x
image
მანჩო 777
ეგზოტიკური და ულამაზესი ჰავაი-ვირტუალური მოგზაურობა შორეულ კუნძულებზე
ჰავაის კუნძულები-გასაოცარი ადგილია დედამიწაზე, რომელიც ყოველწლიურად უამრავ ტურისტს იზიდავს ქვიშის პლაჟებით, გამჭვირვალე კამკამა წყლით და გარუჯული ლამაზმანებით. მოდით, ერთად ვიმოგზაუროთ ამ ულამაზეს მხარეში და გავიხსენოთ რამოდენიმე ფაქტი, დაკავშირებული ჰავაის კუნძულებთან.


image


ჰავაის კუნძულები - ერთ-ერთი ყველაზე განმარტოებული, კონტინენტისაგან ყველაზე მეტად დაშორებული კუნძულებია დედამიწაზე. აშშ-ის ტერიტორიისაგან მას აშორებს 3700 კილომეტრი.


image



ვულკანი მაუნა-კეა (4200 მეტრი) შეიძლება ჩავთვალოთ ყველაზე მაღალ ადგილად დედამიწაზე, თუ მის სიმაღლეს გავზომავთ არა დედამიწის ზედაპირიდან, არამედ მისი ძირიდან, რომელიც ოკეანის ფსკერზე მდებარეობს. მთის უმეტესი ნაწილი წყალქვეშაა განთავსებული და თუ მაუნა-კეას სიმაღლეს ოკეანის ფსკერიდან გავზომავთ, ის შეადგენს 10 203 მეტრს, რაც გაცილებით მეტია, ვიდრე ევერესტის სიმაღლე.


image


1935 წელს ამელია ერჰარტმა განახორციელა პირველი ერთპილოტიანი გაფრენა ჰავაის კუნძულებიდან კალიფორნიამდე, რომელიც გრძელდებოდა 18 საათი. ასეთი შორეული ერთპილოტიანი გაფრენებისას იმდენი პილოტი დაიღუპა, რომ აშშ-ის მთავრობის მიერ გაფრენის მცდელობები აკრძალული იქნა, მაგრამ ამელიამ მოახერხა ფრენისათვის სპეციალური ნებართვის მიღება.


image


ვაიალეალეს ვულკანის გარშემო არსებული ტერიტორია ითვლება ყველაზე ტენიან ადგილად დედამიწაზე. მის ფერდობებზე წელიწადში საშუალოდ 16 916 მილიმეტრი ნალექი მოდის წვიმის სახით. 1982 წელს აქ დაფიქსირდა რეკორდი: ამ წელს მოვიდა 16 916 მილიმეტრი ნალექი. მუდმივი წვიმებისაგან ვულკანის მწვერვალი ან ღრუბლებითაა მუდამ დაფარული, ან კვამლით.


image


ჰონოლულუს ცენტრში მდებარე იოლანის სასახლე - ჰავაის მონარქების ყოფილი სასახლე-ერთადერთი სამეფო სასახლეა აშშ-ის ტერიტორიაზე. 1978 წელს აქ გაიხსნა მუზეუმი ტურისტებისათვის, ხოლო მანამდე ის სამთავრობო შენობას წარმოადგენდა.


image


ჰავაის კუნძულების ტერიტორიაზე ბინადრობს დედამიწაზე გადაშენების პირას მყოფი ცხოველების მესამედი.


image


ჰავაის კუნძულების მცხოვრებლები ყოველწლიურად ჭამენ დაკონსერვებული ლორის Spam-ის 6 მილიონზე მეტ ქილას.


image


ჰავაის ყველაზე მაღალი მთის მწვერვალებზე მუდმივად დევს თოვლი.


image


ვულკან მაუნა-კეას მწვერვალი იდეალური ადგილია ასტრონომიული დაკვირვებებისათვის. აქ განლაგებულია ნასას ტელესკოპები და სხვადასხვა ქვეყნების სამეცნიერო ობსერვატორიები.


image


ჰავაის კუნძულებზე გავრცელებული იყო რელიგიური სამართლის კანონების განსაკუთრებული სისტემა. ის შეიცავდა აკრძალვებს, რომელთა დარღვევისათვის სასტიკად სჯიდნენ, ხშირად სიკვდილითაც კი. თუმცა არსებობდა სასჯელის თავიდან აცილების ერთადერთი გზა: ამისათვის დასასჯელს უნდა მოეხერხებინა სპეციალურ ადგილამდე-პუუხონუამდე მისვლა, რის შემდეგაც მას ყველა ცოდვა მიეტევებოდა.


image


ჰავაიზე მდევარე ვულკანი კილაუეა - ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მოქმედი ვულკანია დედამიწაზე. მისი უკანასკნელი ამოფრქვევა დაიწყო 1983 წელს და დღემდე გრძელდება.


image


ჰავაის კუნძულები ყოველწლიურად 6 მილიონზე მეტ ტურისტს მასპინძლობს. ისინი აქ 11 მილიარდ დოლარზე მეტს ხარჯავენ.


image


ოახუს კუნძულზე მდებარე კუალოას მთების მასივი გამოყენებული იქნა უამრავი ფილმის, მაგალითად "იურული პერიოდის პარკის" და "დაკარგულების" გადაღებებისას.


image


ერთ-ერთი ყველაზე გრძელი სიტყვა ჰავაურ ენაში არის humuhumunukunukuapua’a, რომელიც ფოტოზე გამოსახული თევზის სახელია.


image


სახელგანთქმული პლაჟის ვაიკიკის ადგილზე 1920-იან წლებამდე გაუვალი ჭაობი იყო. ქვიშას აქ ეზიდებოდნენ კალიფორნიიდან ათეული წლების განმავლობაში, კერძოდ 1970-იან წლებამდე. აღდგენითი სამუშაოები ყოველწლიურად გრძელდება, რადგან ოკეანე ნელ-ნელა რეცხავს პლაჟიდან ქვიშას.


image


მოლოკაის კუნძულის დასავლეთი სანაპირო ყველაზე მაღალკლდოვანი სანაპიროა მთელ დედამიწაზე. აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ 120 წლის წინ ულამაზესი კუნძული მოლოკაი კეთროვანების კოლონიას წარმოადგენდა.


image


ყოველი წლის 11 ივნისს ჰავაიზე ტარდება მთავარი დღესასწაული-მეფე კამეხამეხას დღე. მე -18 საუკუნის დასაწყისში მეფე კამეხამეხა I-მა ჭკვიანური და მოხერხებული პოლიტიკით შეძლო ჰავაის დაქსაქსული ცალკეული სამთავროების ერთ სახელმწიფოდ გაერთიანება.


image


მალე ჰავაის არქიპელაგში გაჩნდება ახალი კუნძული. მეცნიერების გათვლით, მიწისქვეშა ვულკანი ლოიხი დედამიწის ზედაპირს მიაღწევს 250 000 წლის შემდეგ.


image


ჰავაის მცხოვრებლების საშუალო სიცოცხლისუნარიანობა ყველაზე მაღალია აშშ-ის ტერიტორიაზე: მამაკაცებში ის შეადგენს 75, ხოლო ქალებში-80 წელს.


image



სულ ეს იყო... ვფიქრობ, საინტერესო ვირტუალური მოგზაურობა გამოგვივიდა. ვეცდები, კვლავაც გავაგრძელო სტატიების ციკლი და თქვენთან ერთად ვიმოგზაურო მსოფლიოს სხვადასხვა ეგზოტიკურ ადგილებში.


image

0
836
8-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
836
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0