x
image
worldsport.ge
ვან გაალმა ნაკრებშიც “დაამტკიცა”

imageლუის ვან გაალი რომ დიდი მწვრთნელია, მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატმაც გამოაჩინა. მსოფლიოში ბევრი არაა საფეხბურთო სპეციალისტი, რომელსაც წარმატებისთვის საკლუბოსთან ერთად, სანაკრებო დონეზეც მიუღწევია. მეტიც, თითებზე ჩამოსათვლელია.
ვან გაალს რაც საკლუბო დონეზე გაუკეთებია, ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს. გასახსენებლად 1995 წელს ამსტერდამის “აიაქსთან” ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგება დ მეტწილად ახალგაზრდებით დაკომპლექტებული გუნდით ფინალში მრისხანე “მილანის” დამარცხებაც კმარა.
ამჯერად, მან შედეგი ნაკრებშიც აჩვენა. ცხადია, გუნდის 1/2-ფინალში გაყვანა მსოფლიო თასის მოგება არაა, მაგრამ იქამდე ერთი ნაბიჯია. ჰოლანდიელები ზედიზედ მეორე მუნდიალია საუკეთესო ოთხ გუნდში ხვდებიან და როგორც 4 წლის წინ, ფინალში გასვლასაც გეგმავენ. ფაქტია, რომ არგენტინასთან დაპირისპირებისას შანსები თანაბარია.
ვან გაალმა თავისი ტაქტიკური გამჭრიახობა მიმდინარე ჩემპიონატზეც გამოავლინა და ახალგაზრდებისთვის ნდობის ტრადიციაც არ დაურღვევია. 1/8-ფინალში მექსიკასთან მატჩში მოედანზე ჰუნტელაარი შემოიყვანა, რომელმაც ჯერ თავით სნეიდერს საგოლე პასი გაუკეთა, ხოლო შემდეგ პენალტი გაიტანა.
კოსტა-რიკასთან მატჩში კი, პენალტების სერიისთვის თამაშში მეკარე ტიმ კრული ჩართო, რომელსაც მანამდე მოედანზე ერთი წუთი არ გაეტარებინა. ამ შემთხვევაშიც ცვლილებამ გაამართლა და კრულმა ორი პენალტი მოიგერია.
1/4-ფინალი ვახსენეთ დ გვერდს ნამდვილად ვერ ავუვლით კოსტა-რიკას, რომელიც ჩემპიონატს თავაწეული ტოვებს. მსგავსი შედეგს კოსტარიკელთა კიდევ რომელი თაობა გაიმეორებს არავინ უწყის.
მატჩამდე უმეტესობას ფიქრობდა, რომ კოსტა-რიკელთა “ზღაპარი” ძირითად დროში დასრულდებოდა და ცენტრალური ამერიკის წარმომადგენლები სახელოვან მეტოქეს ვერ შეეწინააღმდეგებოდნენ. თუმცა, კოლუმბიელი პინტოს შეგირდებმა ამჯერადაც ვაჟკაცურად იბრძოლეს და მართალია, “ნარინჯისფერებმა” ლამის ძელები “დაღუნეს”, ვიდრე პენალტების სერია არ დასრულდა, ჰოლანდიის გამარჯვება ვერავინ ირწმუნა.

ლაშა თაბაგარი worldsport.ge-ს სპეციალური კორსპონდენტი რიო დე ჟანეიროდან

www.worldsport.ge

0
26
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
26
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0