x
image
worldsport.ge
სკოლარი ციდან სამ ნაბიჯზე

imageბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუიშ ფელიპე სკოლარიმ, ჩილეს წინააღმდეგ საფეხბურთო ლატარეით მოგებული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მისმა გუნდმა გულშემატკივრების წინაშე დაკისრებული უდიდესი პასუხისმგებლობა შეასრულა.
"ნებისმიერ მცირე შანსს თუ არ გამოიყენებ მუნდიალიდან გავარდები. შეხვედრის ბოლო წუთებისკენ ძალიან გაგვიმართლა, როდესაც ბურთი ძელს მოხვდა. ჩვენ მოვალეობა გვაქვს დაკისრებული და ხალხს ჩემპიონობას დავპირდით. დაგვრჩა სამი მატჩი, რათა ზეცას მივუახლოვდეთ. ჩვენ ახალი, გამოცდილი გუნდი გვყავს. ვილიანმა პენალტი კი გააფუჭა, მაგრამ ამით გამოცდილებას მიიღებს. შევეცდებით, შემდეგ მატჩებში ნაკლები შეცდომები დავუშვათ. რაც შეეხება ჩილეს, მათ ძალიან კარგად ორგანიზებული გუნდი ჰყავთ და კარგი მატჩი გამოგვივიდა." _ განაცხადა ბრაზილიელთა თავკაცმა.
"სელესაოს" დამრიგებელმა ბრაზილიელთა ვარსკვლავსა და იმედზე ნეიმარზე თქვა, რომ 22 წლის ფეხბურთელი ფსიქოლოგიურად და მენტალურად ისე გამოიყურება თითქოს, 35 წლის მოთამაშე იყოს. სკოლარიმ მსაჯიც გააკრიტიკა.
"თუ არ გინდათ ჩემპიონები გავხდეთ, კარგი, მაგრამ ყველა ამბობს, რომ პენალტიც გვეკუთნოდა და ჰალკის გოლიც. მას ბურთი ხელზე არ მოხვედრია."

გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
24
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
24
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0