x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
დედამიწაზე მცხოვრები 15 არსება, რომლებიც უფრო დიდი ასაკის არიან, ვიდრე თქვენი ბებიები და ბაბუები
სანამ მეცნიერები და სწავლულები თავს იმტვრევენ იმაზე ფიქრით, თუ როგორ გაახანგრძლივონ ადამიანების სიცოცხლე, ეს ცხოველები, ფრინველები და თევზები ასეულობით წელი მშვიდად ცხოვრობენ დედამიწაზე. წარმოგიდგენთ დედამიწაზე მცხოვრებ 14 ყველაზე ხანდაზმულ და ერთ უკვდავ ფაუნის წარმომადგენელს.



1. გიგანტური ლობსგტერი, სახელად ჰენრი, იწონის 9, 1 კილოგრამს, რაც მეტყველებს იმაზე, რომ მისი ასაკი დაახლოებით 140 წელია. ის 2008 წელს დაიჭირეს ნიუფაუნდლენდის სანაპიროსთან. ლობსტერი რესტორანს City Crab and Seafood-ს მიყიდეს სულ რაღაც 100 დოლარად, თუმცა მას შემდეგ, რაც რესტორნის მენეჯერმა ის ზოოლოგებს აჩვენა, აღმოჩნდა, რომ ლობსტერი პლანეტის ერთ-ერთი უხუცესი ბინადარია. ის უკან გაუშვეს ოკეანეში ცხოველთა დაცვის საზოგადოების დაჟინებული მოთხოვნით.

image



2. ჰატერია ჰენრიმ, რომელიც ახალი ზელანდიის ზოოპარკში Southland Museum and Art Gallery-ში ცხოვრობს, უკვე დაბადების 115 წელი იზეიმა. საინტერესოა, რომ რამოდენიმე წლის წინ ჰენრის გაუჩნდა შთამომავლობა სხვა ჰატერიასთან შეჯვარებით. ჰენრის მეწყვილე არც მეტი, არც ნაკლები, 111 წლისაა. ასე რომ, როგორც ამბობენ, "სიყვარულმა ასაკი არ იცის".


image



3. გუიდაკი-ეს ზღვის მოლუსკების ერთ-ერთი სახეობაა, რომელიც ყველაზე დიდ მოლუსკად ითვლება. გარდა ზომებისა, გუიდაკები დღგრძელობითაც გამოირჩევიან. მათი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 140 წელია, ხოლო დღესდღეობით ნაპოვნი გუიდაკებიდან ყველაზე ასაკოვანი 168 წლის იყო.

image



4. ეს ჯონათანია, 182 წლის კუ წმინდა ელენეს კუნძულიდან. "ის ფაქტიურად ბრმაა და მოძრაობის უნარიც დაკარგა, მაგრამ ჯონათანს შესანიშნავად ესმის", -ამბობს ადგილობრივი ვეტერინარი. თავისი 182 წლით ჯონათანი შეიძლება ყველაზე ხანდაზმული ცხოველი გახდეს დედამიწაზე.


ჯონათანი 1900 წელს

image




ჯონათანი დღეს

image




5. არც ისე დიდი ხნის წინათ ადელაიდის ზოოპარკში ცხოვრობდა 83 წლის ფლამინგო სახელად Greater. ფრინველი ზოოპარკში 1930 წელს მოიყვანეს. ავსტრალიელების სამწუხაროდ, 2014 წლის თებერვალში ფრინველი, მედიკოსების გულმოდგინე მკურნალობის მიუხედავად, გარდაიცვალა.

image



6. ჰოპლოსტეტი-ღრმა წყლების თევზების სახეობაა, რომლებიც სქესობრივად მწიფდებიან 20 წლის შემდეგ და დაახლოებით 150 წელი ცოცხლობენ. ეს ნიშნავს, რომ ამჟამად ყველაზე ბებერი ჰოპლოსტეტი დაიბადა იმ დროს, როცა აბრაამ ლონკოლნი იყო აშშ-ის პრეზიდენტი.

image



7. ცნობილია, რომ ზღვის წითელი ზღარბები ცოცხლობენ დაახლოებით 200 წელს. ისინი ბინადრობენ ამერიკის დასავლეთ სანაპიროებზე. ზღვის ზღარბი 2 წლის ასაკში აღწევს 4 სმ-ს, ხოლო შემდეგ ყოველ წელიწადს იზრდება 10 მილიმეტრით. მეცნიერების ყურადღება ამ ცხოველმა მას შემდეგ მიიპყრო, რაც ცოტაოდენი ხნის წინათ აღმოჩენილი იქნა მისი ერთ-ერთი წარმომადგენელი, რომელსაც ჰქონდა 1805 წელს გაკეთებული დამღა.

image



8. კაკადუმ Cookie გასულ წელს დაბადების 80 წლის იუბილე იზეიმა. ის 1933 წელს დაიჭირეს ავსტრალიაში. Cookie-მ თავის თანამოძმეებზე გაცილებით დიდხანს იცოცხლა: როგორც წესი, ეს თუთიყუშები ტყვეობაში 40-60 წელზე მეტხანს ვერ ცოცხლობენ.

image




9. მოლუსკი, სახელად მინი, რომელიც ისლანდიის ნაპირთან დაიჭირეს, მეცნიერებს ერთი შეხედვით დაახლოებით 400 წლის ეგონათ, მაგრამ გამოკვლევებით დადგინდა, რომ ის უკვე 507 წელს ითვლის.

image




10. გრენლანდიური ვეშაპები საშუალოდ ცოცხლობენ 200 წელს. ყოფილა შემთხვევა, როცა დაჭერილი ვეშაპის ასაკი 211 წლამდე აღწევდა. ეს არის დღეგრძელობის რეკორდი ხერხემლიან ცხოველებში.

image



11. 103 წლის Granny კაშალოტების საზოგადოების მატრიარქს წარმოადგენს. მისი ასაკი მეტად უცნაური გზით გამოითვალეს. კერძოდ მეცნიერებმა მისი ასაკის განსასაზღვრავად გამოიყენეს რეპროდუქციული ციკლების გაანგარიშების მეთოდი. პირველ მემკვიდრეობას კაშალოტები აჩენენ 14 წლის ასაკში და წყვეტენ შვილის გაჩენას 40 წლის ასაკში. შთამომავლები ყოველთვის მშობლებთან ერთად ცხოვრობენ, სწორედ ამან მისცა საშუალება მეცნიერებს გამოეთვალათ Granny-ის ასაკი.

image



12. კუების ოჯახის კიდევ ერთი ხანდაზმული წარმომადგენელი 2006 წელს გარდაცვლილი 250 წლის ადვაიტაა. მისი წონა 120 კილოგრამს აღწევდა. ადვაიტა ძალიან პოპულარული იყო ტურისტებს შორის და კალკუტის ზოოპარკში უამრავ დამთვალიერებელს იზიდავდა.

image



13. 2006 წელსვე გარდაიცვალა კიდევ ერთი ხანდაზმული კუ-176 წლის ჰარიეტი კვინსლენდის ზოოპარკიდან. ამბიბენ, რომ ჰარიეტი 1835 წელს თავად ჩარლ დარვინმა იპოვა გალაპაგოსის კუნძულებზე.

image



14. ჩვენს სიაში ყველაზე ახალგაზრდა ალბატროსი ვიზდომია. ის მხოლოდ 63 წლისაა. ალბატროსები მთელი ცხოვრების მანძილზე ერთ მეწყვილეს ერთგულებენ. ვიზდომმა თავის პარტნიორთან ერთად 30 ბარტყი გაზარდა. ორნიტოლოგების თქმით, უკანასკნელი 31-ე ამ წლის იანვარში გამოიჩეკა.

image



15. სიას ასრულებს Turritopsis dohrnii, ანუ "უკვდავი მედუზები", როგორც მათ უწოდებენ. ეს არსებები ცხოვრობენ ხმელთაშუა ზღვაში და იაპონიის სანაპიროებთან. მათი საოცარი უნარი-საუკუნო სიცოცხლე, აღმოაჩინა სტუდენტმა კრისტიან სომერმა (Christian Sommer) 1988 წელს. ზაფხულის არდადეგების დროს კრისტიანი სწავლობდა ზღვის უხერხემლო მოლუსკების ცხოვრებას, მათ რიცხვში პოლიპებისას. სომერს დაჭერილი მოლუსკები ჯამებში ჰყავდა მოთავსებული და აკვირდებოდა მათი თვითწარმოქმნის უნარს.

რამოდენიმე დღის შემდეგ სომერმა შენიშნა, რომ Turritopsis dohrnii-ის მოლუსკები ძალიან უცნაურად იქცეოდნენ- ისინი კი არ კვდებოდნენ, არამედ ვითარდებოდნენ საპირისპირო მიმართულებით, ანუ დღითიდღე ახალგაზრდავდებოდნენ, სანამ არ მიაღწევდნენ განვითარების პირველ საფეხურს, შემდეგ კვლავ დაიწყებდნენ ცხოვრების ახალ ციკლს და ასე გრძელდებოდა დაუსრულებლად.

მოგვიანებით, 1996 წელს, გენუელმა მეცნიერებმა სომერის კვლევებზე დაყრდნობით გამოაქვეყნეს ნაშრომი სახელწოდებით Reversing the Life Cycle, რომელშიც აღწერეს ზრდასრული მედუზების პოლიპებად გადაქცევის რევერსული პროცესი. ყველაფერი ეს მეტყველებს იმაზე, რომ ამ არსებებს სრული პრეტენზია აქვთ იყვნენ უკვდავები. სხვათა შორის, ამ მედუზებს ხშირად ბენჟამინ ბატონის მედუზებს უწოდებენ.

image

5
1677
15-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
1677
  
2014, 26 ნოემბერი, 15:34
ბევრგან წავიკითხე,,,,მართლაც არსებობენ
2014, 26 ნოემბერი, 15:19
ნამდვილად არსებობენ უკვდავი მედუზები
2014, 13 ივლისი, 21:50
მეც არ მჯერა ბოლომდე, მაგრამ რამოდენიმე წყაროში წავიკითხე ეგ ფაქტი.
2014, 13 ივლისი, 21:30
საინტერესო სტატიაა მაგრამ ბოლო ცნობის ჭეშმარიტებაში ცოტა ეჭვი მეპარება ...
2014, 10 ივლისი, 5:08
საინტრესო სტატიაა,მალობა ავტორს
0 1 5