x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ტორის ჭა - კარიბჭე მიწისქვეშეთში
ბუნების ეს უნიკალური ქმნილება, რომელიც სავსებით ამართლებს თავის სახელწოდებას, მდებარეობს აშშ-ის ჩრდილო-დასავლეთში, ორიგონის მთიან შტატში, პერპენტუეს კონცხზე. ტორის ჭა ადგილობრივი ღირსშესანიშნაობაა, რომლის სანახავადაც ყოველწლიურად უამრავი ტურისტი ჩამოდის.

კონცხი მდიდარია ულამაზესი პეიზაჟებით და ხშირი ტყის მასივებით, მაგრამ მისი ყველაზე უნიკალური და გასაოცარი ადგილი ტორის ჭაა.


image


მოქცევის და ღელვის დროს ჭა თითქოს ძაბრად გადაიქცევა ხოლმე, რომელიც ისრუტავს მის გარშემო ყველაფერს, ამიტომ მასთან მიახლოებაც კი საშიშია. ჭა იცლება ზღვის მიქცევის დროს, მაგრამ ეს მხოლოდ წამები გრძელდება და ახალი ტალღა მას კვლავ და კვლავ ავსებს.



imageimage


ჭის მთავარი თავისებურება ისაა, რომ ის არასოდეს არ ივსება ბოლომდე, წყალი უფსკრულის რომელიღაც გვირაბიდან გაედინება, მაგრამ ყველაფერი ეს დიდებულად გამოიყურება, განსაკუთრებით შთამბეჭდავია ის მონეტი, როცა ძლიერი ტალღები ჭის კიდეებს აწყდებიან.


imageimage


აი მიქცევის საინტერესო მომენტი, როცა შეგიძლიათ ჭას ოდნავ მიაუხლოვდეთ.


image


მაგრამ ფოტოსურათის გადაღება სასწრაფოდ უნდა მოასწროთ, რადგან ახალი ტალღა უცებ შეიძლება მოვარდეს და თქვენც გაგიტაცოთ უსფსკრულში.


image


ეს კი სანაპიროს მთავარი ღირსშესანიშნაობა-გასაოცრად ლამაზი ზღვის ვარსკვლავაა.


image

0
113
13-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
113
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0