x
image
worldsport.ge
"ნიუკასლი" ფელაინის ეპატიჟება

imageბელგიის ეროვნული ნაკრების და "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა მარუან ფელაინიმ, შესაძლოა, კარიერა "ნიუკასლში" გააგრძელოს. ბრიტანული მედიის ცნობით, "კაჭკაჭები" მზად არიან ბელგიელის სანაცვლოდ "წითელ ეშმაკებს" 12 მილიონი გირვანქა გადაუხადონ.
"მანჩესტერში" ლუის ვან გაალის დანიშვნის შემდეგ, ევროპული მედია იუწყებოდა, რომ ფელაინი ჰოლანდიელის გეგმებში არ შედიოდა. ამან ფაქტმა, ბელგიელის კლუბში ყოფნის საკითხი კიდევ უფრო ეჭვქვეშ დააყენა.
მოგეხსენებათ, გასული სეზონი ფელაინიმ სუსტად ჩაატარა _ 25 მატჩი, 1 გოლი, 4 საგოლე გადაცემა. დევიდ მოიესის აქტიურობის ხარჯზე, 2013/14 წლების სეზონის სტარტამდე მანჩესტერელებმა ფელაინი 27.5 მილიონ გირვანქად შეიძინეს. ფეხბურთელმა მასზე დადებული ავანსები ვერ გაამართლა და დიდი ალბათობით კლუბიდან აბარგება მოუწევს.
გუშინ, ბელგიის ეროვნული ნაკრები მუნდიალს დაემშვიდობა. ფელაინიმ მუნდიალზე მხოლოდ ერთი გოლის გატანა მოასწრო.

გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
15
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
15
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0