x
image
worldsport.ge
ჰოუ იფანმა პირველი ადგილი ვადაზე ადრე გაინაღდა

imageდასასრულს მიუახლოვდა ქალ მოჭადრაკეთა გრან-პრის გათამაშების მე-5 ეტაპი, რომელსაც კურორტი ლოპოტა მასპინძლობს.
ბოლოსწინა, მე-10 ტურში ასპარეზობის ერთპიროვნული ლიდერი, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ჰოუ იფანი (ჩინეთი) მსოფლიოს ყოფილ ჩემპიონ ალექსანდრა კოსტენიუკს (რუსეთი) დაუზავდა, 10 შესაძლებლობიდან 8, 5 (7 მოგება, 3 ყაიმი) ქულა დააგროვა და დარჩენილი ერთი ტურის მიუხედავად, პირველი ადგილი და მთავარი პრიზი 10 000 ევრო ვადაზე ადრე მოიპოვა.



როლანდ ლაბუჩიძე

ლაშა კუპრაშვილის ფოტო

www.worldsport.ge

0
43
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
43
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0