x
image
worldsport.ge
მესის ოქროს ბურთი არ აინტერესებს

imageმსოფლიოს ოთხგზის საუკეთესო ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ, 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე საუკეთესო ფეხბურთელის წოდება მიიღო და ოქროს ბურთი გადაეცა. გერმანიის წინააღმდეგ წაგებული ფინალის შემდეგ, არგენტინის ეროვნული ნაკრების და კატალონიის "ბარსელონას" თავდამსხმელმა განაცხადა, რომ აღნიშნული ტიტული მისთვის უინტერესოა.
"სიმართლე ისაა, რომ ეს წოდება ამ დროისთვის არ მაინტერესებს. ჩვენ გვინდოდა მსოფლიო ჩემპიონები გავმხდარიყავით არგენტინელებისთვის, თუმცა ეს ვერ შევძელით. ჩვენ ვეცადეთ, მაგრამ სხვა მატჩებისგან განსხვავებით იღბალი ჩვენ მხარეს არ იყო." _ განაცხადა დანაღვლიანებულმა მესიმ.
შეგახსენებთ, რომ არგენტინელმა ფეხბურთელმა მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობა ზედიზედ მესამედ მიიღო და ოქროს ბურთის მფლობელი პირველად გახდა.




გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

1
236
2-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
236
  
2014, 14 ივლისი, 15:01
რეაქციაც არ ჰქონია ბურთი რომ გადასცეს :))მე გერმანიას ვგულშემატკივრობდი და გამიხარდა,ეჰ მესი რას იზამ...
0 1 1