x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
მომაკვდავი
image


რაღაც საშინელს და ამაზრზენს განიცდის იმ წუთას სული, ხოლო უზრუნველად მიწაზე მყოფებმა არავინ არ ვუწყით ამის შესახებ არაფერი. შემჩნეული გაქვთ მომაკვდავ და სიკვდილთან ბრძოლაში მყოფ ადამიანთა მდგომარეობა? – რა საშინელ დღეში არიან ისინი? რა შფოთში? ხედავთ, თუ როგორ ამოიოხრებენ ხოლმე? როგორ ასხამთ ცივი ოფლი, აქეთ-იქით ატრიალებენ თვალებს, ზოგიკბილებს აღჭრიალებს, ბევრი თმებს იგლეჯს თავზე, როგორ წამოხტებიან ხოლმე ლოგინიდან და შეძრწუნებულთ გაქცევა სურთ სიკვდილიდან; როგორ ხედავენ იმას, რაც ადრე არ ენახათ; ესმით ზეციური მეუფეების ხმები, ითმენენ იმას, რასაც აქამდე ვერ ითმენდნენ, ეძებენ მეგზურს, მხსნელს – და არავინ ემგზავრებათ, ეძებენ მანუგეშებელს, და ვერავინ ანუგეშებს მათ, ვერც ვერავინ ბედავს ამას, რადგან ჩვენ თავადაც შეშინებულები უმწეოდ ვეკითხებით მომაკვდავს: „როგორ გრძნობ ახლა თავს? ნუ გეშინია, ღმერთი ყოვლადმოწყალეა!“ მაშინ ჩვენც ვტირით და არ გვამოძრავებს მათდამი ფარისევლური სიყვარული, აღარც ამაოებაზე ვფიქრობთ, არამედ იმ წუთას მათით შეძრწუნებულები ჩვენ საკუთარ თავს დავსტირით!



ეფრემ ასური





image



image

3
147
5-ს მოსწონს
ავტორი:აჩიკუნა
აჩიკუნა
147
  
2014, 8 ივლისი, 10:19
იმან დამამშვიდა რომ ვფიქრობ იმ ლოცვების დროულად წაკითხვით სულ ცოტათი მაინც დავეხმარე მის სულს
2014, 8 ივლისი, 10:16
მომაკვდავ ბებიას ვუვლიდი და ჩემ თვალწინ მოხდა ეგ ყველაფერი,გაშტერებული თვალებით იყურებოდა,ხელებს იქნევდა,საწოლიდან ჩამოსვლას ცდილობდა და ამოიოხრებდა ხოლმე ღრმად (ლაპარაკი არ შეეძლო უკვე).კანდელლ ვუნთებდით სულ თავთან და ლოცვებს ვკითხულობდი იქნებ დავეხმროთქო როგორმე.მოძღვარმა მითხრა ეგ არის ბუნებრიი სიკვდილი და მაგ პროცესები ახლავს წინ სულის მიერ სხეულის დატოვებას,ანგელოზებს ხედავენ,ხმები ესმიტ და ასე შემდეგო.რაღაც საოცრად დაემთხვა რო გვიან ღამიტ ჩამეძინა,მალევე უცებ გავიღვიძე თითქოს ვიღაცამ დამიძახა,მივედი და ვნახე უკვე ძალიან ცუდად იყო და მივხვდი სული გადიოდა,ავიღე წიგნი და სულის გასვლის ლოცვების კითხვა დავიწყე,რომ დავამთავრე ვუთხარი ბებო მოიცა წყალს დაგალევინებთქო და რომ მოვბრუნდი რაღაც წამებში უკვე გარდაცვლილი იყო :'( ჩემ თვალწინ მოხდა ყველაფერი.
0 1 3