x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ცხოველები, რომლებიც ადამიანების სისასტიკის გამო გადაშენდნენ
ადამიანების ჩარევის გამო დედამიწაზე ცხოველის მრავალი სახეობა გადაშენდა, ზოგი მათგანი კი გადაშენების ზღვარზეა.

გთავაზობთ იმ ცხოველების ჩამონათვალს, რომლებიც დედამიწიდან გაქრნენ ადამიანების უსულგულო საქციელის გამო.


1.ტასმანიური მგელი


image



ტასმანიური ანუ ჩანთიანი მგელი ავსტრალიის და ახალი გვინეის ბინადარი იყო. პირველად მათი გავრცელების არეალი შეიცვალა მას შემდეგ, რაც ადამიანებმა გვინეაზე ავსტრალიური ველური ძაღლი დინგო შეიყვანეს. მათ შეავიწროეს ჩანთიანი მგლები და ისინი იძულებული გახდნენ კუნძულ ტასმანიაზე გადაენაცვლებინათ "საცხოვრებლად".

ბევრი ავტრალიელი ფერმერი თვლიდა, რომ ეს მგლები საშიშროებას წარმოადგენდა მათი ცხვრის ფარებისათვის და ამიტომ ულობლად ანადგურებდნენ მათ.

ითვლება, რომ უკანასკნელი ჩანთიანი მგელი მოკლული იქნა 1930 წელს, ხოლო 1936 წელს სიბერისაგან დაიღუპა მისი ბოლო ეგზემპლარი ზოოპარკში.


ტასმანიური მგლის გადაშენების ზუსტ თარიღად 1936 წელი ითვლება.


2. ბეწვებიანი მამონტი


image


ითვლება, რომ მამონტის ეს ჯიში პირველად გამოჩნდა ციმბირში 200-250 ათასი წლის წინ და აქედან თანდათან გავრცელდა ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. მამონტების გაბარიტები არც ისე დიდი იყო, როგორც ამას ზოგიერთი სწავლული ამტკიცებს: ისინი თანამედროვე სპილოებზე ოდნავ დიდი იყვნენ. მამონტები ცხოვრობდნენ ჯგუფ-ჯგუფად და გამუდმებით იცვლიდნენ საცხოვრებელ ადგილს, რადგან ზრდასრულ მამონტს გამოსაკვებად დღეში 180 კგ საკვები ესაჭიროებოდა.

ბეწვებიანი მამონტები გადაშენდნენ 10 000 წლის წინ ადამიანების მხრიდან მათი ულმობელი განადგურების გამო, მართალია გარემო პირობების ცვლილებებმაც გარკვეულწილად იმოქმედა ამ სახეობის გადაშენებაზე, მაგრამ უპირველესი წვლილი მათ მოსპობაში ადამიანებს მიუძღვით.


მამონტების სრული გადაშენების თარიღი-10000 წლის წინ.


3.დოდო, ანუ მავრიკიული დრონტი


image


მავრიკიული დრონტი დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა მისტიკურ ფრინველად და მისი რეალურად არსებობა მეცნიერებს წარმოუდგენლად მიაჩნდათ. მას შემდეგ, რაც სპეციალურმა ექპედიციებმა მავრიკიაზე აღმოაჩინეს ამ ფრინველის ნაშთები, საყოველთაოდ აღიარეს, რომ ის ნამდვილად არსებობდა და მის განადგურებაში ადამიანმა ითამაშა დიდი როლი.

დოდო მავრიკიის ტერიტორიაზე თავისუფლად ცხოვრობდა და მას არავითარი საფრთხე არ ელოდა სხვა ცხოველებისაგან, რადგან აქ მტაცებლები არ ბინადრობდენ, ამიტომ ფრინველს არ შეეძლო ფრენა და ის მიწაზე დადიოდა.

ფრინველი პირველად 1598 წელს ნახეს ჰოლანდიელმა მეზღვაურებმა, ხოლო 100 წლის შემდეგ ის უკვე ბოლომდე ამოწყვეტილი იყო: მას სპობდნენ როგორც კოლონიზატორები, ასევე ის ცხოველები, რომლებიც კონკისტადორებმა ჩამოიყვანეს მავრიკიის ტერიტორიაზე. ამბობდნენ, რომ მეზღვაურებისათვის საუკეთესო სადილს წარმოადგენდა ეს 20- კილოგრამიანი შემწვარი ფრინველი, რომლის ხორციც უგემრიელესი იყო.


დოდოს სრული გადაშენების თარიღად ითვლება 1681 წელი.



4.ზღვის ძროხა


image


ზღვის ანუ სტელერის ძროხა პირველად ნახეს 1741 წელს ბერინგის ექსპედიციის წევრებმა და და სახელი ეწოდა ექსპედიციის ექიმის გეორგ სტელერის საპატივცემულოდ, რომელმაც დაწვრილებით აღწერა ეს ცხოველი. სწორედ ამ აღწერილობითაა ის ცნობილი ზოოლოგებისათვის.

სტელერის ძროხა ბინადრობდა კომანდორის კუნძულებთან, იყო ძალიან დიდი ზომის ზანტი ცხოველი, ცოტას გადაადგილდებოდა და აბსოლუტურად არ ეშინოდა ადამიანების. სწორედ ეს უკანასკნელი გახდა მიზეზი იმისა, რომ 30 წლის შემდეგ ეს ზღვის ცხოველი აბსოლუტურად განადგურებული იქნა.

მეზღვაურები ჭამდნენ მის ხორცს, მისი ქონისაგან სანთლებს აკეთებდნენ, ხოლო ტყავს ნავების გასაკეთებლად იყენებდნენ. სწორედ ამ მიზეზების გამო მას ულმობლად ხოცავდნენ.


ზღვის ძროხის სრული გადაშენების თარიღად ითვლება 1768 წელი.



5. მოგზაური მტრედი


image


XIX საუკუნის დასაწყისამდე მოგზაური მტრედი ყველაზე გავრცელებულ ფრინველად ითვლებოდა დედამიწაზე. მისი პოპულაცია 5 მილიარდამდე ერთეულს ითვლიდა, მაგრამ ეს რაოდენობაც არ გახდა საკმარისი, რომ ფრინველი გადარჩენილიყო. აშშ-ის და კანადის ტეროტორიაზე მობინადრე ეს ფრინველი კოლონიზატორების ნადირობის მთავარი ობიექტი გახდა. ამის გამო მისი რაოდენობა მკვეთრად იკლებდა და 1914 წელს მისი ბოლო ეგზემპლიარი მოკვდა ზოოპარკში.


მოგზაური მტრედის სრული გადაშენების თარიღი-1914 წელი



6.ჩრდილოაფრიკული ძროხისებრი ანტილოპა


image


ძროხისებრი ანტილოპა-ეს ანტილოპას ჯიშია, რომელიც აფრიკაში ბინადრობდა. მათ ისე ულმობლად ანადგურებდა ადამიანი, რომ XX საუკუნის შუა ხანებში პოპულაცია აბსოლუტურად გადაშენდა.


ძროხისებრი ანტილოპის სრული გადაშენების თარიღად 1958 წელი ითვლება.



7.იავური ვეფხვი


image


იავური ვეფხვი გავრცელებული იყო კუნძულ იავაზე და მუდამ შიშის ზარს სცემდა ადგილობრივ მოსახლეობას. სწორედ ეს გახდა მისი აბსოლუტური განადგურების მიზეზი. 1950 წელს ამ სახეობის მხოლოდ 20 -25 ცხოველი იყო დარჩენილი. ზოოლოგებმა მათი ნახევარი ზოოპარკში მოათავსეს სახეობის შესანარჩუნებლად, მაგრამ ეს ღონისძიება უკვე დაგვიანებული იყო. ვეფხვების ოჯახის ბოლო წარმომადგენელი 1970 წელს გარდაიცვალა.


იავური ვეფხვის გადაშენების ზუსტი თარიღი-1970 წელი.



8.ზანზიბარული ლეოპარდი


image


ზანზიბარული ლეოპარდის განადგურების ისტორია ყველა სხვა ცხოველებზე მეტად მკაცრი და ულმობელია: მას ხოცავდნენ ყველგან და ყოველთვის, მიზანმიმართულად და აქტიურად, მის გასანადგურებლად მთელი სოფელი იკრიბებოდა და სადაც ნახავდნენ, დაუნდობლად კლავდნენ ამ ცხოველს. საქმე იმაშია, რომ ზანზიბარის მოსახლეობას ჰქონდა ცრურწმენა, რომ ეს ცხოველი დაკავშირებული იყო ალქაჯებთან. მათ სწამდათ, რომ ალქაჯები ათვინიერებდნენ ლეოპარდებს და შემდეგ აგზავნიდნენ ადამიანებთან შავბნელი საქმეების ჩასადენად.

ცხოველების განადგურება დაახლოებით გასული საუკუნის 1960-იან წლებში დაიწყო და 30 წლის შემდეგ მათგან აღარაფერი დარჩა. მეცნიერებმა მხოლოდ 90-იანი წლების დასაწყისში ატეხეს განგაში, მაგრამ უკვე გვიან იყო: ზანზიბარული ლეოპარდი საბოლოოდ გადაშენდა.


ზანზიბარული ლეოპარდის სრული გადაშენების თარიღი-1990-იანი წლები.



9.პირენეული თხა


image


მეცნიერებისთვის ცნობილი თხების ოთხი სახეობიდან პირენეული თხა ერთადერთია, რომელმაც ჩვენ დრომდე ვერ მოაღწია. ამ სახეობის უკანასკნელი წარმომადგენელი სრულიად უცნაური სიკვდილით დაიღუპა-მას მოტეხილი ხე დაეცა, თუმცა მანამდე ეს ცხოველი ადამიანების ულმობელი ხოცვა - ჟლეტის ობიექტი იყო.


პირენეული თხის გადაშენების ზუსტი თარიღი-2000 წელი.




10.დასავლური შავი მარტორქა


image


შავი მარტორქის ეს სახეობა სულ რაღაც სამიოდე წელია, რაც გადაშენებულად გამოცხადეს. ის გახდა მსხვერპლი მასობრივი ხოცვა- ჟლეტისა მისი გავრცელების არეალში -კამერუნში. ბრაკონიერებისათვის ყველაზე ფასეულად მარტორქის რქა ითვლებოდა, რომელიც ჩინურ მედიცინაში მრავალი დაავადების სამკურნალოდ გამოიყენებოდა.

2006 წლიდან მოყოლებული მეცნიერებმა ამ ცხოველის ძებნა აქტიურად დაიწყეს, მაგრამ ძიება უშედეგოდ დასრულდა და 2011 წელს შავი მარტორქის ეს სახეობა გადაშენებულად გამოცხადდა. გადაშენების საფრთხის წინაშე დგას მარტორქების სხვა დარჩენილი სახეობებიც.


დასავლური შავი მარტორქის გადაშენების ზუსტი თარიღი-2011 წელი.

18
1177
14-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
1177
  
2014, 11 ივლისი, 14:59
მე3 ჩემს მეზობლად ცხოვრობს :D
2014, 4 ივლისი, 16:50
ვერ დავიჯინებ, რომ ზუსტად ასეა, თუმცა წყაროში ასე იყო ჩამოყალიბებული
2014, 4 ივლისი, 16:40
ზღვის ძროხა არა მგონია გადაშენებული იყოს თან 1768 წელს
2014, 4 ივლისი, 16:25
:D :D
2014, 4 ივლისი, 16:21
აღარ მგონია, ნანუკა ჟორჟოლიანის ამბების გარდა სხვა რამე თუ აინტერესებს ხალხს:)
2014, 4 ივლისი, 16:19
მივხვდიიიიი:D
2014, 4 ივლისი, 16:14
ვიგულისხმე, დაინტერესებულთა რიგებში ვარ თქო. :D
2014, 4 ივლისი, 16:12
:) კარგია, რომ აქ ხარ
2014, 4 ივლისი, 16:10
მეც აქ ვარ. :))
2014, 4 ივლისი, 14:37
:Dსულ ცოტა კიდევ
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10