x
image
ბერდია
სამოქალაქო საზოგადოება და პოლიტიკური კულტურა საქართველოში
აბსტრაქტი

მოცემულ რეფერატში განხილულია თუ რამდენად განვითარდა პოლიტიკური კულტურა და რამდენად ქმედითუნარიანია სამოქალაქო
საზოგადოება საქართველოში. როგორ იქონია გავლენა ხელისუფლების ცვლილებამ საზოგადოებაზე და რამდენად ერგება თანამედროვე ლიბერალურ დემოკრატიულ ღირებულებებს სამოქალაქო საზოგადოება.


სამოქალაქო საზოგადოება და პოლიტიკური კულტურა

სამოქალაქო საზოგადოების, როგორც ცნების შინაარსი მოიცავს არასახელმწიფოებრივი ურთიერთობების მთელ ერთობლიობას - ეკონომიკურს, სოციალურს, კულტურულს (მათ შორის რელიგიურსაც). სამოქალაქო საზოგადოება არის მოქალაქეთა მიერ ნებაყოფილობით ჩამოყალიბებული ასოციაციების და ორგანიზაციების სფერო, რომელიც კანონით დაცულია მის მოღვაწეობაში სახელმწიფოს მხრიდან პირდაპირი ჩარევისაგან. სამოქალაქო საზოგადოებაში მოქმედებენ პირები, სოციალური ჯგუფები, სპეციალური ინტერესების ჯგუფები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ერთობაზე დაფუძნებული ორგანიზაციები და ელიტალური ჯგუფები, რომლებსაც აქვთ უნარი და საშუალება გავლენა მოახდინონ როგორც საზოგადოებაზე ისევე ხელისუფლებაზე. სამოქალაქო საზოგადოება არსებობს იმ ინტერესთა მრავალფეროვნების ფორმით, რომელთა არსებობის უფლებას ეს საზოგადოება ცნობს. ეს არის გაგებათა მრავალგვარობის, ანუ მრავალი ჭეშმარიტების არსებობის სფერო - სამყარო, სადაც ყოველ „მეს“ თავისი ჭეშმარიტების ძიების პოვნისა და დამკვიდრების უფლება აქვს და ამ უფლების არსებობას საზოგადოება ეთანხმება. ეს ზოგადი შეთანხმება საშუალებას იძლევა შეიქმნას საერთო ინტერესთა ასოციაციები და ინსტიტუტთა მრავალსაფეხურიანი მდიდარი სტრუქტურები.[1] პოლიტიკური კულტურა კი ეს არის საზოგადოების პოლიტიკური ქცევის მოდელი. რწმენათა და პრაქტიკული მოღვაწეობის ერთობლიობა, რომლებიც ასახავენ საზოგადოებრივ ცხოვრებას და ხალხს უყალიბებენ გარკვეულ მრწამსს იმის თაობაზე, თუ როგორი უნდა იყოს საზოგადოება და რა მიმართულებით უნდა განვითარდეს იგი.[2]


სამოქალაქო საზოგადოების განხილვა დემოკრატიული ფუნქციების მიხედვით

იმ დროს როდესაც, ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დროს სახლემწიფო ინსტიტუტების მშენებლობის ჩანასახიც კი არ ყოფილა, ხოლო შევარდნაძე მათ მარტო კანონმდებლობის დონეზე ქმნიდა, „ვარდების რევოლუციის“ შემდგომ წარმატებით შეიქმნა და გაძლიერდა სახელმწიფო ინსტიტუტები. რა თქმა უნდა გარკვეული
დეფექტები ჰქონდა ამ პროცესს, მედიაზე ზეწოლა და ძლიერი ოპოზიციის არ არსებობაც მიუთითებს ამაზე, მაგრამ ფაქტი, ის რომ ინსტიტუტების მშენებლობის საფუძველი შეიქმნა, სახელმწიფოებრივი
განვითარების კუთხით უკვე დემოკრატიზაციის რაღაც ჩანასახზე მიუთითებს.

განვიხილოთ ქართული საზოგადოება დემოკრატიული ფუნქციების მიხედვით.[3] „სახელმწიფო ძალაუფლების შეზღუდვის ბაზისის უზრუნველყოფა“ ანუ სახელმწიფოს მიერ ძალაუფლების განხორციელების მონიტორინგი და შეზღუდვა. ეს ფუნქცია ქართულ საზოგადოებრივ ცხოვრებაში დიფიციტური და მაღალი გულგრილობით ხასიათდება. ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებიდან დღემდე საზოგადოების დიდი ნაწილი მხოლოდ მაშინ ცდილობს ხელისუფლების შეზღუდვას ან მის მიმართ პროტესტის გამოხატვას, თუ საკითხი ძირითადად ეხება რელიგიურ საკითხებს ან სექსუალური უმცირესობის თემატიკას. თუმცა, შეიძლება ისეთი მაგალითის მოყვანაც როცა ხელისუფლება იძულებული იყო გაეთვალისწინებინა საზოგადოებრივი აზრი და ე.წ. „ციხის კადრების“ გამო შინაგან საქმეთა მინისტრი გაენთავისუფლებინა. მგსავსი ფაქტები, სადაც ქართული საზოგადოება მყარად იყენებს თავის ბერკეტს შეაკავოს ხელისუფლების სადავეები იშვიათობას წარმოადგენს.

ალექსის დე ტოკვილი (ფრანგი ისტორიკოსი, სოციოლოგი და პოლიტიკური მოღვაწე) აღნიშნავდა: „ნებაყოფლობითი ასოციაციები შეიძლება განვიხილოთ დიდ საყოველთაო სკოლად, რომელსაც ესწრება ყველა გაერთიანების მცხოვრები ზოგადი თეორიის შესასწავლად.“ სამოქალაქო საზოგადოება შეიძლება გახდეს ისეთი დემოკრატიული ღირებულებების და პრაქტიკის დამკვიდრების ადგილი, როგორიცაა ტოლერანტობა, თანხმობა, კომპრომისის მონახვის სურვილი და განსხვავებული აზრის პატივისცემა.[4]
ყველაზე ნედლი ქართული საზოგადოება სწორედ ტოლერანტობასა და განხსვავებული აზრის პატივისცემაშია. ანტიტოლერანტული მიდგომა და კომპრომისის მონახვის ნაკლები სურვილი კარგად გამოჩნდა სექსუალური უმცირესობის მიმართ 17 მაისის აქციაზე. [5]
სეკულარიზმი, რომ მხოლოდ კანონმდებლობით რეგულირდება და არა სამოქალაქო დონეზე ესეც კარგად გამოჩნდა სოფელ ნიგვზიანში რელიგიური დაპირისპირების დროს.[6] ეს ფაქტები პირდაპირ კავშირშია საზოგადოების მიერ სახელმწიფოს ძალაუფლების დამახინჯებულ შეზღუდვაში. ახლანდელი მთავრობა იმდენად ექცევა საზოგადოების ზეგავლენის ქვეშ, რომ მსგავს ფაქტებზე რაიმე სერიოზული რეაგირება არ მომხდარა[7], შეიძლება ითქვას რომ ზემოთხსენებულ სიტუაციებში ახალ ხელისუფლებას სადავეები გაექცა. რასისტული მიდგომაც საზოგადოებაში საკმაოდ მაღალია, მართალია ეს ნაწილობრივ ხელისუფლების ბრალიცაა, რომ არასწორი მიგრაციის პოლიტიკაა(იგულისხმება, რომ არ არსებობს მიგრაციის
ცენტრი და არ ხდება მონიტორინგი უკანონო მიგრაციაზე), მაგრამ საზოგადოებაში პოლიტიკური კულტურა, რომ სხვა ადამიანის პატივისცემა აუცილებელია მიუხედავად მისი კანის ფერისა,
რაც კონსტიტუციის 14–ე მუხლშიც წერია არ არის გააზრებული.[8]
საქართველოში არაერთი ასოციაცია არსებობს, არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია[9], თუმცა უმეტესობა მათგანი, ისევე როგორც სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები
ცენტრალიზებულია დედაქალაქში, ხოლო რეგიონებში მათი აქტიური მუშაობა შედარებით დაბალია. ღირებულებები და ნორმები ყველაზე სტაბილური ხდება მაშინ, როდესაც ისინი წარმოიქმნება გამოცდილებიდან, და სამოქალაქო საზოგადოებაში ორგანიზაციული მონაწილეობა ამ მხრივ დიდ გამოცდილებას იძლევა. ის თუ რატომ არ გამოირჩევა ხალხი მაღალი საზოგადოებრივი ჩართულობით, ეს მეტწილად საბჭოთა გავლენის შედეგია და ადამიანების ინდეფერენტული დამოკიდებულებით შეიძლება აისხნას. „ციხის კადრების“ თემატიკაც მიუთითებს იმაზე, რომ საზოგადოების ჩართულობა იყო აბსოლუტურად ემოციური და არა რაციონალური. მას შემდგომ დღემდე არ მომხდარა თუნდაც იმ ინტერესის დაფიქსირება თუ რა ვითარებაა, დაიწყო თუ არა გამოძიება, პროცესის დროს რა გამოვლინდა და ა.შ.

სამწუხარო ფაქტია, რომ საზოგადოება არ არის აქტიურად ჩართული თვითთმმართველობის პოლოტიკურ საქმიანობაში. სამოქალაქო საზოგადოება განსაკუთრებით მაშინ უწყობს ხელს დემოკრატიას, როდესაც იგი ქმნის მმართველობაში მონაწილების შესაძლებლობებს ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე. ადგილობრივი მმართველობის დემოკრატიზაცია მჭიდროდ უკავშირდება სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას. სამწუხაროა, რომ საქართველოში დღემდე (და მანამდე ყველა) მმართველი პარტია ცდილობს მართვის ხარისხის მაქსიმილიზაციას, იმით რომ მოიპოვოს ძალაუფლება
ხელისუფლების ყველა დონეზე (პარლამენტი, მთავრობა, თბილისის მერია და თვითმმართველობები.)


სამოქალაქო საზოგადოება


(არასამთავრობო ორგანიზაციები) ასევე მნიშვნელოვანია ინფორმაციის
გავრცელებაში, რითაც ემსახურება მოქალაქეებს მათი ინტერესების კოლექტიურ დაცვასა და მიღწევაში. თავისუფალი პრესა არის ინფრომაციითა და ალტერნატიული შეხედულებებით საზოგადოების უზრუნველყოფის ერთ-ერთი ინსტრუმენტი. ამ მხრივ საქართველოში ვითარება უკეთესია ზემოთხსნებულ პრობლემებთან შედარებით, მოსახლეობის დიდ ნაწილს მიუწვდება ხელი ალტერნატიულ
ინფორმაციის წყაროებზე. იყო ისეთი ფაქტებიც, როცა იყო ჩარევა საზოგადოებრივ მაუწყებელში, რომ დაეხურათ რამდენიმე გადაცემა საზოგადოებრივ არხზე (ეკა კვესიტაძის – „აქცენტები“ და გადაცემა – „დიალოგი დავით პაიჭაძესთან“), მაგრამ ამის ბოლომდე ცენზურად აღქმა მაინც შეუძლებელია, რადგან ეს პიროვნებები კვლავ დარჩნენ მედია არენაზე და მოღვაწეობენ სხვა არხზე. არსებობს ისეთი მაგალითებიც, სადაც ეთნიკური უმცირესობის აზრი არ არის გათვალისწინებული და ინფორმაციის მიწოდების სერიოზული ვაკუუმი არსებობდა და არსებობს მარნეულის რაიონში.[10] რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციებს ისინი მეტ–ნაკლებად წარმატებულად მონაწილეობენ სხვადახვა სამოქალაქო პროცესზე[11],
ბიუჯეტის დანახარჯების დათვლასა და სხვა აქტუალური საკითხების მონიოტორინგზე, რითაც საზოგადოებას მიეწოდება ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.[12]

სამოქალაქო საზოგადოების კიდევ ერთი ან უმთავრესი ფუნქციაა დაამკვიდროს მოქალაქეებში სახელმწიფოსადმი პატივისცემა, პოლიტიკური სისტემის პასუხისმგებლური ხასიათი, მისი ეფექტურობა, მასში ადამიანების ჩართულობის გაზრდით, და ამდენად, სისტემის ლეგიტიმურობის ხელშეწყობით. მან უნდა გააუმჯობესოს სახელმწიფოს მმართველობითი პოტენციალი და გაზარდოს ხელისუფლებაში მოქალაქეთა ნებაყოფლობითი დამორჩილების უნარი.


პოლიტიკური კულტურა


პოლიტიკურ კულტურას რაც შეეხება, აქ შეიძლება რამოდენიმე სერიოზული პროგრესი დავინახოთ. პირველად ისტორიაში მოხდა ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება. მიუხედავად
საზოგადოების მაღალი სურვილისა, რომ დაწყებულიყო ე.წ. სამართლიანობის აღდგენა (რაც გულისხმობდა ყოფილი მაღალჩინოსნების გასამართლებას) კოჰაბიტაცია დამახინჯებული თუ შელამაზებული ხასიათით მაინც შენარჩუნდა. აქამდე საზოგადოება მიჩვეული იყო, რომ არჩევნებში დამარცხება გულისხმობდა მთლიანი პარტიის პოლიტიკური არენიდან გაქრობას. ნაციონალური მოძრაობა ჯერ–ჯერობით ერთადერთია, რომელიც ხელისუფლებიდან წასვლის შემდგომ დარჩა და აგრძელებს მოღვაწეობას, რაც კარგი მაგალითია პოლიტიკური კულტურის გაზრდისთვის. ხელისუფლების შეცვლა და საკადრო ცვლილებები არა ინსტიტუტების კრიზისზე არამედ მათ სიმყარაზე მიუთითებს, რადგან იგი არსებული პოლიტიკური რყევების გარეშე განხორციელდა. იყო ვარაუდები, რომ ვანო მერაბიშვილი, რომლის სახელთანაც შსს–ს რეფორმა ასოცირდება შეიძლება დაიშალოს მისი წასვლის შემდგომ, მაგრამ ყველაზე დადებითი დემოკრატიული კუთხით იყო ის, რომ შსს არა მომუშავე კადრებზე იყო როგორც ინსტიტუტი დაყრდნობილი (თუმცა, კადრებს გარკვეული მნიშვნელობა აქვს) არამედ როგორც სახელმწიფოს შემადგენელი აუცილებელი ელემენტი. თუმცა არსებობს საკითხები სადაც პოლიტიკური თვითშეგნება ჯერ კიდევ დაბალია საზოგადოებაში. პარტიის მხარდაჭერა არა იდეოლოგიის, არამედ ლიდერის მიმართ კარგი დამოკიდებულების გამო ხდება. ამის ნათელი მაგალითია, როგორც სააკაშვილის მოსვლა ხელისუფლებაში, ასევე ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები, სადაც კოალიცია “ქართული ოცნების” გამარჯვება განპირობებული იყო ამომრჩევლის მხრიდან მისი ლიდერის მხარდაჭერით. რეალურად ვარდების რევოლუცია ხომ არ იყო იდეების რევოლუცია, არამედ არსებული ხელისუფლების საწინააღდეგო წამოწყებული აქცია, რომელიც რევოლუციაში გარდაისახა.


დასკვნა


არსებული მიმდინარე მოვლენები გვაძლევს შედარების საშუალებას უკეთ დავინახოთ თუ სად იყო საზოგადოება თავისი თვითშეგნებითა და პოლიტიკური კულტურით 2003 წლის ვარდების რევოლუციისას და რამდენად განვითარდა ის ახლა. პროგრესი უდავოა და ეს ყველაზე დონეზე ჩანს. დემოკრატია ხომ რეალურად არა მიზანი არამედ უფრო მეტად პროცესია. 2012 წლის არჩევნებმა შექმნა იმის ფონი რომ დემოკრატიული ღირებულებები ქვეყნაში განვითარების დონეზეა. ამაზე მიუთითებს არჩევნების მშვიდობიანად ჩატარება, დარღვევების შემცირება, ამომრჩეველთა აქტიურობის გაზრდა, ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარება და ძლიერი ოპოზიური
პარტია პარლამენტში. რა უნდა ქნას ამ შემთხვევაში ხელისუფლებამ? რაც შეიძლება მეტად განავითაროს განათლების პოლიტიკა განსაკუთრებით რეგიონებში და ხელი შეუწყოს ისეთი ინსტიტუტების განვითარებას (თვითთმმართველობისთვის მეტი დამოუკიდებლობის მინიჭებით), რომელიც საზოგადოების განვითარებაზე იქნება ორიენტირებული და არა პოპულისტური მიზნებისთვის, რომ გაიხანგრძლივოს თანამდებობრივი ვადა.


სამოქალაქო გააქტიურება ეროვნული საგანძურის დასაცავად (საყდრისის საბადო) ასევე კარგი მაგალითია იმისა, რომ სამოქალაქო სექტორი აქტიურად ადევნებს თვალს ხელისუფლების ქმედებებს და მეტ–ნაკლებად აქვთ გარკვეული რეაქცია მათ მიერ მიღებულ არასწორ გადაწყვეტილებებზე. საზოგადოების აქტიური ნაწილი კვლავ მიიჩნევს რუსეთს, როგორც ოკუპანტს და უმრავლესობის პოზიცია შეურთდეს ევროატლანტიკურ ალიანსს (რომელიც არსებითად დემოკრატიულ სამყაროს წარმოადგენს) არ შეცვლილა. სწორედ აქედან გამომდინარე, ყოველივე ზემოთ მოყვანილი მაგალითი მიუთითებს, რომ საზოგადოებას გეზი
აქვს დემოკრატიული ღირებულებებისკენ და ნელი პროცესით ხელს უწყობს დემოკრატიის განვითარებას საქართველოში.




სქოლიო:


[1] სამოქალაქო საზოგადოება: [რედ.: ლევან ბერძენიშვილი და გიგა ბოკერია] ; სამოქალაქო განვითარების საერთაშ. ცენტრი - თბ. 1998

[2] თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობები: მსოფლიო პოლიტიკის გლობალიზაცია: [სახელმძღვ. სოციალ. მეცნ. მაგისტრანტებისათვის / რედ.: ლია კაჭარავა]; ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო - თბ. მერიდიანი, 2001

[3] ლარი დაიმონდი – სამოქალაქო საზ–ის ათი დემოკრატიული ფუნქცია

http://www.nplg.gov.ge/civil/statiebi/samoqalaqo%20sazogadoebis%20funqciebi.htm

[4] პოლიტიკური კულტურა – ლარი დაიმონდი;

[5] http://www.tabula.ge/ge/story/71256-bokeria-vikot-ertianebi-modzaladeebis-tsinaaghmdeg

[6] http://www.netgazeti.ge/GE/105/News/14303/

[7] http://www.tabula.ge/ge/story/71238-identoba-miuxedavad-dapirebisa-shss-m-ar-miigho-satanado-zomebi

[8] http://www.netgazeti.ge/GE/105/Life/30878/; http://humanrights.ge/index.phpa=main&pid=8139&lang=geo

[9] http://www.parliamentngo.ge/index.php?id=13

[10]http://www.liberali.ge/ge/liberali/articles/100156/;
ttp://www.media.ge/ge/portal/articles/25747/

[11] http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/266687-arasamthavroboebi-vano-merabishvilis-ganckhadebaze-sheshfothebas-gamothqvamen.html?ar=A

[12] http://1tv.ge/news-view/55705;


ბიბლიოგრაფია:

სამოქალაქო საზოგადოება: [რედ.: ლევან ბერძენიშვილი და გიგა ბოკერია] ; სამოქალაქო განვითარების საერთაშ. ცენტრი - თბ. 1998


თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობები: მსოფლიო პოლიტიკის გლობალიზაცია: [სახელმძღვ. სოციალ. მეცნ. მაგისტრანტებისათვის / რედ.: ლია კაჭარავა]; ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო - თბ. მერიდიანი, 2001

ლარი დაიმონდი – სამოქალაქო საზ–ის ათი დემოკრატიული ფუნქცია

http://www.nplg.gov.ge/civil/statiebi/samoqalaqo%20sazogadoebis%20funqciebi.htm

პოლიტიკური კულტურა – ლარი დაიმონდი;

http://www.tabula.ge/ge/story/71256-bokeria-vikot-ertianebi-modzaladeebis-tsinaaghmdeg

http://www.netgazeti.ge/GE/105/News/14303/

http://www.tabula.ge/ge/story/71238-identoba-miuxedavad-dapirebisa-shss-m-ar-miigho-satanado-zomebi

http://www.netgazeti.ge/GE/105/Life/30878/;

http://humanrights.ge/index.php?a=main&pid=8139&lang=geo

http://www.parliamentngo.ge/index.php?id=13

http://www.liberali.ge/ge/liberali/articles/100156/; http://www.media.ge/ge/portal/articles/25747/

http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/266687-arasamthavroboebi-vano-merabishvilis-ganckhadebaze-sheshfothebas-gamothqvamen.html?ar=A

http://1tv.ge/news-view/55705

The Primacy of Culture– Francis Fukuyama; Journal of Democracy 6.1 (1995) 7-14

0
910
2-ს მოსწონს
ავტორი:ბერდია
ბერდია
910
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0