x
image
მანჩო 777
ათი გასაოცარი ნივთი, რომელთა შეძენაზე ფულის დახარჯვა ნამდვილად ღირს (+ ძალიან საინტერესო ვიდეოები)
ხანდახან ყველა ადამიანს უჩნდება სურვილი გაანებივროს საკუთარი თავი არაჩვეულებრივი ნივთებით ან აჩუქოს ახლობელს და მეგობარს უჩვეულო, გასაოცარი რამ. ეს პოსტი სწორედ ასეთი კრეატიულად მოაზროვნე ადამიანებისათვისაა განკუთვნილი.


1. მაგიდის ბიობუხარი


image


ბიობუხარი-ეს არის ბუხარი ნამდვილი ცეცხლით, რომელსაც არ სჭირდება საკვამლე მილი. ამ უნიკალურმა ულტრათანამედროვე გამოგონებამ ფართო გავრცელება ჰპოვა მთელ მსოფლიოში. ახლა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია საკუთარი კერა ჰქონდეს სახლში. ბიობუხარი ხელმისაწვდომი, უსაფრთხო და იოლად გამოყენებადია. მისი ფასი 117 ევროა.




2.ავტომატი "წყლის ლევიტაცია"


image


ლევიტაციის ეფექტი მიიღწევა სინათლის სტრობოსკოპული წყაროს და წყლის ზუსტი რაოდენობის შეხამებით. ძალიან შთამბეჭდავი ლევიტაციაა, მაგრამ ასეთი აპარატი არც თუ ისე ცოტა-200 ევრო ღირს.





3.Wenger Giant Swiss Army Knife-ექსკლუზიური საკოლექციო დანა


image


დანას გააჩნია ყველა შესაძლო ინსტრუმენტი, 14 სახის მჭრელი პირი, 3 სახის ბრტყელტუჩა, მაკრატელი სიგარებისათვის, ბალახის საკაფი გოლფისათვის, ლაზერული მაჩვენებელი, ქანჩის გასაღები ველოსიპედისათვის და კიდევ უამრავი რამ. ეს დანა შეტანილია გინესის რეკორდების წიგნში, როგორც ყველაზე მრავალფუნქციური დანა, რომელსაც გააჩნია 87 ინსტრუმენტი და 141 ფუნქცია.

ამ საოცარი დანის ფასი - 695 დოლარია




4.the Never Ending Slinky Machine-ზამბარა


image


თუ თქვენ უკვე გაქვთ ნიუტონის ქანქარა და ანტისტრეს-ბურთულები, მაშინ აუცილებლად მოგეწონებათ the Never Ending Slinky Machine-ის ზამბარა. ის მუდმივადაა მოძრაობაში და მისი დატენვა შესაძლებელია USB კაბელის საშუალებით.

ეს სათამაშო სულ რაღაც 50 ევრო ღირს.




5.ტრიმერი -Single Handed Barber


image


მოკლე ვარცხნილობა-ეს ძალიან მოსახერხებელია. ამისათვის სულაც არაა საჭირო პარიკმახერებთან სიარული, საკმარისია კარგი ტრიმერის ყიდვა. ტრადიციული მანქანით ამის გაკეთება საკუთარ თავზე ძნელია, მოგიწევთ ვინმეს თხოვოთ დახმარება. აი არატრადიციული Single Handed Barber-ის ტრიმერით კი ეს სრულიად უპრობლემოა. ვარცხნილობის რეგულირება შესაძლებელია 3, 6, 9და 12 სმ-ის სიმაღლეზე.

ფასი-45 დოლარი




6.აკვარიუმი-ნიჟარა Moody Aquarium Sink



image


მათთვის, ვისაც სურს ბუნებასთან განმარტოება ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, შეიქმნა აკვარიუმი-ნიჟარა Moody Aquarium Sink. აქ ყველაფერი შეგიძლიათ თქვენი ფანტაზიის მიხედვით არეგულიროთ: შეცვალოთ წყლის ფერი აკვარიუმში, გააშენოთ იქ მცენარეები ან აავსოთ ნიჟარებით. ყველაზე შთამბეჭდავი მაინც ცოცხალი თევზებია, რომლებიც თქვენს ნიჟარაში იცურებენ და ცხოვრებას გაგიხალისებენ.

ამ ნიჟარა-აკვარიუმის ფასი არცთუ ისე ცოტა- 4500 დოლარია



7.4K Ultra Short Throw Projector-მოკლეფოკუსიანი პროექტორი



image


მოკლეფოკუსიანი პროექტორი საშუალებას გვაძლევს ვისარგებლოთ 4К ტელევიზორების უპირატესობით მათი შეძენის გარეშე. პროექტორი უერთდება კომპიუტერს და შეუძლია აჩვენოს გამოსახულება 66-დან 147 დიუმამდე. თავად აპარატს გააჩნია ზომები 110 x 26, 5 x 53, 5 სმ და მოგვაგონებს ინტერიერის ფუტურისტულ ავეჯს.

ფასი-30 000 დოლარი




8. 3D Systems Cube-3D პრინტერი


image


გადადგით ნაბიჯი მომავლისაკენ 3D პრინტერთან ერთად: ახლა შეგიძლიათ ტელეფონის შალითა თქვენ თვითონ შექმნათ. ამისათვის საჭიროა მხოლოდ სმარტფონის ესკიზი გააკეთოთ, დანარჩენს 3D პრინტერი თავად მიხედავს. გააცანით თქვენ შვილებს თანამედროვე ტექნოლოგიები, გაატარეთ მასთან ერთად საინტერესო საღამოები და შექმენით ახალი სათამაშოები 3D Systems Cube-თან ერთად.

ამ სიახლის ფასი 4200 დოლარიდან იწყება.




9.სათვალე- Oculus Rift Dev Kit 2


image


ეს არაის ვირტუალური რეალობის სათვალეები, რომელიც გვთავაზობს საოცარ შეგრძნებებს მასში გამოყენებული უახლესი ტექნოლოგიების მეშვეობით.

ფასი-350$




10. DJI Phantom 2 Vision Plus-კვადროკოპტერი სამღერძიანი კამერით


image

უახლესი კოპტერი - ოთხპროპელერიანი საფრენი აპარატი, რომელიც თავი თავში აერთიანებს გამორჩეულ დიზაინს, ტევად ბატარეას და მართვის უბრალოებას. კოპტერი იმართება დისტანციური მართვის პულტით. ის დაფრინავს სიჩქარით 15 მ/წმ-ში და უკან იტოვებს ყველა კონკურენტს, მას გააჩნია GPS ნავიგაცია და შესანიშნავად იმართება. DJI Phantom 2 Vision Plus-ს შეუძლია გადაიღოს FullHD ვიდეო სიჩქარით 60 კადრი წამში ან 14 მეგაპიქსელიანი ფოტოსურათები. გადაღების კუთხე შეგიძლიათ არეგულიროთ დისტანციური პულტის მეშვეობით.

ამ ტექნიკური საოცრების ფასი 6000 $-დან იწყება.


4
1427
9-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
1427
  
2015, 8 თებერვალი, 20:50
მანჩო ეს სათვალე სად ვიყოდო 350 $ რომ აწერია?
2015, 8 თებერვალი, 20:47
სათვალესთან დაკავშირებიტ ვის უნდა მივმართო?
2014, 7 ივლისი, 22:50
აჰა... ნეტავ რა არ მოეწონათ?:(
2014, 7 ივლისი, 22:49
2 boroti adamiani
0 1 4