x
image
worldsport.ge
ზუნიგას მესიჯი ნეიმარს

imageკოლუმბიელი ფეხბურთელის ხუან კამილო ზუნიგას საქციელი ნეიმარის წინააღმდეგ მსოფლიოში უკვე ახალი ამბავი აღარაა. "სელესაოს" ახალგაზრდა ვარსკვლავი მუნდიალზე ასპარეზობას გამოეთიშა და პარალიზებას ბეწვზე გადაურჩა. ფიფამ ამ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო და შესაძლოა, კოლუმბიელი მკაცრადაც დაისაჯოს.
ხუან კამილო ზუნიგამ ბრაზილიასთან მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ ნეიმარისთვის ტრავმის მიყენება არც კი უფიქრია. მოგვიანებით, კოლუმბიელმა ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე განცხადება გააკეთა და ნეიმარს მიმართა:
"მინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვა ნეიმარის ტრავმასთან დაკავშირებით, რომელიც ბრაზილია - კოლუმბიის მატჩის დროს მოხდა. მიუხედავად ყველაფრისა, ჩვეულებრივი სათამაშო სიტუაცია იყო და ჩემი მხრიდან ცუდ განზრახვას ადგილი არ ჰქონია. მინდა, ნეიმარს სპეციალური მესიჯით მივმართო."
"შენით აღტაცებული ვარ, პატივს გცემ და მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელად მიმაჩნიხარ. ვიმედოვნებ, მალე დაბრუნდები და გავაგრძელებთ იმ ფეხბურთის თამაშს, რომელიც ყოველთვის მოულოდნელობებითაა აღსავსე."

გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
247
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
247
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0