x
image
worldsport.ge
ნეიმარმა ტრავმა მიიღო

imageბრაზილიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა ნეიმარმა, მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალურ დაპირისპირებაში ჩილეს წინააღმდეგ მატჩში ტრავმა მიიღო.
მართალია, "ბარსელონას" ფორვარდმა შეხვედრა ბოლომდე ჩაამთავრა, თუმცა სამედიცინო შემოწმების შემდეგ დადგინდა, რომ ნეიმარს ბარძაყის ტრავმა აქვს. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა სიმძიმისაა აღნიშნული დაზიანება. 22 წლის ფეხბურთელი უახლოეს მომავალში სამედიცინო შემოწმებას კიდევ გაივლის და დადგინდება, შეძლებს თუ არა "სელესაოს" მეგოლე კოლუმბიის წინააღმდეგ მეოთხედფინალური შეხვედრის ჩატარებას.

გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
16
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
16
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0