x
image
saba_
ცნობილი ადამიანების გამონათქვამები

imageჩერჩილი: "არ მაღელვებს არანაირი მოქმედება,
მაღელვებს მხოლოდ უმოქმედობა"
"დაუნდობლობა ბრძოლის დროს,
სულგრძელობა გამარჯვების შემდეგ"

სერვანტესი: "ბედნიერი იქნება ის დრო და ბედნიერი იქნება ის საუკუნე, როცა, და ბოლოს, საქვეყნოდ აშკარად დაინახავენ ჩემ მიერ ჩადენილ სახელოვან საქმეებს, რომელნიც ღირსნი არიან ბრინჯაოზე აღსაბეჭდად, მარმარილოზე გამოსაქანდაკებლად და ტილოზე დასახატავად მომავალ თაობათა სამახსოვროდ"


გაბრიელ გარსია მარკესი: "გვერდიდან არ მოიშორო ისინი, ვინც გიყვარს, ჩუმად ჩასჩურჩულე, თუ რაოდენ გჭირდება ისინი, გიყვარდეს და ფაქიზად მოეპყარი მათ, დროს ნუ დაიშურებ, რომ უთხრა "ვწუხვარ;მაპატიე;გეთაყვა;გმადლობთ" და ყველა ის სასიყვარულო სიტყვა რაც იცი...


გაიუს კალიგულა: "ან მოკრძალებულად უნდა იცხოვრო, ან - კეისარივით!"


რიშელიე: "ჩემი პირველი მიზანი მეფის სიდიადე იყო, მეორე კი - სახელმწიფოს ძლიერება"


ნაპოლეონი: "იცით, რა მაოცებს ყველაზე მეტად? ის, რომ, რაც უნდა ეცადო, ძალმომრეობით ვერაფერს შექმნი და ვერც ვერაფერს დაამტკიცებ.ქვეყნად ორად ორი ძალა მეგულება: ხმალი და გონება.
საბოლოოდ, გონება მუდამ სჯობნის ხმალს"





0
173
3-ს მოსწონს
ავტორი:saba_
saba_
173
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0