x
image
worldsport.ge
დე იონგისთვის ჩემპიონატი დასრულდა

imageჰოლანდიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ნაიჯელ დე იონგი საკუთარ გუნდს ბრაზილიაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ვეღარ დაეხმარება.
29 წლის გამოცდილმა ფეხბურთელმა, მერვედფინალში მექსიკასთან მოგებული მატჩის მე-9-ე წუთზე საზარდულის ტრავმა მიიღო და იძულებული გახდა მოედანი დაეტოვებინა.
“სერიოზული ეჭვი გვაქვს, რომ დე იონგისთვის მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა. ჩვენთვის ეს ძალიან დიდი დანაკრგია. თუმცა, მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით დადასტურებული ინფორმაცია არ გვაქვს და გარკვეული იმედი რჩება. პირადად ის მზადაა, რომ ნებისმიერ ფასად ითამაშოს და საბოლოო პასუხი რამდენიმე დღეში გვექნება” - განუცხადა ჰოლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა De Telegraaf-ს.



ზურა ქსოვრელი

www.worldsport.ge

0
21
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
21
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0