x
image
worldsport.ge
უკრაინელი მოკრივეები მზად არიან თავისი ქვეყნის ერთიანობისთვის იომონ

imageუკრაინელი მოკრივეები, ლონდონის 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონები ალექსანდრ უსიკი, ვასილი ლომაჩენკო და ამავე ოლიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონი დენის ბერინჩიკი მზად არიან მობილიზაციის გამოცხადების შემთხვევაში იარაღი აიღონ ხელში და თავიანთი სამშობლოს ერთიანობისთვის იომონ. ამის შესახებ განცხადება უსიკმა, ლომანჩეკომ და ბერინჩიკმა ერთ-ერთ უკრაინულ არხზე გააკეთეს.
“უკრაინა ჩვენი სახლია, სადაც დავიბადეთ და გავიზარდეთ. ჩვენ არ ვაღიარებთ და ვერც ვერასოდეს შევეგუებით რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციას. ჩვენი სამშობლოს მიერ სრული მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ ომში აუცილებლად წავალთ. ჩვენ ვერაფერი, მათ შორის შვილების სიყვარულიც კი, ვერ შეგვაჩერებს”, - ამბობენ ზემოთ ნახსენები მოკრივეები.
ქვეყანა, რომელსაც ასეთი გმირები ჰყავს განადგურება არ უწერია.
შეგახსებებთ, რომ უსიკი და ლომაჩენკო ამჟამად პროფესიონალი მოკრივეები არიან, ხოლო ბერინჩიკი რიო დე ჟანეიროს (ბრაზილია) 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისთვის ემზადება.

როლანდ ლაბუჩიძე

www.worldsport.ge

0
53
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
53
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0