x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134467
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508531
დისნეის კომპანია: უწყინარი ზღაპრები, თუ ჩვენი ფსიქიკის მტრები?
უოლტ დისნეის კომპანია

საინტერესო ფაქტები კომპანიის შესახებ:

უოლტ დისნეის კომპანია ცნობილია სახელწოდებით “დისნეი’’.
ის არის ერთ-ერთი უდიდესი ორგანიზაცია მსოფლიოში შემოსავლის გათვალისწინებით. დაარსებულია 1923 წლის 16 ოქტომბერს, კალიფორნიაში უოლტ დისნეისა და როი დისნეის მიერ, როგორც ძმები დისნეების მულტიპლიკაციური სტუდია. კომპანია 1986 გაფართოვდა: თუკი მანამდე მხოლოდ მულტფილმებს იღებდნენ, ახლა დაამატეს სხვადასხვა სტუდია, როგორებიცაა თეატრის, კინოს, მუსიკის, რადიო, საგამომცემლო და ინტერნეტ მედია. დისნეის ფილმის სტუდია ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია ჰოლივუდში, მას ასევე აქვს “ეი-ბი-სი’’ სატელევიზიო არხი, დისნეის არხი, (ABC
Family, ESPN, A+E Networks, Life Time) და ასე შემდეგ.
1923 წელს დისნეის სტუდია გაკოტრდა და უოლტი წავიდა ჰოლივუდში თავის ძმა როისთან, სადაც დადეს კონტრაქტი

ფილმის დისტრიბუტორ მარგარეტ უინკლერთან და გადაიღეს ანიმაციური სერიალი - ”ალისა”.
1926 წლის იანვრიდან შეიცვალა კოპანიის, როგორც ”ძმები დისნეების” სახელწოდება და მას დაერქვა ”უოლტ დისნეის სტუდია”.
ამის შემდეგ ბევრი რამ გადაიღეს, მაგალითად ”ოსვალდი”, ”იღბლიანი კურდღელი”, რომელთაც დიდი ჰონორარი მოუტანეს კომპანიას. მაგრამ მალე მარგარეტ უინკლერის მეუღლემ, მინტმა, შეწყვიტა კონტრაქტი და თან წაიყვანა დისნეის ოთხი ანიმატორი.


1928 წელს დისნეიმ მოიფიქრა გადაეღო ანიმაციური ფილმი თაგვ მორტიმერზე, თუმცა მალე ის მიკიმ ჩაანაცვლა და შეიქმნა ”მიკი მაუსი”. ეს იყო პირველი ხმოვანი მულტფილმი. ამის შემდეგ კომპანია
”კოლუმბია ფიქჩერსთან” თანამშრომლობს და იწყებს “სილი სიმფონის’’ სერიების გადაღებას, 1929 წლის აგვისტოში. ამავე წლის სექტემბერში უილტ დისნეის სტუდია გახდა უოლტ დისნეის
პროდუქცია, სადაც შედიოდა უილტ დისნეი ენტერპრაიზი, დისნეის ჩამწერი სტუდია. უოლტი კომპანიის 60%-ს ფლობდა, ხოლო მისი ძმა - როი 40%-ს. დეკემბერში გამოიცა დისნეის პირველი ჟურნალი
“ნიუ იორკ მირორ’’, სადაც მიკი მაუსის კომიქსი იყო დაბეჭდილი.

1932 წელს დაიდო კონტრაქტი რის საფუძველზეც გაფერადდა ანიმაციები.

1934 წელს დაიწყო პირველი სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის გადაღება, ეს იყო ფიფქია და 7 ჯუჯა, რომელიც დასრულდა 1937 წელს და ძალიან დიდი წარმატება მოუტანა კომპანიას. აქედან შემოსული ჰონორარით აშენდა დიდი სტუდია კალიფორნიაში. შემდეგ გამოვიდა პინოქიო 1940 წელს, ფანტაზია- 1940 წელს, დამბო-1941 წელს, ბემბი-1942 წელს.

მალე ა.შ.შ ჩაერთო მე-2 მსოფლიო ომში. პერლ ჰარბორის დაბომბვის შემდეგ დისნეის კომპანიის ბევრი თანამშრომელი გაიწვიეს ომში. თვითონ სტუდიაც ბევრ ფილმს იღებდა ომზე და ასე, აქტიურად მონაწილეობდა იმ დროს მიმდინარე პროცესებში. გადაიღეს Victory
Through Air Power და Education for Death, ასევე, პერსონაჟმა დონალდ დაკმა მიიღო სამხედრო ფორმა.

1966 წლის 15 დეკემბერს უოლტ დისნეი გარდაიცვალა ფილტვის კიბოთი. ფირმის პრეზიდენტი გახდა მისი ძმა, როი, რომელმაც პირველი რაც გააკეთა ეს იყო რომ “დისნეის სამყაროს’’ დაარქვა “ უოლტ დისნეის სამყარო’’.


1983 წლის აპრილში იაპონიაში, ტოკიოში, დისენის კომპანიის თანხმობით ააშენეს პირველი დისნეილენდი ა.შ.შ-ს ფარგლებს გარეთ. ცოტა ხანში პარკების შემოსავალი შეადგენდა დისნეის კომპანიის შემოსავლების 70%-ს. 2005 წელს უოლტ დისნეის ძმიშვილმა, როი უმცროსმა, გახსნა დისნეილენდი ჰონგ-კონგში.იქ გამოყენებული იყო პირველი 3-D ანიმაციები. უოლტის ძმისშვილი 2009 წელს გარდაიცვალა. ის იყო დისნეის ოჯახის უკანასკნელი წარმომადგენელი, რომელიც აქტიურ მონაწილეობას იღებდა
კომპანიის განვითარებაში.

ავსტრალიაში არსებული დისნეის სტუდია 2006 წელს დაიხურა, რადგან თანადამფუძნებლები შემოაკლდათ. გარკვეული სიძნელებიი წარმოიშვა უოლტ დისნეის კომპანიის ბიუჯეტში. აღსანიშნავია, რომ სტივ ჯობსიც გახდა დისნეის 7%-ის მფლობელი.

2010 წელს ABC სტუდიამ გადაიღო მულტფილმი "tangled"/"ჩახართული ამბავი", რომლის მთავარი გმირიც განსხვავდება აქამდე არსებული პრინცესებისგან იმით, თუ როგორი წარმოდგენა გვაქვს მათ შესახებ. ეს ახსნეს ასე: "დროა დამთავრდეს ძველი პრინცესების ეპოქა და მათთან არსებული რწმენები."

დისნეის ანიმაციებს მოჰყვა კრიტიკაც. მაგ: არიელს, ალადინს
და მეფე ლომს. კრიტიკა მოდიოდა კათოლიკური ლიგიდან, რომელიც ადანაშაულებდა კომპანიას, რომ აღნიშნულ ზღაპრებში გამოყენებული იყო ფარული სექსუალური მასალა.

ანიმაციური მოკლე ფილმი "DESTINO"-ს, ანუ “ბედისწერის’’ გადაღება 2003 წელს დაიწყეს, თუმცა ეს პროექტი ჯერ კიდევ 1945 წელს დაიწყო, დისნეისა და სალვადორ დალის ესპანური კომპანიის ერთობლივი ძალებით. სალვადორ დალი 8 თვე ხატავდა ამ ანიმაციებს. 17 წამიანი ფილმის გადაღების შემეგ, დაფინანსების შეწყევტის გამო, შეწყდა ანიმაციაზე მუშაობაც. მისი ხელახლა გადაღება გადაწყვიტა როი უმცროსმა დისნეიმ. სიუჟეტი არის ასეთი: ქრონოს სასწაულად უყვარს მოკვდვი ქალი. სცენარი ვითარდება შემდეგნაირად: ქალი ცეკვავს დალის ნახატის მიხედვით. დიალოგი არ არის, უხმოა, მაგრამ თან ახლავს მუსიკა, რომელიც
ეკუთვნის ესპანელ კომპოზიტორის - არმანდო დომინგესის.


უოლტ დისნეის წარმატების 8 გზა:

1)იდეის უზრუნველყოფა და არა- პროდუქტის- ლეგენდის თანახმად
დისნეი იჯდა სკამზე და უყურებდა თავის ქალიშვილს თუ როგორ ქანაობდა კარუსელზე.მაშინ დაებადა "დისნეის სამყაროს" შექმნის იდეა.ცოლმა ჰკითხა თუ რად უნდოდა გასართობი პარკის
აშენება, ისინი ხომ მუდამ ბინძური იყო.დისნეიმ კი უპასუხა რომ სწორედ ამაში იყო საქმე: მხოლოდ მისი პარკი არ ქნებოდა სხვებსავით ”ბინძური”.

2)შედეგი მუდამ აღემატებოდეს მომხმარებლების მოლოდინს-
მიზეზი იმისა რომ დისნეიმ დროს გაუძლო არის ის რომ ის მუდმივად კრიტიკულად უდგებოდა თავის თავს, ის ხშირად გადასწევდა ხოლმე პროექტის ჩაბარების საბოლოო თარიღს, ან ამატებდა ბიუჯეტს რადგან საბოლოო პროდუქტით კმაყოფილი არასდროს იყო.

3)განახორციელე შენი გატაცება და ფული თვითონ გამოგყვება- ის
ხშირად კოტრდებოდა იმის გამო რომ უფრო და უფრო დიდ პროექტებს იწყებდა, დებდა მთელს კაპიტალს, მიაჩნდა რომ როცა განახორციელებ რამეს, შემდეგ უფრო დიდი საქმე უნდა წამოიწყო.
მისი პროდუქცია, პარკები შექმნილი იყო სიყვარულით და არა მოგების მიღების გამო.

4)მართალი იყავი შენი კომპანიის ღირებულებების და მისიის
წინაშე- დისნეი ყოველთვის ამბობდა, რომ არ უნდა დაევიწყებინათ ის, რომ მათ ყველაფერი თაგვით დაიწყეს. დღესაც, მიკი მაუსი არის დისნეის ფრენჩაიზის სიმბოლო.

5) განავრცე შენი შემოთავაზება- დისნეისთვის თითოეული ადამიანი
მნიშვნელოვანია. მფლობელებს უწოდებს ასოციაციას, დამთვალიერებლებს-სტუმრებს და ა.შ. დისნეის სამყაროში მთავარი მიზანია არა მარტო დასვენება , არამედ დაუვიწყარი შთაბეჭდილების შექმნა.

6)ხელმძღვანელობა მაგალითებით და სხვების აზრის გათვალისწინებით- ხშირად დისნეი კენჭს უყრიდა თავისი ანიმაციის გმირების ამოსარჩევად.

7) ჭორების უგულებელყოფა - დისნეი მათ ყურადღებას არ აქცევდა, გიჟად თვლიდნენ როცა მთელ ბიუჯეტს ხარჯავდა ათასობით აკრი მიწის ყიდვისას. ის კი ყოველთვის გულისთქმას მიჰყვებოდა.

8)მოიტოვო რაღაც გასავითარებელი- დიადი ადამიანის გასაზომად
არსებობს თეორია: დიადია ადამიანი, რომელიც გააკეთებს ყველაფერს, მაგრამ მოიტოვებს რაღაცას, რაც განვითარდება. დისნეიმ წამოიწყო ისეთი საქმე რომელიც მუდმივად განვითარდება და არასოდეს დასრულდება.

უოლტ დისნეი და ფსიქოლოგია

უოლტ დისნეი ბავშვობაში მამის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი იყო. მამამისი ყოველთვის რაიმე მიზეზს ეძებდა, რომ იგი ეცემა და ეს გრძელდებოდა მანამ, სანამ დისნეის 14 წელი შეუსრულდებოდა. უკანასკნელი ასეთი ძალადობა, რომელიც უოლტზე განხორციელდა,
მოხდა მაშინ, როდესაც იგი 14 წლის იყო. მამამის არ მოეწონა მისი მუშაობის ტემპი და გადაწყვიტა, რომ ცემით დაესაჯა იგი. გალახულ და შერცხვენილ უოლტს, მისმა უფროსმა ძმამ დაუყვირა:” არასდროს მისცე უფლება მეორედაც ასე მოგექცეს! არასდროს მისცე უფლება მოგექცეს ისე, როგორც პატარა ბავშვს!” - ო. ამის შემდეგ, როცა მამამ მისი ცემა კვლავ დააპირა, ამჯერად, ჩაქუჩის სახელურით, ვოლტმა გამოგლიჯა იგი ხელიდან და მკლავები გაუკავა მას. უოლტის ასეთ ქცევაზე მამის საპასუხო რეაქცია იყო ის, რომ იგი ჩაიმუხლა და აქვითინდა. ამის შემდგომ მამას უოლტ დისნეი აღარასდროს უცემია. მისი ეს ცხოვრებისეული ეპიზოდი შემდგომ აისახა ”პინოქიოს
თავგადასავალში”, სადაც ხის ბიჭუნა ამჟღავნებს მებრძოლ სულსა და შეუპოვრობას. ეს ფაქტი იმის ნათელი მაგალითია, რომ ბავშვობისდროინდელი მოგონებები დროში გამძლეა და ისინი
მარტივად არ ავიწყდებათ. ამასთან დაკავშირებით ძალიან საინტერესოა ზიგმუნდ ფროიდის კომენტარი, რომელიც ასე ჟღერს: ”ჩვენ იმიტომ ვართ ზღაპრებით გატაცებულნი, რომ ამით ვცდილობთ
ხელახლა შევიძინოთ ნამდვილი ბავშვობა, რომელიც, გარკვეული მიზეზების გამო, ჩვენს ცხოვრებისეულ გამოცდილებაში არ გვაქვს.” ფროიდის ამ მოსაზღების ნათელი მაგალითია უოლტ დისნეის შემთხვევა. ალბათ, სწორედ მისმა ბავშვობისდროინდელმა ტრამვამ უბიძგა მას ასეთი ზღაპრული სამყაროს შექმნისკენ, რომელიც მას გამოცდილებაში არ ჰქონია. დისნეის ერთ-ერთი თანამშრომელი აღნიშნავდა, რომ როდესაც უოლტი რაღაცას ქმნიდა, იგი ისეთი გატაცებით მუშაობდა, რომ თითქოს სრულიად დემონებით იყო შეპყრობილი. მისი შრომისმოყვარეობით და შეუპოვრობით ბევრი დარჩენილა აღტაცებული. საქმე კი იმაშია, რომ ასეთი მძიმე შრომით იგი ცდილობდა მწარე წარსულს გაქცეოდა.


მეორე მხრივ, უოლტ დისნეი, ისევე როგორც ყველა ჩვენგანი, არ იყო იდეალური და როდესაც საქმე ეხებოდა ზღაპრების შექმნას, იგი ზნეობრივი სიწმინდეების თავგამოდებულ დამცველად ნამდვილად
არ გვევლინებოდა. მისი დევიზი იყო:” მიეცი ხალხს ის, რაც მათ სჭირდებათ”. მისი ამბიციები მხოლოდ წარმატების მიღწევისკენ იყო მიმართული, მისთვის მთავარი იყო პოპულარობა და კომერციული მოგება. იგი ხშირად აქეზებდა ახალბედა მხატვრებს, რომ მიეტოვებინათ ”ღარიბი” ხელოვნება და მისულიყვნენ მასთან, სადაც ისინი თავიანთი ხელობით ფულსაც იშოვიდნენ და სახელსაც მოიხვეჭდნენ. უოლტის ეს ამბიციები განსაკუთრებით გამოჩნდა ”პიტერ პენისა” და ”ალისა საოცრებათა ქვეყანაში” გადაღებების დროს, როდესაც კომპანია ფინანსურ კრიზისს განიცდიდა. ამ დროს, უოლტმა განზრახ დაამატებინა ამ ზღაპრებში ძალადობის სცენები,
რათა მაყურებელი მოეზიდა და კომპანია გაკოტრებისგან დაეხსნა. იმაზე კი არ უფიქრია, რომ თუნდაც ზღაპარში ნაჩვენებ ძალადობის უმნიშვნელო სცენასაც კი შეუძლია დიდი გავლენა მოახდინოს ბავშვის ემოციურ, მენტალურ და ნევროლოგიურ განვითარებაზე.

მაშასადამე, ოდესმე თუ გიყურებიათ დისნეის ზღაპრებისთვის და თუ შეგიმჩნევიათ, რომ ისინი მრავალ ისეთ მომენტებს შეიცავენ, რომლებიც არა მხოლოდ უცნაური, არამედ ზოგჯერ ტაბუ დადებული და საზოგადეობისთვის მიუღებელია?! როგორც აღმოჩნდა, დისნეის ფერადი, ზღაპრული სიუჟეტები შეიცავენ ისეთ ასპექტებს, რომლებიც პირდაპირ მოქმედებენ ჩვენს ფსიქოლოგიაზე და ხშირ შემთხვევაში,
ამახინჯებენ კიდეც ჩვენს ნორმალურ პერცეპციას. ეს საკითხი იკვლიეს მკვლევრებმა, რომლებმაც შეიმუშავეს ”დისნეის თეორია” (the Disn-ian Theory) და გამოყვეს ის რამდენიმე ძირითადი ფაქტორი, რომლითაც ეს ლამაზი ზღაპრები იწვევენ ჩვენს ფსიქოლოგიურ
პრობლემებს:

1) დისნეის ზღაპრებში აღწერილი სიუჟეტები მოგვითხრობენ
ლამაზი პრინცესასა და პრინცის შსახებ, რომლებთაც მარავლი სირთულეების გადალახვა უწევთ სიყვარულის გამო. ამ ზღაპრების მთავარი და კეთილი გმირები ყოველთვის ლამაზი პერსონაჟები
არიან, ხოლო ისინი, ვინც მახინჯებად ჰყავთ გამოყვანილნი, ყოველთვის ბოროტი პერსონაჟების როლს ასრულებენ. გამონაკლისი არც ”ფიფქია და შვიდი ჯუჯაა”, სადაც, ერთი შეხედვით ჩანს, რომ ბოროტის როლს დისნეის ზღაპრებში მხოლოდ მახინჯები არ ასრულებენ, რადგან ფიფქიას ბოროტი დედინაცვალიც ულამაზესი იყო. თუმცა არ დაგვავიწყდეს ამ ზღაპრის ფინალი: სიბოროტით დაბრმავებულმა დედინაცვალმა ჯადოსნური ელექსირის წყალობით გარეგნობა შეიცვალა, გახდა მახინჯი დედაბერი და თავისი ბნელი არსებობაც ამავე ფორმაში დაასრულა. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ”ურჩხულსა და ლამაზმანში” განხილული სიუჟეტიც ერთი შეხედვით უპირისპირდება ზემოაღნიშნულ სტანდარტს, რომ დისნეის ზრაპრებში კეთილი პერსონაჟები ასოცირებულნი არიან სილამაზესთან, ხოლო მახინჯები - ბოროტებასთან. ამ შემთხვევაში ურჩხული მართალია, თავიდან ბრზაიან და ბოროტ არსებად წარმოგვიდგება, რომელიც შემდგომ იმაზე დარდით, რომ ბელეს ვერ მოხიბლავდა თავისი გარეგნობით, კეთილშობილ არსებად
იქცევა და სიკეთის კეთებით ცდილობს მზეთუნახავის გულის მოგებას. მაგრამ, აქაც, თუკი გავიხსენებთ ფინალს, ეს ურჩხული ბოლოს მომხიბვლელ პრინცად გადაიქცევა მას შემდეგ რაც ისწავლის სიკეთეს, შეიყვარებს სხვას და თავადაც შეიყვარებენ. ესეიგი, აქაც, საბოლოოდ მტკიცდება ის სტერეოტიპი, რომ ვითომცდა, სიკეთე
და სიყვარული მხოლოდ ლამაზების ხვედრია. დისნეის ეს სტერეოტიპებით სავსე სიუჯეტები სასტიკად ამახინჯებენ ბავშვების ფსიქოლოგიას. ისინი იზრდებიან იმ რწმენით, რომ თუკი
არ იქნებიან დისნეის პრინცესებივით ლამაზები, ესეიგი, არ ექნებათ: ლამაზი თმა, ნაკვთები, ხმა, არ ექნებათ ვიწრო წელი, ლამაზი ფეხები, არ იქნებიან მათსავით გამხდრები და ყელმოღერებულნი, მათ არ შეიყვარებენ ”ლამაზი პრინცები”, ხოლო ”უშნო პრინცეპი” მათ
საერთოდაც არ სჭირდებათ, ისინი ხომ ბოროტები არიან. ამგვარი შეხედულებები ნელ-ნელა მტკიცდება ბავშვის ფსიქოლოგიაში და შემდეგომ, მოზარდობის ასაკში, როცა ბავშვის სხეული მკვეთრ ცვილებებს განიცდის ზრდის გამო და ირღვევა ადრეულ ბავშვობაში არსებული სხეულებრივი პროპორციები, ეს სტერეოტიპები ხდება ახალგაზრდების შფოთვის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. ამ დროს ხშირია ისეთი კვებითი დარღვევები, როგორიცაა, მაგალითად,
ანორექსია. მოზარდი ხელოვნურად იწვევს ასეთ დარღვევებს, რომ შეინარჩუნოს ისეთი სხეულებრივი სტანდარტები, რომლებიც ადრეულ ბავშვობაში ჩამოყალიბებულ სილამაზის ეტალონთან იქნება
შესაბამისობაში.

2) დისნეის ზღაპრებიდან, ბავშვებმა შეიძლება ისწავლონ,
რომ მფრინავ ხალიჩებთან საუბარი, ცხოველებთან მეგობრობა და მათგან რჩევებისა და დახმარების მიღება და ა.შ., ყოველივე ეს ნორმალური მოვლენაა. ასეთი რწმენები კი, შემდგომ, სხვა პრობლემებთან ერთად, შიზოფრენიის მაპროვოცირებელი ხდება, რომლის დროსაც ზემოაღნიშნული სიუჟეტები არც თუ ისე იშვიათი მოვლენებია.

3) დისნეის ზღაპრები ბავშვებში ასევე იწვევენ ნდობასთან
დაკავშირებულ დარღვევებს, კერძოდ, მათ უყალიბდებათ სხვებისადმი ზედმეტი ნდობა, რადგან ხედავენ, რომ ნებისმიერ გასაჭირში, ყოველთვის გამოჩნდება მომხიბვლელი პრინცი, რომელიც
გასაჭირისგან დაიხსნის მათ. რეალურ ცხოვრებაში, რაღა თქმა უნდა, ასეთი რამ არ ხდება და როდესაც ბავშვების ნდობა არ მართლდება, ისინი განიცდიან ფრუსტრაციას, იმედგაცრუებას, გულისტკივილს. ზოგიერთს შეიძელბა ეს ზედმეტი ნდობა უკიდურეს უნდობლობაში გადაეზარდოს და ყოველივე ამან კი დეპრესიამდე მიიყვანოს იგი.

4) ბავშვების მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ისეთი
დარღვევები, როგორებიცაა: უძილობა, სისტემატური დაღლილობა და ყურადღებასთან დაკავშირებული პრობლემები, შეიძლება გამოწვეული იყოს ძალადობის, ტერორისა და საბრძოლო სცენებით, რომლებიც
მრავლადაა ზღაპარსა, თუ კინოში. შეიძლება ზოგ ბავშვს ღამის კოშმარებიც აწუხებდეს, რადგან გამუდმებით უყურებდეს საბრძოლო სცენებს საყვარელი ზღაპრებიდან - ”მძინარე მზეთუნახავი”
(პრინცის დრაკონთან ჭიდილის სცენა) და ”ფიფიქია და შვიდი ჯუჯა” (მონადირისა და ფიფიქიას სცენა, ან ჯუჯებისა და ბოროტი დედაბრის შერკინების სცენა). ასეთი სცენების სისტემატური ყურება ღრმა დაღს ასვამს ბავშვის ფსიქიკას, რაც უცებ თუ არა, ნელ-ნელა მაინც იჩენს თავს. ამიტომ, კარგი იქნება, თუ ვაკონტროლებთ იმას, თუ რას და რა სიხშირით უყურებს ბავშვი.

5) მეორე მსოფლიო ომის პერიოდში დისენი მხოლოდ ერთ ანიმაციაზე მუშაობდა და ეს იყო - ”ბემბი”. ალბათ, ყველა ჩვენგანს აქვს ეს ზღაპარი ნანახი, მაგრამ ცოტამ თუ იცის მისი ნამდვილი ისტორია. ”ბემბის” ორიგინალი, ნოველა, რომელსაც ჰქვია
- ”ბემბი-ტყეში ცხოვრება”, დაწერა ფელიქს სალტენმა (Felix Salten)
და ეს წიგნი პირველად დაიბეჭდა 1923 წელს. ამ მწერალის ნამდვილი სახელი და გავრი არ იყო ფელიქს სალტენი, ესაა ფსევდონიმი, რომლითაც მწერალმა შენიღბა თავისი ებრაული წარმომავლობა. სინამდვილეში მას ერქავა ზიგმუნდ სალზმანი (Siegmund Salzmann). თავი რომ ერჩინა, ზიგმუნდმა ”ბემბი” მიყიდა ჩამბერს, რომელმაც შემდგომ ეს წიგნი გერმანულიდან
ინგლისურად თარგმნა და ასე მოხვდა იგი დისნეიში. ამ ნაწარმოების ავტორის წარმომავლობაზე ხაზგასმა იმიტომ დაგვჭირდა, რომ
ჩვენთვის უკეთ გასაგები გამხდარიყო შემდეგი: ”ბემბი” მხოლოდ
ნადირობასთან დაკავშირებული საშიშორებების ნათელი მაგალითი კი არაა, არამედ მასში სიმბოლურადაა ასახული ზიგმუნდ სალზმანის წინასწარმეტყველება, რომ ნაცისტები ებრაელ ერზე დაიწყებდნენ სისხლიან ნადირობას და ამას მრავალი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეეწირებოდა. ორიგინალ ნოველაში ასახულია ისეთი ძალადობრივი სცენებიც, რომლებზედაც აშკარად ჩანდა ზიგმუნდის პორნოგრაფიაში მუშაობით მიღებული გამოცდილება, ამიტომაც, იგი არ იყო ბავშვებისთვის განკუთვნილი წიგნი, არამედ, იგი გამიზნული იყო უფროსებისთვის. მაგრამ დისნეიმ გადაწყვიტა, მსგავსი სცენები საერთოდ ამოიღო ნაწარმოებიდან და უფრო საბავშვო გაეხადა იგი. მიუხედავად ამ მცდელობისა, ”ბემბი” მაინც შეიცავს ზოგიერთ ძალადობის მაგალითს და ძლიერ გავლენას ახდენს ბავშვის ფსიქოლოგიაზე.

6) დისნეის ზღაპრების უმრავლესობა მთავრდება სცენით, სადაც მზეთუნახავი პრინცესა და მომხიბვლელი პრინცი ერთმანეთს
კოცნიან. ამ კოცნას უწოდეს ”კულმინაციური კოცნა” და დაიწყეს იმაზე მსჯელობა, თუ რამდენად უარყოფითად მოქმედებდა იგი ბავშვებზე. როგორც აღმოჩნდა, მსგავსი სახის სცენების ყურება, ბავშვებში იწვევს ძლიერ ემოციურ განცდებს. იმის გამო, რომ მათ ჯერ არ იციან კოცნის რეალური მნიშვნელობა, მათ უჩნდებათ გაოცების განცდა, ისინი შფოთავენ, აღფრთოვანებულნი არიან და უვითარდებათ კლიმაქსური პერიოდის დეპრესიისთვის დამახასიათებელი ნიშნები: დაძაბულობისა და დაღლილობის შეგრძნება, მოუსვენრობა, ანჰედონია (სიხარულის, ბედიერების შეუგრძნებლობა), სურვილების გაქრობა, ტირილის სურვილი და სხვა. ეს ყველაფერი კი უარყოფითად აისახება მათ ფსიქოლოგიურ
ჯანმრთელობაზე.

0
405
შეფასება არ არის
ავტორი:ნათია გაბედავა
ნათია გაბედავა
405
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0