x
image
worldsport.ge
რამი “მილანს” თავისი ტრანსფერის გამოსყიდვაში შეეშველება

image“ვალენსიას” მცველი ადილ რამი, რომელიც გასულ სეზონში “მილანში” იყო განათხოვრებული, მზადაა, ესპანური კლუბისგან ტრანსფერის გამოსასყიდ თანხას თავისი ფულიც მიამატოს.
ესპანელები 28 წლის ფრანგი ფეხბურთელის სანაცვლოდ იტალიელთაგან 4, 25 მილიონს ითხოვენ. “მილანის” ხელმძღვანელობა კი კატეგორიულად აცხადებს, რომ 3, 75 მილიონზე მეტის გადამხდელი არაა. Football Italia-ს ცნობით, რამი სწორედ დარჩენილი ნახევარი მილიონი ევროს გადახდას აპირებს.
ადილ რამიმ “მილანის” რიგებში გასულ სეზონში 22 თამაში ჩაატარა და თავი სამი გოლით და ერთი საგოლე პასით გამოიჩინა.



ოთარ მაღლაკელიძე

www.worldsport.ge


0
10
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
10
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0