x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134469
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508531
პროსოციალური ქცევა და მისი ეტაპები

imageტერმინი პროსოციალური ქცევა გაჩნდა 1970 წელს და განისაზღვრება, როგორც ქცევა, რომელიც სხვა ადამიანების კეთილდღეობისკენაა მიმართული. ზოგი მეტადაა მიდრეკილი იმისკენ, რომ სხვას დაეხმაროს, ზოგი კი - ნაკლებად.
ვთქვათ, ხედავთ, რომ ქუჩაში
უბედური შემთხვევა მოხდა ან ვიღაც კაცი ძირს გდია. რას აკეთებთ ასეთ დროს?

დახმარების გადაწყვეტილება გონებაში ძალიან სწრაფად მწიფდება, იმის მიუხედავად, რომ ინფორმაცია ჩვენს ტვინში 3 ეტაპს გადის:

1. პირველ ეტაპზე ადამიანი აცნობიერებს რა ხდება, ვინმეს დახმარება სჭირდება თუ არა. შეიძლება სხვა რამეზე ვფიქრობდეთ და საერთოდ ვერ შევამჩნიოთ, რა მოხდა.

2. მეორე ეტაპზე წყდება ჩავთვლით თუ არა, რომ ეს შემთხვევა საგანგებოა. მაგალითად, ჩვენ შეიძლება გვეგონოს, რომ ადამიანი, რომელიც ძირს გდია, უბრალოდ, ლოთია და ჩვენი მისვლა და სიტუაციაში გარკვევა სულაც არაა საჭირო.

ხშირად ადამიანი სხვებისგან ელოდება ინიციატივას: “თუ მივა ვინმე, მეც მივალ”, მაგრამ გვავიწყდება, რომ ჩვენ ყველანი ერთნაირად ვაზროვნებთ. კი, ძალიან გვინდა, რომ განსხვავებულები ვიყოთ, მაგრამ აზროვნება მაინც ერთნაირი გვაქვს. ჰოდა, ყველა ერთმანეთის ყურებას დავიწყებთ და დაზარალებულს არც არავინ დაეხმარება…

3. თუ ჩვენ ჩავთვლით, რომ სიტუაცია საგანგებოა და დაზარალებულს უნდა დავეხმაროთ, გადავდივართ მესამე სტადიაზე, სადაც ადამიანი იწყებს განსჯას, თუ რა დაუჯდება მას სხვისი დახმარება. თავი საფრთხეში ხომ არ უნდა ჩაიგდოს? რამე ხომ არ მოუვა? რაც უფრო დიდია რისკი, ალბათობა იკლებს. ჯილდოს ზრდასთან ერთად დახმარების ალბათობა იმატებს. დახმარებისას ადამიანისთვის მის მიერ გაღებული მსხვერპლი უფრო მნიშვნელოვანია ხოლმე, ვიდრე ჯილდო, რაცშეიძლება ამ დახმარებისგან მიიღოს. ადამიანი უფრო გულდასმით წონის ხოლმე თავად მას რა დაუჯდება ეს დახმარება, ვიდრე იმას - რას მიიღებს ის ადამიანი, რომელსაც ეხმარება.

ფსიქოლოგების ნაწილი თვლის, რომ ნებისმიერი დახმარება ეგოისტური ხასიათისაა. ადამიანი ეხმარება მეორეს იმიტომ, რომ მისგან ჯილდოს ელოდება ან თუ არ დაეხმარება, სხვების გაკიცხვის საგანი გახდება. თუმცა პროსოციალური ქცევაა აერთიანებს ქცევას, რომელსაც უწოდებენ ალტრუისტულს და იგი გულისხმობს ინდივიდის მიერ საკუთარი ნებით განხორცილებულ დახმარებას რაიმე სარგებლის მიღებს მოლოდინის გარეშე.

0
695
1-ს მოსწონს
ავტორი:ადა ბესელია
ადა ბესელია
695
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0