x
image
მანჩო 777
ათი ყველაზე შემზარავი მუზეუმი მსოფლიოში (პირველი ნაწილი)
1. სიკვდილის მუზეუმი, ლოს-ანჟელესი, აშშ


image


ლოს-ანჟელესის სიკვდილის მუზეუმი-ესაა უზარმაზარი კოლექცია სერიული მკვლელების მიერ შექმნილი "ხელოვნების ნიმუშებისა", რომლის ხილვა თვით ყველაზე მტკიცე, რკინის ნერვების მქონე ადამიანსაც კი ვერ დატოვებს გულგრილად. მუზეუმის კედლებზე შეიძლება ვნახოთ სასტიკი დანაშაულების ამსახველი სურათები და მკვლელობების მსხვერპლთა ჟრუანტელისმომგვრელი ფოტოები, ხოლო საშინელი ავარიების შედეგების ამსახველი ფოტოების ნახვის შემდეგ ბევრი დამთვალიერებელი ალბათ აღარასოდეს მიუჯდება მანქანის საჭეს.


მუზეუმში აგრეთვე არის ოთახები, რომლებიც სავსეა დასაკრძალი ატრიბუტებითა და ბალზამირებისათვის საჭირო საგნებით, აქვეა ექპონატები, რომლებიც აღწერს მკვლელობების სცენებს. მუზეუმში ერთი ოთახი სპეციალურადაა გამოყოფილი თვითმკვლელობებთან დაკავშირებული ექსპონატებისათვის.



2. ვენტროლოგიის მუზეუმი, ფორდ მიტჩელი, კენტუკის შტატი, აშშ


image


ვენტროლოგია იგივე მუცლითმეტყველებაა- ეს არის სასცენო ხელოვნება, რომლის დროსაც ადამიანი ლაპარაკობს ტუჩების გაუნძრევლად და იქმნება ილუზია, თითქოს ხმა მისი მუცლიდან მოდის. მუზეუმში განთავსებულია მანეკენი-ვენტროლოგები, რომლებიც ერთი შეხედვით შეიძლება ძველმოდურად მოგვეჩვენოს. ერთი ასეთი მანეკენი თითქოს არაფერია, მაგრამ როცა 700 თოჯინა-ვენტროლოგი ზის სავარძელში და გიყურებს ცარიელი, გამყინავი, არაფრისმთქმელი თვალებით-გრძნობთ, როგორ გეყინებათ სისხლი ძარღვებში.

ფორდ მიტჩელის მუზეუმი ერთადერთია მსოფლიოში, რომელიც ამ სფეროს უკავშირდება. აქ თქვენ ნახავთ ხის მანეკენების უსასრულო რიგს, რომელთა თვალები თითქოს უთვალთვალებს თქვენს თითოეულ მოძრაობას და ყოველ წამს მზადაა, დაგაჰიპნოზოთ და საკუთარი გავლენის ქვეშ მოგაქციოთ.



3. მუმიების მუზეუმი, გუანახუატო, მექსიკა


image


ეს უცნაური და დასამახსოვრებელი მუზეუმი მდებარეობს მექსიკის ქალაქ გუანახუატოში. მისი ექსპონატებია მამაკაცის, ქალის და ბავშვის 111 მუმია. მუმიების უმეტეს ნაწილს განწირული ყვირილისაგან პირი აქვს დაღებული, რადგან ისინი ცოცხლად დამარხეს.

მუზეუმში განთავსებული ყველა მუმია შედეგია 1833 წელს მექსიკაში გავრცელებული ქოლერის ეპიდემიისა. ეპიდემიით გარდაცვლილები და ხშირად ჯერ კიდევ ცოცხალი ადამიანები ერთ საფლავში იქნენ დამარხულნი, რადგან ახლობლებს ფული არ გააჩნდათ, რათა ადგილი ეყიდათ სასაფლაოზე. შემდეგ წლების განმავლობაში ხდებოდა მათი ამოთხრა, რადგან ტურისტები რამოდენიმე პესოს საფასურად მესაფლავეებს თხოვდნენ მათთვის ეჩვენებინათ გარდაცვლილთა სხეულები. ასე შეიქმნა მუმიების მუზეუმი.

ამ საშინელი კოლექციის დათვალეირებისას თქვენ იხილავთ ყველაზე პატარა მუმიას მსოფლიოში- ქოლერით გარდაცვლილი ფეხმძიმე ქალის ნაყოფს. ბევრ მუმიას აცვია ის ტანსაცმელი, რომელიც მათ დასაფლავების დროს ეცვათ, ზოგი მთლად შიშველია, ზოგს კი მხოლოდ სანდლებიღა შემორჩენია ფეხზე. აი აქ ასეთი ინტერპრეტაციაა სიკვდილის შემდეგ ცხოვრებისა-დამეთანხმებით, ეს სულაც არაა სასაცილო, პირიქით-შემზარავი და შოკისმომგვრელია.



4.დიუპიუიტრენის მუზეუმი, პარიზი, საფრანგეთი


image


პარიზში მდებარე ამ მუზეუმის ექსპონატებს წარმოადგენს სხვადასხვა გადახრების მაგალითები მედიცინაში. მუზეუმი გაიხსნა 1835 წელს ცნობილი ფრანგი ქირურგის და ანატომის დიუპიუიტრენის მიერ. ექიმი წლების განმავლობაში აგროვებდა არდაბადებული, ანომალიურად განვითარებული ჩვილების, თანდაყოლილი ავადმყოფობებითა და სიმახინჯეებით დაბადებული ადამიანების, ჩონჩხებისა და სხვადასხვა ორგანოების კოლექციას. ეს შოკისმომგვრელი კოლექცია 6000-ზე მეტ ექსპონატს მოიცავს. აქ ნახავთ ქილებს ადამიანის დეფორმირებული სხეულის ნაწილებით, სიამის ტყუპებს, ჩვილებს, რომლებიც ღია შინაგანი ორგანოებით დაიბადნენ და კიდევ სხვა მრავალ შემზარავ ექსპონატს.


5. გლორის ფსიქიატრიული მუზეუმი, სენტ-ჯოზეფი, მისურის შტატი, აშშ


image


გლორის ფსიქიატრიულ მუზეუმში შესვლისთანავე თქვენ შიშის და დაძაბულობის გრძნობა დაგეუფლებათ. მუზეუმი 1868 წელს გაიხსნა ფსიქიატრულ საავადმყოფოში, ხოლო 1874 წელს საავადმყოფო გაუქმდა და ამ ადგილზე მხოლოდ მუზეუმი დარჩა. შენობის დერეფნებში სასოწარკვეთა და შიშია გამეფებული. იქნებ ეს იმ პაციენტების სულის გამოძახილია, რომლებსაც აქ მძიმე და საკმაოდ მტკივნეული პროცედურები უტარდებოდათ სიგიჟისაგან განსაკურნავად.

წარმოიდგინეთ, რომ ადამიანს ამაგრებდნენ უზარმაზარ ბორბალზე და ის იძულებული იყო ამ ბორბალთან ერთად ერბინა 48 საათის განმავლობაში-ეს საჭირო იყო იმისათვის, რომ პაციენტი დაღლილიყო. სხვას მკურნალობას უნიშნავდნენ სკამ-ტრანკვილიზატორზე, მას აბამდნენ სკამზე და სხეულს უსერავდნენ დანით, რათა სისხლი გამოსულიყო. ხანდახან ადამიანს ასეთ მკურნალობას უტარებდნენ ყოველდღე 6-7 თვის განმავლობაში, რადგან ექიმებს სჯეროდათ, რომ სიგიჟის მიზეზი თავის ტვინში სისხლის ჭარბი მიწოდება იყო. პაციენტების მესამე რიგს ყინულოვანი წყლით სავსე აბაზანაში აყვინთინებდენ შოკის გამოწვევამდე. რა თქმა უნდა, ყველაფერი ეს "მკურნალობის მიზნით" ხდებოდა.

მუზეუმის დათვალიერებისას შეიძლება ვნახოთ კიდევ სხვა, არანაკლებ შემზარავი ექსპონატები: ბარბაროსული მეთოდები, რომლებიც წინათ სულიერად ავადმყოფთა მკურნალობისათვის გამოიყენებოდა, ინსტრუმენტები და მოწყობილობები მათზე პროცედურების ჩასატარებლად და რაღა თქმა უნდა-მანეკენები, რომლებსაც გამყინავი ღიმილი და არაფრისმთქმელი ცივი მზერა აქვთ.

9
310
8-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
310
  
2014, 17 ივლისი, 9:25
ვეცდები არ მოგაკლოთ ეგ სიამოვნება:)
2014, 17 ივლისი, 9:21
)))) კი ნამდვილად,მთლად ფრანკენშტეინიც არ ვარ, მაგრამ ასეთი რაღაცაები ძალიან მიზიდავს
2014, 16 ივლისი, 23:45
ფრანკენშტეინს ნამდვილად მოეწონებოდა ეს მუზეუმები:)
2014, 16 ივლისი, 23:44
გმადლობთ:)
2014, 16 ივლისი, 23:40
ძალიან საინტერესო სტატიებს აქვეყნებ
2014, 16 ივლისი, 23:06
ეგეთებიც არსებობს თურმე:)
2014, 16 ივლისი, 23:05
მკვდრების მუზეუმი
:|
2014, 16 ივლისი, 23:02
რა ?
2014, 16 ივლისი, 23:00
რაარის ეს :D
0 1 9