x
ურბანიზაციის მიერ გამოწვეული პრობლემები (ქ. თბილისის მაგალითზე)

ურბანიზაცია ლათინური წარმოშობის სიტყვაა. ურბს-ქალაქს
ნისშნავს, თავად ტერმინი ურბანიზაცია კი მრეწველობის და მოსახლეობის ქალაქებში თავმოყრას
გულისხმობს. ამ პროცესს თან სდევს ქვეყანაში ქალაქის როლის გაძლიერება, მოსახლეობის
ზრდა, ქალაქური ცხოვრების წესის გავრცელება. ურბანიზაციის რაოდენობრივ მახასიათებლად
გამოიყენება ურბანიზაციია დონე, ანუ ქალაქის მოსახლეობის ხვედრითი წილი მთელს მოსახლეობაში.
ქალაქის მოსახლეობის ხვედრითი წილის შესამჩნევი მატება, ძირითადად განვითარებადი ქვეყნებისთვისაა
დამახასიათებელი. ბოლო პერიოდში კი ასეთ ზრდას ქალაქის მოსახლეობისა ძირითადად ის შესაძლებლობები
განაპირობებს, რომელთაც სოფლად მცხოვრებ ადამიანს ქალაქში წასვლის თუნდაც მხოლოდ პერსპექტივა
სთავაზობს. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ ქალაქში მეტია განათლების, დასაქმების, გართობისა
და სხვა სახის მომსახურების მიღების საშუალება. უკეთესი
ეკონომიკური შესაძლებლობების აღმოსაჩენად სოფელს სულ უფრო მეტი ადამიანი ტოვებს და
ქალაქში გადადის საცხოვრებლად. გაერთიანებული
ერების ორგანიზაციის მონაცემებით 2030 წლისათვის საქალაქო მოსახლეობა გაიზრდება, დაახლოებით ხუთი მილიარდი თუ 1950 წელს გლობალური მოსახლეობის 70% სოფლად ცხოვრობდა, გაეროს
წინასწარ გათვლებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ 2050 წლისთვის ამ სურათის
სარკულ ანარეკლს მივიღებთ: მსოფლიო მოსახლეობის ამდენივე პროცენტი ახლა უკვე ქალაქებში
იცხოვრებს მოკლედ განვიხილოთ თითოეული ის ასპექტი, რომელიც ურბანიზციის შედეგად,
უარყოფით გავლენას ახდენს საზოგადოების განვითარებაზე. მიუხედავად იმისა, რომ თავად
ურბანიზაციის ცნება მოიაზრება საზოგადოების განვითარების ხელისშემწყობ ფაქტორად აქ ვხვდებით
წინააღმდეგობას, რადგან მის მიერ გამოწვეული შედეგი შესაძლოა უარყოფითად მოქმედებდეს
სწორედ ამ საზოგადოებაზე.


პირველ რიგში, ამ პრობლემათაგან
აღსანიშნავია პრობლემა. ქალაქის მოსახლეობის ზრდას თან სდევს გაუმართავი, პრობლემური
ხშირად უკანონო დასახლებების მშენებლობაც. მათ რიცხვს მიეკუთვნება “ბიდონვილის“ მსგავსი ნაგებობები, რომლითაც თბილისი საკმაოდ გადატვირთულია.
ისევ ჩვენი ქვეყნს დედაქალაქის მაგალითზე შეგვიძლია ასევე ერთ-ერთ პრობლემად დავასახელოთ,
ძველი დაბალსართულიანი შენობების გვერდით, თანამედროვე მაღალსართულიანი შენობების მშენებლობა.
ეს ერთის მხრივ საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფს მოსახლეობას და კარგია. მაგრამ მეორე
საკითხია რამდენად ჯდება იგი საერთო სურათში. ასევე საომარი მოქმედებების შედეგად თბილისში
დევნილთა დიდი ნაკადის შემოსვლა. ეს ეხება 1990-იან წლებში აფხაზეთიდან დევნილებს ერთის
მხრივ და მეორეს მხრვ, 2008 წლის საომარი მოქმედებების შედეგად შიდა ქართლის რეგიონებიდან
დევნილ მოსახლეობას აღსანიშნავია რომ 2008 წლის მოვლენების შემდგომ ჩამოსულთა რაოდენობა
საგრძნობლად აღემატებოდა აფხზეთიდან დევნილებს. ეს რიცხვი დაახლოებით 100 ათასს შეადგენს. მიუხედავად იმისა რომ ამ შეთხვევაში ადგილი აქვს
იძულებით და არა სხვა ფაქტორების გამო ქალაქში მიგრაციას მათი რაოდენობის ასეთი მკვეთრი
ზრდა მაინც იწვევს საკმაოდ დიდ პრობლემებს.


გარდა საცხოვრებელი ადგილების
სიმცირისა, ურბანიზაციის მაღალ მაჩვენებელს თან სდევს ასევე ისეთი მნიშვნელოვანი პრობლემა
როგორიცაა მაგალითად, სატრანსპორტო და ეკოლოგიური პრობლემები. ქ. თბილისში მიუხედავად
იმისა რომ ბოლო დროს მნიშვნელოვნად შემცირდა სამრეწველო საწარმოებიდან გამოფრქვეული
მავნე ნივთიერებების რაოდენობა, სამაგიეროდ
გაიზარდა ავტოტრანსპორტის მიერ გაჭუჭყიანებული ატმოსფეროს ჰაერი (დაახლოებით 5-10 ჯერ, 2006 წლის მონაცემებით). თბილისში
ჰაერის მაქსიმალური გაჭუჭყიანება აღინიშნება ივლისის თვეში. ამ მხრივ ჩვენს დედაქალაქში
უკვე საგანგაშო მდგომარეობაა, ძირითად მიზეზად კი უხარისხო ბენზინი შეიძლება
ჩავთვალოთ, რომელიც ჩვენს ქვეყანაში შემოდის. ეს პრობლემა თბილისს განსაკუთრებულად მისი
გეორგაფიული მდებარეობის გამო აწუხებს. კარგად ვიცით, რომ თბილისი ქვაბულში მდებარეობს,
რაც ფაქტობრივად შეუძლებელს ხდის აქ დაგროვილი სმოგის გაფანტვას.


გარდა ამისა, დედაქალაქში კიდევ ბევრი პრობლემა შეიძლება დავუკავშიროთ ურბანიზაციას
მაგრამ ბოლოს მინდა ყურადღება გავამახვილო ერთ-ერთ მათგანზე. ეს არის სოციალური სეგრეგაცია
რომელიც ურბანიზაციის მაღალ მაჩვენებელს შეიძლება მოჰყვეს. რაც უხეშად რომ ვთქვათ საზოგადოების
დაყოფას გულისხობს “სოფელებად“ და “ქალაქელებად“, “მდიდარ“ და “ღარიბ“ უბნელებად.
მიუხედავად იმისა რომ ჩვენს შემთხვევაში ამ პროცესს რადიკალური ხასიათი ჯერ არ მიუღია
ყოველთვის არსებობდა და დღეს განსაკუთრებით აქტუალურია ეს საკითხი. თუნდაც ბოლო პერიოდში
ხშირად მახვილდება ამაზე ყურადღება. თუნდაც სატელევიზიო ეთერით და სოციალური ქსელებით.
ხოლო იმის გამო, რომ ეს ორივე საკმაოდ დიდ როლს ასრულებს თანამედროვე ცხოვრებაში, შესაბამისად
საზოგადოების ყურადღებასაც იმსახურებენ და შემდგომ მსგავსი თემები ხშირად ხდება საყოველთაო
განხილვის საგანი. ალბათ დღევანდელ დროში “ჩატეხილი ხიდის“ პრობლემა იმდენად პრობლემატური
აღარაა როგოც მაშინ, როცა თავად ილია საუბრობდა ამაზე, მაგრამ გარკვეულ როლს მაინც
თამაშობს ჩვენი საზოგადოების არსებობაში.

0
2499
1-ს მოსწონს
ავტორი:ეკატერინე ლაზარაშვილი
ეკატერინე ლაზარაშვილი
2499
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0