x
ირინა ხეჩანოვის პირველი ადგილი ბუქარესტის კონკურსზე

რუმინეთში გამართული საერთაშორისო მუსიკალური კონკურსის გამარჯვებული 13 წლის გოგონა გახდა

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში საერთაშორისო
ორგანიზაცია „თურქჩედერის“ ორგანიზებით ენისა და კულტურის მე-12 საერთაშორისო ფესტივალი „მსოფლიოს ფერები“ გაიმართა.
აღნიშნული ფესტივალი რამოდენიმე მიმართულებას მოიცავს და მათ შორისაა მუსიკალური კონკურსი, რომელშიც წელს მსოფლიოს 150 ქვეყნის კონკურსანტი მონაწილეობდა.imageთითოეულმა მონაწილემ მრავალფეროვანი და საინტერესო პროგრამა შესთავაზა საერთაშორისო ჟიურის და მაყურებელს. კონკურსანტები ვოკალურ მონაცემებთან ერთად საკუთარ ქვეყანასა და კულტურას წარმოადგენდნენ, პრომო ფილმითა და ეროვნული სამოსით.
კონკურსის ფინალში 10 საუკეთესო ვოკალური მონაცემების მქონე ბავშვი შეარჩია ჟიურიმ. პირველი ადგილი კი დემირელის კოლეჯის მოსწავლე ქართველ მონაწილე ირინა ხეჩანოვს ხვდა წილად. ირინა 13 წლისაა და იგი 2011 წელს საბავშვო ევროვიზიაზე ჯგუფ ქენდისთან ერთად მონაწილეობა, სადაც ასევე გაიმარჯვება მოიპოვა. წელს კი ბუქარესტში პატარა კონკურსანტმა ორგანიზატორებისაგან განსაკუთრებული შეფასება და საპატიო ოქროს მედალი დაიმსახურა.
ქართველი მონაწილე რუმინეთში სასწავლო ფირმა ჩაღლარის ორგანიზებითა და ხელშეწყობით გაემგზავრა. სწორედ ირინა ხეჩანოვი იქნა შეარჩია ადგილობრივმა ჟიურიმ ევროპაში გასამგზავრებლად.
„ჩვენთვის დიდი პატივია ჩვენი მოსწავლის გამარჯვება ასეთ კონკურსზე. ირინამ არამარტო საკუთარი ვოკალური მონცემებით მოხიბლა საერთაშორისო მაშტაბის აუდიტორია, არამედ მსოფლიოს კიდევ ერთხელ განაცვიფრა ქართული კულტურითა და ნიჭით. ჩვენ ამაყები ვართ, რომ ასეთი მაღალი დონის ვოკალური მონაცემების მქონე ვარსკვლავი ეზრდება საქართველოს, რომელიც მსოფლიო მაშტაბის კონკურსის გამარჯვებული და ქვეყნის
სიამაყეა“ - განაცხადა ჩაღლარის სასწავლო დაწესებულების თავჯდომარე ბატონმა ადამ ონალმა.
ფინალური კონცერტი და ღონისძიების დახურვა გერმანიაში, დუსელდორფის სტადიონზე გაიმართა, სადაც ქართველი
გამარჯვებულიც გამოვიდა.

0
37
1-ს მოსწონს
ავტორი:მაია ჩიტაშვილი
მაია ჩიტაშვილი
37
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0