x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
იდენტობის ფორმირება
სიტყვა იდენტობა“ მოდის ლათინური ფრაზიდან „Idem et Idem“, რაც სიტყვასიტყვით ნიშნავს "იგივე და იგივეს" ანუ „ერთსა და იგივეს“. იდენტობა არის ადამიანის ფსიქოლოგიური წარმოდგენა საკუთარ „მე“-ზე, როგორც სუბიექტურად აღქმულ მთლიანობასა და ინდივიდუალურობაზე, რომლის მეშვეობით პიროვნება საკუთარ თავს აიგივებს გარკვეულ ტიპოლოგიურ კატეგორიასთან (სახელმწიფო, სოციალური სტატუსი, კულტურა, ეროვნება, ასაკი, სქესი, პროფესია და ა. შ.). სოციალურ მეცნიერებებში გამოყოფენ სოციალურ, კულტურულ, ეთნიკურ, ჯგუფურ იდენტობებს. იდენტობის მექანიზმი გადამწყვეტ როლს თამაშობს სოციალური სტრუქტურისა და კულტურული ტრადიციების შენარჩუნების, გადაცემის პროცესში.


იდენტობის ქვეშ მოიაზრება ღირებულებების, მრწამსის და ცხოვრებისეული გეგმების ფორმირება. საზოგადოება მოზარდებისგან მოელის, რომ ისინი აირჩევენ მომავალ პროფესიას, სამეგობრო წრეს, საყვარელ ადამიანს, პოლიტიკურ თუ რელიგიურ შეხედულებებს.

ერიქსონი იდენტობის ძიებას განიხილავს, როგორც სხვადასხვა როლების მორგებას, მათ ცვლილებას. ის იდენტობის ფორმირების ამოცანაში ხედავდა ძირითად წინააღმდეგობას, რომლებიც უნდა გადაელახა მოზარდს ზრდასრულობაში წარმატებული გადასვლისთვის. იდეალურ შემთხვევაში ისინი ახორციელებენ ამ გადასვლას. აქვთ საკმაოდ მკვეთრი წარმოდგენები თუ რას წარმოადგენენ ისინი.


იდენტურობაზე მოქმედი ფაქტორები



მოზარდების მრავალი იდეა როლების და ღირებულებების შესახებ განისაზღვრება მათი მიკუთვნებულობით სხვადასხვა ჯგუფებში. სოციალური რეფერენტული ჯგუფები შეიძლება შედგებოდეს ინდივიდებისგან, რომლებთანაც მოზარდები ხშირად ურთიერთობენ და აქვთ მჭიდრო დამოკიდებულება, ურთიერთობა. მათთან
ურთიერთობა შეუძლიათ უფრო ფართო სოციალურ ჯგუფებს, რომელთა იდეალებსაც ისინი იზიარებენ. მაგ., რელიგიური, ეთნიკური, თანატოლთა ჯგუფები ან ერთნაირი ინტერესების მქონე ჯგუფები. უფრო მეტიც, ჩატ ჯგუფები, რომლებიც ინტერნეტით სარგებლობენ. რეფერენტული ჯგუფები თავისი ზომის მიუხედავად, ადასტურებენ ან უარყოფენ ინდივიდის ძველ ღირებულებას და ხანდახან ახალს.

მოზარდები უნდა მოვიდნენ თანხმობაში სხვადასხვა რეფერენტულ
ჯგუფთან. ჯგუფის წევრობა, რომელიც ბავშვობაში თითქმის ავტომატური იყო, ოჯახში, მეზობელთა კომპანიაში ან რელიგიურ საზოგადოებაში, უკვე აღარ წარმოადგენს ისევ მყუდრო და დამაკმაყოფილებელს რაც იყო ადრე. ხშირად მოზარდი გრძნობს კონფლიქტს ოჯახთან, თანატოლებთან და სხვა რეფერენტულ ჯგუფებთან.

ხანდახან ახალგაზრდებს ხიბლავთ ცალკეული პიროვნებების
ღირებულებები და არა მთელი ჯგუფის. პიროვნება შეიძლება იყოს
ახლო მეგობარი, საყვარელი მასწავლებელი, უფროსი ძმა ან და, ფილმის გმირი, სპორტსმენი ან სხვა ვინმე ვისი იდეები და ქცევებიც აღაფრთოვანებს მოზარდს, თუმცა მნიშვნელოვანი ადამიანის გავლენა შეიძლება განიცადოს ადამიანმა ცხოვრების ყველა ეტაპზე, მაგრამ ის
უფრო დამახასიათებელია მოზარდობის ასაკისთვის.

ამრიგად, მოზარდებს თავს ახვევია მრავალფეროვანი როლები, შეთავაზებული მრავალი რეფერენტული ჯგუფის და ხალხისგან. საჭიროა ამ როლების მორგება და იდენტობის ფორმირება.


ერიქსონის იდენტობის კონცეფცია


ერიქსონი თავის კვლევებში დიდ ყურადღებას უთმობდა მოზარდებსა და ახალგაზრდა(ზრდასრულებს) შორის პრობლემას.
მისმა შრომებმა „იდენტობის შინაგანი გრძნობის“ პროცესის შესახებ უდიდესი გავლენა მოახდინა განვითარების ფსიქოლოგიაზე. ერიქსონის თანახმად, იდენტობის ფორმირება ხშირად თვითგამორკვევის ხანგრძლივ და რთულ პროცესს წარმოადგენს. იდენტობის ფორმირება განსაზღვრავს ქცევის ინტეგრაციის
და ორგანიზაციის სტრუქტურას ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. დაეხმარო რა ადამიანს დაიმკვიდროს თავისი ადგილი საზოგადოებაში, წარმოადგენს ასევე საფუძველს სოციალური შედარებისა. ჯამში, იდენტობის გრძნობა შესაძლებლობას გვაძლევს უზრუნველყოთ ცხოვრების მიმართულება, მიზანი და აზრი.


იდენტობის ფორმირების სახეები


ჯეიმს მარსიამ განავითარა ერიქსონის თეორია და განსაზღვრა ოთხი სხვადასხვა მდგომარეობა ანუ იდენტობის ფორმირების სახე. ეს სახეებია: წინასწარი იდენტობა, დიფუზური იდენტობა, მორატორიუმი/გადავადება და მიღწეული იდენტობა. პიროვნულობა და სოციალურ-კულტურული განვითარება მოზარდობის ასაკში იმას გულისხმობს, გაიარა თუ არა ინდივიდმა გადაწყვეტილების მიღების
პერიოდი, ეგრეთწოდებული იდენტობის კრიზისი და აიღო თუ არა მან ვალდებულება განსაზღვრული არჩევნებისადმი ისე, როგორც ღირებულებების სისტემა ან მომავალი პროფესიული გზის გეგმა
ანუ ის იდენტობის მიღწევაზე ორი ცვლადით მსჯელობს. ეს არის კრიზისის გადატანა და მსოფლხედველობის(შეხედულებების) ფორმირება.


წინასწარი იდენტობის სტატუსში მყოფმა მოზარდებმა აირჩიეს რელიგიური შეხედულებები, პროფესია, იდეოლოგია და იდენტობის სხვა ასპექტები, თუმცა ეს არჩევანი მათ უფრო ადრე გააკეთეს და ეს განაპირობა უფრო მათმა მშობლებმა და მასწავლებლებმა, ვიდრე თვითონ. ე.ი თუ ადამიანს გარკვეული შეხედულებების ფორმირებისას არ გაუვლია კრიზისი, მაშ ადგილი აქვს წინასწარ იდენტობას. იდენტობის ამ ფორმას ადგილი აქვს, როდესაც ბავშვი ძლიერ იდენტიფიკაციას განიცდის მისსავე სქესის მშობელთან. იდენტობის ამგვარი ფორმით ადამიანებს უჭირთ გამიჯვნა, რომელია მათ მიერ დასახული გეგმები და რომელი მათი მშობლების მიერ.
მიიჩნევა, რომ მათთან ფსიქოლოგიური მომწოფება არ მიმდინარეობს. ასეთი ადამიანები ძალზედ არიან დამოკიდებულნი „მნიშვნელოვან სხვებზე“, „ავტორიტეტებზე“, დამოუკიდებლად ძალიან უჭირთ გადაწყვეტილების მიღება.


ინდივიდებს დიფუზური იდენტობით არ გადაუტანიათ კრიზისი და არც შეხედულებები ჩამოუყალიბებიათ. (პროფესიის არჩევანი, რელიგიური ან პოლიტიკური შეხედულებები). იდენტობის ეს სახე ადრეული მოზარდებისთვის სრულიად მისაღებია. მაგრამ ზრდასთან ერთად საზოგადოება მოითხოვს მათგან გარკვეული გადაწყვეტილებების მიღებას. მიიჩნევა, რომ თუ აღნიშნული მდგომარეობა დიდხანს გრძელდება, ეს მაინც გამოიწვევს სულიერ დისკომფორტს და დისკომფორტის მოხსნას ადამიანები ალკოჰოლითა და ნარკოტიკებით ცდილობენ. ისინი უბრალოდ გაურბიან ამ პრობლემეთან შეჯახებას.


მოზარდები მორატორიუმის სტატუსში იმყოფებიან ხანგრძლივი იდენტურობის კრიზისის შუაში ან გადაწყვეტილების მიღების პერიოდში. ეს გადაწყვეტილებები შეიძლება შეეხებოდეს პროფესიის არჩევას, რელიგიური ან ეთნიკური ღირებულებების, პოლიტიკური
ფილოსოფიის არჩევას. მორატორიუმი არის გადავადებული იდენტობა, მდგომარეობა, როდესაც მოზარდი ირჩევს სხვადასხვა როლებს, მანამ სანამ გააკეთებს საბოლოო არჩევანს. ამ დროს მოზარდები კრიზისის მდგომარეობაში არიან, განიცდიან ძლიერ შფოთვას. სწორედ ამ დროს ახასიათებთ მოზარდებს ნეგატივიზმი, მეამბოხეობა. იდენტობის ეს სახე მეტად უფროსი მოზარდების, საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის არის დამახასიათებელი.


და ბოლოს, მიღწეული იდენტობა გულისხმობს იმას, რომ მოზარდმა გაიარა იდენტობის კრიზისი და მიიღო თავისი ვალდებულება. შედეგად მათ თვითონ აირჩიეს სამუშაო და ცდილობენ იცხოვრონ დამოუკიდებლად. მათ უმაღლდებათ მოტივაცია, განიცდიან შინაგან ჰარმონიას, მცირდება შფოთვა. იდენტურობის მიღწევა ჩვეულებრივ განიხილება, როგორც ყველაზე სასურველი და სრული სტატუსი.


არ არის აუცილებელი ადამიანმა ყველა სტადია გაიაროს. სტადიების გავლა კულტურაზეც დიდადაა დამოკიდებული. შეიძლება ადამიანი შეჩერდეს რომელიმე სტადიაზე ან მორატორიუმის გარეშე მიაღწიოს იდენტობას წინასწარი იდენტობის გამყარებით. შესაძლებელია, რომ მიღწეული იდენტობის შემდეგ ადამიანმა თავიდან გაიაროს აღნიშნული სტადიები.


შფოთვა წარმოადგენს გაბატონებულ ემოციას ახალგაზრდებში, რომლებიც იმყოფებიან მორატორიუმის სტატუსში, ამის გამო, მათ ვერ მიიღეს გადაწყვეტილება. ისინი ხშირად ებრძვიან კონფლიქტურ ღირებულებებს, მათთვის დამახასიათებელია ამბივალენტური დამოკიდებულება თავის მშობლებთან.იბრძვიან თავისუფლებისთვის, ისინი შიშობენ მშობლების უკმაყოფილების გამო. მორატორიუმის სტატუსში იმყოფებიან კოლეჯის სტუდენტები.


მოზარდები წინასწარი იდენტობის სტატუსში განიცდიან მინიმალურ მღელვარებას.მათი ღირებულებები ბევრად ავტორიტარულია,
ვიდრე სხვა სტატუსის მოზარდებისა.ისინი ფლობენ ძლიერ და პოზიტიურ მიჯაჭვულობას მნიშვნელოვან ადამიანებთან. ახალგაზრდა კაცი, წინასწარი იდენტობის სტატუსში მყოფი, თავის თავს აფასებს
უფრო ნაკლებად, ვიდრე კაცები მორატორიუმის სტატუსში და მათი გადარწმუნება უფრო ადვილია.


დიფუზური სტატუსი უფრო ხშირად თინეიჯერულ ასაკში გვხვდება,
ეჯახებიან რა მშობლებთან წინააღმდეგობას, მათ შეუძლიათ მიატოვონ სკოლა, დაიწყონ ალკოჰოლის ან ნარკოტიკის მიღება. ალკოჰოლით სარგებლობა გავრცელებულია „გულგრილი“ მშობლების ბავშვებში.


მარსიამ და სხვა მკვლევრებმა ყურადღება მიაქციეს ქალებსა და კაცების ქცევას შორის განსხვავებას. მაგალითად, კაცები იდენტობის მიღწევის და მორატორიუმის სტატუსში, როგორც წესი, მაღალი თვითშეფასებით ხასიათდებიან. ქალებში ეს პერიოდი ხასიათდება გადაუჭრელი კონფლიქტების დიდი რაოდენობით, განსაკუთრებით
ოჯახური და კარიერული კონფლიქტები.


სალი არჩერმა აღმოაჩინა, რომ ოჯახთან დამოკიდებულებაში და კარიერის არჩევაში მაღალკლასელი გოგონები ხშირად იმყოფებიან წინასწარი იდენტობის სტატუსში, ხოლო ბიჭები-დიფუზიის მდგომარეობაში. თუმცა, როგორც ვაჟები, ასევე გოგონები
ამბობენ, რომ ისინი გეგმავენ დაქორწინდნენ, გაზარდონ შვილები და მოიწყონ კარიერა. გოგონები, ჩვეულებრივ, ხშირად გამოხატავენ თავის წუხილს ოჯახში და კარიერაში შესაძლო კონფლიქტების
შესახებ. აღმოჩნდა ასევე, რომ კაცებს განვითარებული აქვთ, პირველ
რიგში, შიდაპიროვნული იდენტობა, ქალებში კი შიდა პიროვნული და პიროვნებათაშორისი იდენტობაა შერწყმული.


იდენტურობის ფორმირების პროცესის განმავლობაში მოზარდებს
უხდებათ შეათანხმონ თავისი საკუთარი ღირებულებები და ქცევები თავისი ოჯახის ღირებულებებთან და ქცევებთან. თავის მხრივ, მშობლების ძირითადი ამოცანები ხშირად პარადოქსულად გამოიყენება. ერთის მხრივ, წარმატებული მშობლები უყალიბებენ თავის შვილებს უსაფრთხოების გრძნობას, მეორეს მხრივ, ისინი ასწავლიან შვილებს გახდნენ დამოუკიდებელნი, რომლებიც შეძლებენ საზოგადოებაში დამოუკიდებლად იცხოვრონ.

ოჯახური სისტემა დინამიურია, მისი ერთი წევრის ქცევის
ცვლილება გავლენას ახდენს ყველა დანარჩენ წევრზე. იმდენად რამდენადაც მოზარდობის პერიოდი მნიშვნელოვან ეპოქას წარმოადგენს და ხშირად დრამატულადაც ვითარდება, ოჯახიც როგორც სოციალური სისტემა ასევე განიცდის ცვლილებას.


მოზარდებში წარმოქმნილი ავტონომიის და დამოუკიდებლობის
მოთხოვნილებას ჩვეულებრივ გარკვეულ ოჯახურ კონფლიქტამდე მივყავართ. ოჯახი ინარჩუნებს ძლიერ ზეგავლენას მოზარდზე, თუმცა მათი დამოკიდებულება მშობლებთან რთულდება. კვლევებმა
აჩვენა, რომ მოზარდებსა და მშობლებს შორის მნიშვნელოვნად ნაკლები კონფლიქტებია, ვიდრე ადრე ვარაუდობდნენ. როგორც წესი, ურთიერთობებს ართულებს ისეთი საკითხები, როგორიცაა
ოჯახური ვალდებულებები, სახლში მისვლის დრო, შეხვედრები, სკოლის შეფასებები, გარეგნობა, ჭამის მანერა. უფრო იშვიათად არის კონფლიქტები შვილებსა და მშობლებს შორის რელიგიურ, პოლიტიკურ, სოციალურ ღირებულებებზე.


მთლიანობაში, ადრეული მოზარდობის ასაკი უფრო კონფლიქტურია, ვიდრე შემდგომი პერიოდი. როგორც დიდებმა, ასევე მოზარდებმა კარგად უნდა გაიაზრონ, რომ დიალოგით, საკუთარი აზრის გაზიარებით ყველა საკითხზე შეთანხმდებიან და თავიდან აიცილებენ კონფლიქტებს.





0
407
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ნატო ტივაძე
ნატო ტივაძე
407
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0