x
image
worldsport.ge
დვალიშვილი "პარტიზანში" არ გადავა

imageროგორც "მსოფლიო სპორტი" წერდა, ლადო დვალიშვილი ჩასული იყო ბელგრადში და "პარტიზანთან" აწარმოებდა მოლაპარაკებებს, თუმცა ეს წარუმატებლად დასრულდა.
მიზეზი ისაა, რომ ორი დღის წინ "პარტიზანის" პრეზიდენტი დრაგან ჯურიჩი დააკავეს. ამის გამო კლუბს საქმეები აერია და ამ ეტაპზე ტრანსფერებისთვის არ სცალია.
დვალიშვილი კვლავაც "ლეგიას" ფეხბურთელია, მაგრამ აქვს შემოთავაზებები სხვადასხვა კლუბებიდან, მათ შორის, კვიპროსული "ომონიდან" და აპოელ-იდან. დიდი ალბათობით, ლადო მალე დატოვებს "ლეგიას", თუმცა სად გადავა, ჯერ უცნობია.

ილია ნანობაშვილი

www.worldsport.ge

0
3
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
3
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0