაჰთან შეწყდა


დამისი ცხოვრება უნდა წარიმართოს ყურანისა და სუნას

მითითებების საფუძველზე. მათი სწორი განმარტება კი

უზრუნველყოფილია თემის ერთობლივი აზრით, რომელსაც

წარმოადგენენ ყველაზე ავტორიტეტული სამართლისმცოდნე

ღვთისმეტყველები. სუნიზმის თანახმად, თეორიულად პოლიტიკური

და სასულიერო ძალაუფლება ეკუთვნის მუსლიმური თემის მიერ

არჩეულ ადამიანს, რომელიც თავისი პირადი თვისებებით

და ცოდნით შესაფერისია იმისთვის, რომ განახორცოელოს

ცხოვრებაში ყურანის მიწერილობები.


სუნიტებისაგან განსხვავებით, შიიტები პირველ ოთხ ხალიფად

აღიარებენ მხოლოდ ალის, ხოლო დანარჩენ სამს უზურპატორებად

თვლიან. შიიტური თვალსაზრისით, თემის უზენაესი ხელისუფალი

უნდა იყოს მოციქულის შთამომავალი. შიიტების შეხედულებით,

პირდაპირი კონტაქტი ღმერთთან მუჰამედის შემდეგ არ შეწყვეტილა და ეს მისია დაეკისრათ მოციქულის შთამომავლებს - იმამებს.


შიიტები თავდაპირველად წარმოადგენდნენ პოლიტიკურ ჯგუფს,

რომელიც თავიდანვე მხარს უჭერდა ხალიფას ტახტზე მუჰამედის

ბიძაშვილისა და სიძის, ალის კანდიდატურას. სამხედრო-

პოლიტიკურმაწარუმატებლობებმა, ალის მკვლელობამ, მისი ვაჟის

ალ-ჰუსაინის ტრაგიკულმა დაღუპვამ (რაც შიიზმში მოწამეობრივი

კულტის საფუძველი გახდა), სხვადასხვა აჯანყების მარცხმა

და სხვ., ხელი შეუწყო შიიტთა წრეში რელიგიური ძიებების

განვითარებას, პოლიტიკური დაჯგუფებებიდან შიიზმის რელიგიურ-

პოლიტიკურ მიმდინარეობად ჩამოყალიბებას.


არსებობს მრავალი შიიტური მიმდინარეობა. მათგან დღეს ყველაზე

მრავალრიცხოვანია იმამიტების შტო, რომლებსაც ჩვეულებრივ

შიიტებად მოიხსენიებენ. იმამიტები აღიარებენ თორმეტ იმამს ალის

საგვარეულოდან. მათგან უკანასკნელი, მათი მრწამსით, X საუკუნეში

გაუჩინარდა და ამჟამად "ფარულ" მდგომარეობაშია. ის, მესიის

მსგავსად, უნდა დაბრუნდეს განკითხვის დღეს და სამართლიანობა

დაამყაროს ამ ქვეყნად.


ამჟამად სუნიტები შეადგენენ მსოფლიოს მუსულმანური მოსახლეობის

დაახლოებით 80%-ს. შიიტები აბსოლუტურ უმრავლესობას

შეადგენენ ირანის ისლამურ რესპუბლიკაში, ასევე მოსახლეობის

მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ ერაყში, ქუვეითსა და ლიბანში.

0
5225
1-ს მოსწონს
ავტორი:რობაქიძე თამარი
რობაქიძე თამარი
5225
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0