x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134510
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
როგორ შევიცნოთ ლომი (ლინდა გუდმენის ასტროლოგიის მიხედვით)
image





















ივლისი 24 - აგვისტო 23


ლომი, როგორც ცნობილია ცხოველთა მეფეა. ამიტომ მის სეხნიასაც ანალოგიური მდგომარეობის პრეტენზია აქვს ზოდიაქოს დანარჩენ ნიშნებთან. ლომის საქციელში იშვიათი მოქნილობა და მეფური სიზარმაცე ერთმანეთს ერწყმის. ლომს სძულს სიბნელე და მარტოობა, ვერ იტანს მოწყენილობას, გასართობად მიპატიჟებას კი სიამოვნებით ღებულობს.

ლომებს შორის ინტროვერტს თითქმის ვერ ნახავთ. ყველანი უკლებლივ ექსპენსიურები, ამაყნი და საკუთარი ღირსების გრძნობით აღსავსენი არიან. აბა სცადეთ და ჯეროვან ყურადღებას ნუ მიაქცევთ. ზარმაცი, ალერსიანი ფისუნია მყისვე მძვინვარე, ამაყ, ფაფარაქოჩრილ მხეცად გადაიქცევა.


ლომის თანავარსკვლავედში დაბადებულ ადამიანებს აქვთ გარეგნული მსგავსება ლომთან. ჩვეულებისამებრ მათ ხშირი, ურჩი ქოჩორი აქვთ, ხოლო სიარულის მანერაში კატისებური სიმსუბუქე და სიამაყე გამოსჭვივის.

ყველა ლომში მბრძანებლობის სურვილი იგრძნობა. უბრალო მოკვდავთ ზემოდან დასცქერიან. უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა.

ვინაიდან თავი ყველაზე ჭკვიანად მიაჩნიათ, ლომებს ძალიან უყვართ ყველასთვის ყველაფრის სწავლება. საერთოდ ლომებს ჰგონიათ რომ სხვისი ცხოვრების პერიპეტიებში მშვენივრად ერკვევიან, მაგრამ ამ დროს რიგიანად თავის საკუთარშიც ვერ გარკვეულან. აბა სცადეთ და უთხარით ეს, ნახავთ რა საშინლად გაგინაწყენდებათ. მაგრამ თუ წაეპირფერეთ თქვენი საუკეთესო მეგობარი გახდება. ზოდიაქოს არცერთ ნიშანზე არ მოქმედებს პირფერობა ისე როგორც ლომზე. განდიდება მისი აქილევსის ქუსლია.

ლომები დიდ ყურადღებას აქცევენ რას ფიქრობენ მათზე სხვები. ყოველგვარ კომპლიმენტს იგი ერთგვარი სიამოვნებით ღებულობს.

უსიყვარულოდ ლომს თავისი არსებობა ვერ წარმოუდგენია. მთელი მისი ცხოვრება სიყვარულის გარშემო ბრუნავს. იგი ან ეს-ესაა დაქორწინდა ან შემდეგ კვირაში აპირებს ამას, ან თავდავიწყებით შეყვარებულია, ან ახლახანს დაშორდა თავის გულისწორს. იმის მიხედვით თუ როგორ მიდის საქმეები, ლომი ან სიცოცხლით სავსეა, ან მწუხარებისგან მომაკვდავს ემსგავსება.

არ ვაზვიადებ, როცა ლომი შეყვარებულს ან ცოლს შორდება მისი ღირსება იმდენად შელახულია, თითქოს აღსასრული დადგაო. მაგრამ იგი მალევე ურიგდება სიყვარულს ან ახალს პოულობს და ისევ ბედნიერია. ასეთი შემთხვევები ლომის ცხოვრებაში უთვალავია.

ლომს როგორც ძლიერ ნატურას, არ უყვარს როცა ვინმეზეა დამოკიდებული. პირიქით, სიმაოვნებს როცა ვინმეს ბედი მის ხელთაა.

ფულს ლომი ძალიან თავისუფლად ხარჯავს, ხანდახან ზედმეტადაც კი. ამიტომ სიღატაკის ზღვართან არაერთხელ დგას, მაგრამ გამოსავალს ყოველთვის პოულობს ფინანსური კრიზისიდან.

ლომებს ზომიერების გრძნობა არასოდეს და არაფერში არ გააჩნიათ. თუ მუშაობენ მუშაობაში ვერავინ აჯობებთ. ასევეა დროს ტარებაშიც და სიზარმაცეშიც კი.

ნამდვილი განსაცდელისას ლომი არასოდეს დაიხევს უკან და სხვებსაც გადაარჩენს. გმირობა მისი დამახასიათებელი თვისებაა.

ლომი იშვიათი და საიმედო მეგობარია და საშიში მოწინააღმდეგე. იგი შემოქმედებითი, აქტიური, ძლიერი და ნათელი პიროვნებაა. იგი ბედს არასოდეს შეურიგდება. მას გარდაუვლად სჯერა რომ მზე თავისი ოქროსფერი სხივებით მის გზას ყოველთვის გაანათებს.





1
895
5-ს მოსწონს
ავტორი:მატასი
მატასი
895
  
2012, 20 აგვისტო, 0:19
ლომებს ძალიან უყვართ ყველასთვის ყველაფრის სწავლება. საერთოდ ლომებს ჰგონიათ რომ სხვისი ცხოვრების პერიპეტიებში მშვენივრად ერკვევიან, მაგრამ ამ დროს რიგიანად თავის საკუთარშიც ვერ გარკვეულან. აბა სცადეთ და უთხარით ეს, ნახავთ რა საშინლად გაგინაწყენდებათ. მაგრამ თუ წაეპირფერეთ თქვენი საუკეთესო მეგობარი გახდება. ზოდიაქოს არცერთ ნიშანზე არ მოქმედებს პირფერობა ისე როგორც ლომზე. განდიდება მისი აქილევსის ქუსლია.---ას პროცენტიანია და სწორედ ამას ვერ ვიტან ლომებში :D თუმცა ძალიან მიყვარს ისინი
0 1 1