x
image
worldsport.ge
ხამეს როდრიგესი: „ლა ლიგაში მსურს თამაში“

imageკოლუმბიის ეროვნული ნაკრებისა და „მონაკოს“ ვარსკვლავმა ხამეს როდრიგესმა განაცხადა, რომ ესპანური ფეხბურთი ბავშვობიდან ხიბლავს და უარს არ იტყოდა პრიმერა დივიზიონში თამაშზე - იუწყება Goal.com.
22 წლის შემტევი მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის აღმოჩენაა. თავისი პოზიციის მიუხედავად, ის მუნდიალის ”ოქროს ბუცის” მოპოვების მთავარი კანდიდატია ხუთი გოლითა და ორი საგოლე გადაცემით. გარდა ამისა, მის მიერ ურუგვაელთა კარში გატანილი გოლი, მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე საუკეთესოა.
კოლუმბია - ურუგვაის მატჩის მეორე დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ როდრიგესით ბევრი გრანდია დაინტერესებული. მოგვიანებით, პრესაში გამოჩნდა ხამესის ინტერვიუ და ფოტოები, რომლებიდანაც გაირკვა, რომ იგი ბავშვობიდან მადრიდის „რეალის“ გულშემატკივარია. დღეს ხამესის მორიგი ინტერვიუ გავრცელდა:
„ადრეც მითქვამს და ახლაც გავიმეორებ - ესპანეთის ჩემპიონატში სიამოვნებით ვითამაშებდი, რადგან იქ უპირატესობა ტექნიკურ ფეხბურთს ენიჭება და ბურთთან შეხება ხშირად უწევთ. ეს კი ჩემი სტილია“ - განუცხადა ახალგაზრდა კოლუმბიელმა The Guardian-ს, თუმცა იქვე დასძინა რომ იგი ჯერ „მონაკოს“ ფეხბურთელია და ამჟამად მხოლოდ მსოფლიოს ჩემპიონატზე ფიქრობს, სადაც მის ნაკრებს დღეს კოლომბიელები მეოთხედფინალურ მატჩში ბრაზილიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.
შეგახსენებთ, რომ ხამეს როდრიგესი შარშან „პორტუდან“ „მონაკოში“ 45 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. ბოლო ინფორმაციის თანახმად კი, მადრიდის „რეალი“ მზადაა, მის სანაცვლოდ 75 მილიონი ევრო გაიღოს.
ლევან გოგოტიშვილი
www.worldsport.ge

0
23
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
23
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0