x
image
worldsport.ge
იგუაინი: “მადლობა მესის, მაგრამ “ნაპოლიშიც” ბედნიერი ვარ”

imageბოლო დროს საკმაოდ ბევრი იწერებოდა გონსალო იგუაინის “ბარსელონაში” შესაძლო გადასვლის შესახებ. ზოგი გამოცემა ამ ტრანსფერს უკვე შეთანხმებულადაც კი აცხადებდა. ამას დაემატა ლეო მესის ერთ-ერთი უკანასკნელი ინტერვიუ, რომელშიც მან იგუაინთან ერთად “ბარსაში” თამაშის სურვილი გამოთქვა.
თუმცა, დღეს Sky Sports-მა “ნაპოლის” თავდამსხმელის ინტერვიუ გამოაქვეყნა და ხსენებულ ჭორებს, ალბათ, წერტილი დაუსვა:
“უღრმესი მადლობა მესის ასეთი თბილი სიტყვებისთვის, მაგრამ “ნაპოლისთან” მოქმედი კონტრაქტი მაქვს და იტალიაში ძალიან ბედნიერი ვარ” - განაცხადა იგუაინმა.
შეგახსენებთ, რომ გასულ ზაფხულს იგი “ნაპოლიში” მადრიდის “რეალიდან” 40 მილიონ ევროდ გადავიდა.

ლევან გოგოტიშვილი

www.worldsport.ge

0
27
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
27
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0