x
image
worldsport.ge
ლუკაკუ: "ჯერ დასვენება, შემდეგ ახალი კლუბი"

imageბელგიის ეროვნული ნაკრების და ლონდონის "ჩელსის" ფეხბურთელი რომელუ ლუკაკუ აცხადებს, რომ მუნდიალის შემდეგ მშობლებთან ერთად დაისვენებს და ამის შემდეგ გადაწყვეტს თუ სად გააგრძელებს კარიერას.
"მინდა ვიყო ისეთ კლუბში, სადაც ბევრი სათამაშო დრო მექნება, შემეძლება თავი გამოვიჩინო და წარმატებას მივაღწიო. ჩემი მიზანია ტიტულები მოვიპოვო. ცოტა დასვენება აუცილებლად მჭირდება, რათა მომავალზე უფრო კარგად დავფიქრდე. არჩევანის საშუალება ნამდვილად მაქვს, მთავარია ყველაფერი სწორად გავთვალო." _ განაცხადა ბელგიელმა.
ლუკაკუსადმი ინტერესს მადრიდის "ატლეტიკო", ლონდონის "ტოტენჰემი" და "ევერტონი” იჩენენ. უკანასკნელ კლუბში ახალგაზრდა ფორვარდმა გასული სეზონი იჯარის წესით გაატარა. ბელგიელმა ლივერპულელთა იმედები, შეიძლება ჩაახშო: "ჯერჯერობით "ევერტონის" ვარიანტი გადაწყვეტილი არაა. ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული, თუ რომელ ამბიციურ კლუბში ვითამაშებ და სად იქნება ყველაზე კარგი ადგილი ჩემი განვითარებისთვის."
რამდენიმე კვირის წინ გავრცელებული ინფორმაციით, ლუკაკუ მადრიდის "ატლეტიკოში" იჯარის წესით ითამაშებს. როგორც ჩანს, ბელგიელს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია და აღნიშნული ინფორმაციაც ჭორი გახლდათ. ბენილუქსელები მუნდიალს უკვე დაემშვიდობნენ. ლუკაკუმ მსოფლიო ჩემპიონატზე ერთადერთი გოლი აშშ-ს 105-ე წუთზე გაუტანა და იმ მატჩში ბელგიამ 2:1 მოიგო.


გიორგი ბალახაძე
www.worldsport.ge

0
22
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
22
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0