x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ათი ყველაზე შხამიანი არსება დედამიწაზე
ჩვენ ვცხოვრობთ პლანეტაზე, რომელიც სავსეა ცოცხალი ბუნებით. ჩვენს ირგვლივ იშლება ულამაზესი პეიზაჟები, მსოფლიო ოკეანის იდუმალი სამყარო და მრავალფეროვანი ფლორა და ფაუნა. ადამიანი ტკბება ამ სილამაზის ხილვით და სურვილი აქვს უფრო მეტად და მეტად შეიცნოს გარემომცველი სამყარო. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ბუნება ჩვენს გარშემო როგორც ლამაზია, ასევე მკაცრია და დაუნდობელი. ის გვჩუქნის დადებით ემოციებს, მაგრამ ხანდახან უსიამოვნო სიურპრიზებსაც არ გვაკლებს. ხშირად ლამაზ არსებაში მომწამვლელი ურჩხული იმალება, რომელთან შეხვედრასაც არაერთი უსიამოვნო სიურპრიზის მოტანა შეუძლია, ხანდახან კი ბუნების ასეთ წარმომადგენლებთან ადამიანის შეხვედრა ტრაგიკული შედეგითაც კი მთავრდება.

მოდით, გავეცნოთ ჩვენი პლანეტის ყველაზე საშიშ შხამიან არსებებს იმისათვის, რომ არ ვიყოთ გაუთვითცნობიერებლები და შევძლოთ ლამაზ თევზში ან ლოკოკინაში ჩვენი დაუძინებელი მტერი დავინახოთ.



10.კუბისებრი მედუზა


image



ამ მედუზის ტოქსიკური შხამი მომაკვდინებლად საშიშია. ის ანადგურებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას, ნერვულ სისტემას და კანის უჯრედებს. რაც ყველაზე მთავარია, კბენას თან ახლავს აუტანელი ტკივილი და ადამიანი შოკში ვარდება ამ ტკივილისაგან. ამის გამო ადამიანი ან წყალში იძირება, ან გულის გაჩერებით კვდება. კუბისებრი მედუზისაგან ამ ბოლო წლებში 6 ათას ადამიანამდე დაზარალდა. ეს არსებები აზიის და ავსტრალიის წყლებში ბინადრობენ.



9.ზღვის გველი


image


ზღვის გველის შხამი ნეიროტოქსიკურია. მისი კბენა მტკივნეული არაა და ადამიანი ცურვას აგრძელებს ჩვეულებრივად, მაგრამ რამოდენიმე წუთის შემდეგ მას ეწყება ციებ-ცხელება და გუდვა, რის გამოც უბრალოდ მიდის ფსკერისაკენ. როგორც წესი, ასეთი გველები ადამიანს თავს არ ესხმიან, თუ არ შეეხეთ ან არ გააბრაზეთ, მაგრამ შეწყვილების პერიოდში ისინი საკმაოდ აგრესიულები არიან და შეუძლიათ უმიზეზოდ დაგესხან თავს . ეს გველები ბინადრობენ წყნარი და ინდოეთის ოკეანეების ტროპიკულ წყლებში.



8.თევზი ფუგუ


image


ფუგუს თავის ქვირითში, საშარდე ბუშტში, ღვიძლში და სხვა შინაგან ორგანოებში ტეტროდოტოქსინის საისკვდილო შხამი აქვს. ამ შხამის საწინააღმდგეო პრეპარატი აღმოჩენილი არაა და ადამიანის გადარჩენის ერთადერთი გზა ხელოვნური სუნთქვა და სისხლის მიმოქცევის ხელოვნურად რეგულირებაა მანამ, სანამ შხამის მოქმედება არ შესუსტდება.



7.ხეზე მცოცავი ბაყაყი


image


ამ არსების დანახვისას არა მგონია შიში იგრძნოთ, ეს ხომ მხოლოდ და მხოლოდ ბაყაყია, თან ასეთი ლამაზი შეფერილობის, მაგრამ სწორედ ეს შეფერილობა მეტყველებს მის კანზე შხამიანი ჯირკვლების არსებობაზე, რომელსაც შეუძლია მოკლას იაგუარი და რომელსაც აქვს ნერვულ-პარალიზური მოქმედება. ეს შხამი ასი სხვადასხვა ნივთიერებისაგან შედგება და არ არსებობს მისი საწინააღმდეგო პრეპარატი, ამიტომ გადარჩენა ადამიანისა, ვინც ამ ბაყაყს შეეხება, ფაქტიურად შეუძლებელია.



6.ავსტალიური ტაიპანი


image


ტაიპანი ბინადრობს ავსტრალიის მშრალ დაბლობებზე და ითვლება ხმელეთის გველებიდან ყველაზე შხამიანად, რადგან კბენისას გამოყოფს შხამის უზარმაზარ რაოდენობას. მისი ნაკბენი მომაკვდინებელია და მისგან ცხენიც კი კვდება სამიოდე წუთში.



5.მორიელი Leiurus quinquestriatus


image


ამ მორიელს აქვს განსაკუთრებით ძლიერმოქმედი ნეიროპარალიზური შხამი, რომელიც კბენის შემთხვევაში ადამიანში იწვევს საშინელ ტკივილს, ნერვულ კონვულსიებს, ციებ-ცხელებას და საბოლოოდ დამბლას, რომლის შემდეგ ლეტალური შედეგი დგება. მორიელი ბინადრობს ჩრდილო აფრიკაში და ახლო აღმოსავლეთში.




4.ლურჯრგოლებიანი რვაფეხა


image


რვაფეხა მხოლოდ მაშინ ესხმის თავს ადამიანს, თუ მას აღიზიანებენ ან მისი ბუდიდან ძალით გამოდევნიან. მას ძალიან დიდი რაოდენობით შხამი გააჩნია, რომელსაც შეუძლია ორიოდე წუთში 26 კაცი მოკლას, შხამსაწინააღმდეგო ანტიდოტი არ არსებობს.




3.ბრაზილიური ობობა


image


ეს მწერი შეტანილია გინესის წიგნში მისი კბენის შედეგად გარდაცვლილი ადამიანების რეკორდული რაოდენობის გამო. ის საშიშია არამარტო იმის გამო, რომ საშინელი შხამი აქვს, არამედ იმითაც, რომ ობობა არასოდეს არ ჩერდება ერთ ადგილზე, ის ხანდახან საკმაოდ მოულოდნელ ადგილას შეიძლება აღმოჩნდეს და თქვენს საძინებელსაც კი ესტუმროს.




2.სამეფო კობრა


image


კობრას შეუძლია გამოყოს ძალიან დიდი რაოდენობით შხამი და მის შხამს შეუძლია მოკლას ყველაზე დიდი ზომის სპილოც კი, თუკი მას უკბენს მგრძნობიარე ადგილზე და რა თქმა უნდა, იოლად კლავს ადამიანს. კობრას სიგრძემ შესაძლებელია 5-6 მეტრსაც კი მიაღწიოს. ბინადრობს სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ხშირ ტყეებში.




1. მარმარილოსებრი კონუსური ლოკოკინა


image


ერთძი შეხედვით სავსებით უწყინარი, უცნაური კონუსური ლოკოკინა საშინლად შხამიანი არსებაა. მისი შხამის ერთ წვეთსაც კი შეუძლია 20 კაცი მოკლას 1 წუთში. რა თქმა უნდა, ძლიერმოქმედი შხამის ანტოდოტი არ არსებობს.

4
475
13-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
475
  
2014, 6 ივლისი, 22:48
მძულს იოლი ნათქვამია,,, მძულს ერთი და სიკვდილზე ,ეტად რომ მეშინია, ეგააა პირველი და Mთავარი
2014, 6 ივლისი, 19:19
ის მედუზა ძალზე პატარაა და ძალიან გრელი კუდები აქვს.მორიელები და გველები მძულს :(
2014, 6 ივლისი, 19:06
სამწუხაროდ, მართალს ბრძანებთ...მაგრამ რადგანაც მეც მათ რიგებს მივეკუთვნები, დავინდე ამჯერად:(
2014, 6 ივლისი, 19:03
ადამიანი გამოგრჩათ, ქალბატონო მანჩო, ყველაზე შხამიანი არსება :) :)
0 1 4