x
image
მანჩო 777
აქვს თუ არა აღდგომის კუნძულზე განთავსებულ ქვის ქანდაკებებს ფეხები?
მოაი-ქვის მონოლითური ქანდაკებებია წყნარ ოკეანეში მდებარე აღდგომის კუნძუზე, რომელიც ჩილეს ეკუთვნის. ქანდაკებები შესრულებულია პოლინეზიური აბორიგენების მიერ 1250-1500 წლებში. ამჟამად კუნძულზე შემორჩენილია სულ ქვის 887 სტატუა.

წლების განმავლობაში მეცნიერთა ინტერესის საგანს წარმოადგენდა არამარტო ის, თუ როგორ შეძლეს იმ დროს მცხოვრებმა ადამიანებმა ამ უზარმაზარი სკულპტურების გამოჭრა, ამ ადგილამდე მიტანა და მიწაში დაფლვა, არამედ ის, ჰქონდათ თუ არა ამ სკულპტურებს ტანი და ფეხები.


image


მკვლევართა ჯგუფმა ანა ვან ტოლბურგის ხელმძღვანელობით 12-წლიანი გათხრები აწარმოა აღდგომის კუნძულზე და მივიდა დასკვნამდე: კუნძულზე განლაგებულ სკულპტურებს თავის ზომების შესაბამისი ტანიც გააჩნია და მთლიანად ქვის სხეულების სიმაღლე დაახლოებით 7-20 მეტრს აღწევს.


მკვლევარებმა განაცხადეს, რომ საყოველთაოდ გავცელებული აზრი, თითქოს ქანდაკებებს მხოლოდ თავები ჰქონდა და ტანი არ გააჩნდათ, დაფუძნებული იყო იმაზე, რომ ფოტოსურათებზე, რომლებითაც მსოფლიო იცნობს ამ სტატუებს, მუდამ გამოსახული იყო ამ ქანდაკებების მხოლოდ თავები და იგულისხმებოდა, რომ ისინი უბრალოდ იდო დედამიწის ზედაპირზე.


image


მეცნიერებმა აგრეთვე აღნიშნეს, რომ თავდაპირველად ქანდაკებები მიწაში სულაც არ იყო ჩაფლული, უბრალოდ ისინი დროთა განმავლობაში სიმძიმის და კლიმატური პირობების გავლენით ნელ-ნელა ჩაიძირა მიწის სიღრმეში.

გათხრებისას გამოირკვა, რომ სტატუები შეღებილი იყო წითელი პიგმენტებით, მათ შორიახლოს კი ადამიანების სამარხები იყო განთავსებული.


imageimage


აღსანიშნავია, რომ გათხრების დროს იპოვეს მოწყობილობები, რომელთა საშუალებით ხდებოდა ამ უზარმაზარი კოლოსების გადატანა და ადგილზე დადგმა. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ისინი გადაჰქონდათ ჰორიოზონტალურ მდგომარეობაში, შემდეგ დასადგმელ ადგილებზე ჭრიდნენ ორმოებს და თოკებისა და ხისგან გაკეთებული ბერკეტებისა და ოწინარების საშულებით ახდენდნენ ქანდაკებების ვერტიკალურად აღმართვას.


imageimage


ქანდაკებების უკანა მხარე დაფარულია წარწერებით. არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ ეს წარწერები ან თავად სკულპტორის ვინაობას აღნიშნავს, ან იმის სახელია, ვინც მათ გამოკვეთას უკვეთავდა.


imageimage

აღდგომის კუნძულის 887 ქვის გიგანტი კუნძულის მფარველ ღვთაებებად ითვლება. მათ ადგილობრივები მოაის უწოდებენ. აღსანიშნავია, რომ ყველა ქანდაკება იყურება კუნძულის სიღრმეში და არა ოკეანის მხარეს. ზოგიერთ მოაის აქვს წითელი ქვის ქუდი. ქვის გიგანტებს კუნძულის ცენტრში არსებულ ქვის სამტეხლოებში ამზადებდნენ და შემდეგ გადაჰქონდათ კუნძულის სხვადასხვა ადგილას. მოაის ზომები შთამბეჭდავია: მათი სიმაღლე 7-დან 20 მეტრამდე აღწევს.


imageimageimage



2
853
16-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
853
  
2014, 6 ივლისი, 22:44
პირველი აშკარად ფოტოშოპია, დანარჩენები რელური ფოტოებია:)
2014, 6 ივლისი, 21:57
ყოველტვის მაინტერესებდა და აი პასუხიც:)) თუმცა პირველი ფოტოსავით დაკუნთულები არ ყოფილან:)))))))))))))))))))
0 1 2