x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134502
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
გოგონა, რომელიც საშინელი დაავადებისგან იტანჯებოდა, ინტერნეტ სენსაცია გახდა
ფოტო Facebook-ზე, რომელზეც გამოსახულია 23 წლის Bethany Townsend-ი თუ როგორ პოზირებს ბიკინში, 9 მილიონმა ადამიანმა ნახა და 10 000-მა დააკომენტარა. ერთი შეხედვით ჩვეულებრივი გოგოა, რომელიც გასარუჯად მზეს ეფიცხება, სინამდვილეში კი ამ უბრალო გოგონას მიღმა მძიმე დაავადება იმალება, მაშ რა სჭირს ბეთანის?


image




საქმე იმაშია, რომ ბეთანი შეპყრობილია კრონის დაავადებით 3 წლის ასაკიდან, რომლის თანახმად კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ქრონიკული ანთება ვლინდება, რაც ხელს უშლის საჭმლის ასიმილაციისა და მონელების უნარს. 2010 წელს ნაწლავური გაუვალობის გამო იგი კინაღამ დაიღუპა ნაწლავის გახეთქვისგან, ამიტომ მას შემდეგ რაც სიკვდილს გადაურჩა, ატარებს "კოლოსტომურ ჩანთას".


image





ბეთანი გადატანილ უბედურ შემთხვევასა და ოპერაციამდე- დაკავებული იყო სამოდელო ბიზნესით, თუმცა მას შემდეგ "კოლოსტომური ჩანთის" კომპლექსის გამო კარიერას შეეშვა. 33 წლის მეუღლის- იანის თანადგომითა და დაჟინებით, მეხიკოში დასვენების დროს ბეთანიმ კვლავ გადაიღო ფოტო ბიკინში. რა თქმა უნდა ეს მისთვის ადვილი სულაც არ ყოფილა, თუმცა შეძლო. მხოლოდ ექვსი თვის შემდეგ გამოაქვეყნა გოგონამ ფოტო საკუთარი Facebook- ის გვერდზე კრონის დაავადების შესახებ ცნობების ამაღლების მოტივით, თუმცა შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა- მისი ფოტო უმოკლეს დროში 9 მილიონმა ადამიანმა ნახა, 200 000-მა გააზიარა და 10 000-მა დააკომენტარა, ამით კი ბეთანიში გაიღვიძა სურვილმა- დაბრუნებოდა სამოდელო კარიერას.


image

imageimageimageimageimageimage



"მინდა მაგალითი გავხდე ყველა იმ ადამიანისთვის ვინც კრონის დაავადებით იტანჯება, რომ ცხოვრება ასეც შეიძლება კომფორტული იყოს და ნუ დაკომპლექსდებით. ჩემს "კოლოსტომურ ჩანთას" რაც შეეხება, ვერ აჯობა კრონის დაავადებას, ამიტომ რამდენიმე თვიანი მცდელობის შემდეგ ამაო გახდა და უახლოეს მომავალში ჩავიტარებ ნაწლავის გადანერგვის ოპერაციას"- ამბობს ბეთანი.

2
1443
17-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
1443
  
2014, 8 ივლისი, 12:40
შემეცოდა, საშინელებაა ასე ცხოვრობდე...
0 1 2