x
image
worldsport.ge
საბელია: "მუნდიალზე საუკეთესო მატჩი ჩავატარეთ"

imageარგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვთნელმა ალეხანდრო საბელიამ, ბელგიის გუნდის 1:0 დამარცხების შემდეგ, განაცხადა, რომ ბრაზილიაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე მისმა გუნდმა საუკეთესოდ იასპარეზა.
"დიდებული დღე გამოვიდა დიდებული გუნდისთვის, ხალხისთვის, ჩემი ოჯახისთვის და ყველასთვის. არგენტინამ ამ მუნდიალზე საუკეთესო ასპარეზობა აჩვენა, თავისი ხარისხიანი და დაბალანსებული ფეხბურთის წყალობით. დი მარიას დანაკლისი ძალიან ცუდია და ამ ამბავმა ძალიან დაგვწყვიტა გული." _ განაცხადა საბელიამ.
შეგახსენებთ, რომ "ალბისელესტე" მსოფლიოს საუკეთესო 4 ნაკრებში ბოლოს 1990 წლის მუნდიალზე იყო. მომდევნო, გადამწყვეტ ნახევარფინალურ დაპირისპირებაში სამხრეთ ამერიკელები ჰოლანდიის წინააღმდეგ გაარკვევენ ურთიერთობას.

გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
13
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
13
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0