მიუხედავად იმისა, რომ არგენტინის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ანხელ დი მარიამ კუნთი გაიწყვიტა და მუნდიალს დაემშვიდობა, ევროპული გრანდები მის შეძენას აქტიურად ცდილობენ. მადრიდის "რეალის" შემტევით "პარი სენ ჟერმენიც” დაინტერესდა.
პარიზელები მზად არიან არგენტინელისთვის "მანჩესტერ იუნაიტედთან" ბრძოლაში ჩაერთონ. ინგლისელებმა ესპანელებს თავიდან 50 მილიონი ევრო შესთავაზეს, ხოლო შემდეგ ფასი 60 მილიონამდე გაზარდეს.
პსჟ იმედოვნებს, დი მარიას გადმოიბირებენ და მზად არიან 60 მილიონზე მეტიც გადაიხადონ. 26 წლის ფეხბურთელისადმი ინტერესს ლონდონის "არსენალი", "მანჩესტერ სიტი" და "მონაკოც" იჩენენ. აღნიშნული კლუბები მზად არიან ფეხბურთელში 50 მილიონ ევროზე მეტი არ გადაიხადონ.
ანხელ დი მარიასთვის ბრძოლაში უმთავრესი პრეტენდენტები პსჟ და "მანჩესტერი" იქნებიან. არგენტინელმა გასულ სეზონში 52 მატჩი ჩაატარა და 11 გოლიც გაიტანა. დი მარია ყველაზე გულუხვი საგოლე გადაცემებში იყო - 26 პასი.
გიორგი ბალახაძე
www.worldsport.ge