x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134469
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508531
ფოტოსურათებზე აღბეჭდილი რეალური ისტორიები, რომელთა მოსმენისას ძარღვებში სისხლი გეყინებათ (მესამე ნაწილი)
ვაგრძელებთ ფოტოსურათებით გადმოცემული საზარელი და სულისშემძვრელი ისტორიების გახსენებას.

12. ტურისტი გოგონა ფოტოსურათის უკანა პლანზე


image

ამა წლის მარტში მეგობრები სეილორ უილიამსი და ბრენდონ ვეგა ლაშქრობაზე გაემართნენ კალიფორნიის მთიან ადგილებში. სამწუხაროდ, მათ ძალიან ცუდი გზა აირჩიეს და გამუდმებით ეცემოდნენ და ვარდებოდნენ გორაკებიდან. განსაკუთრებით ცუდ დღეში აღმოჩნდა სეილორი: გოგონამ მთიდან დაგორებისას ხელი და ფეხი მოიტეხა და გზის გაგრძელება ვეღარ შეძლო. წყვილმა ყვირილი დაიწყო მაშველების მოსახმობად, მაგრამ ეს ადგილები საკმაოდ უკაცრიელი იყო და მათი ძახილი არავის გაუგონია. მაშინ ვეგამ დატოვა გოგონა და მაშველი ძალის საძებნელად გაეშურა. სამწუხაროდ, მას უკან დაბრუნება არ ეწერა: ახალგაზრდა კაცი მთიდან გადმოვარდა და სასიკვდილოდ დაიმტვრა.
მეორე დღეს ამ ადგილას ტურისტთა ჯგუფი გამოჩნდა, რომელსაც წინ გიდი მიუძღოდა. ახალგაზრდები ველური ბუნების ფონზე სურათებს იღებდნენ. მათ ვერ შეამჩნიეს, რომ მათ უკან ტალახში ხელ-ფეხმოტეხილი, ტკივილებისაგან გატანჯული გოგონა იწვა. მას იმის ძალაც კი არ ჰქონდა, რომ ტურისტებისათვის საშველად ეხმო (ფოტოზე ის ოდნავ შესამჩნევია წითური თმებით). წარმოიდგინეთ მისი იმედგაცრუება, როცა მშველელი ასე ახლოს იყო და მან ხმა ვერ მიაწვდინა.
საბოლოო ჯამში, ტურისტების შემდეგმა ჯგუფმა გოგონა მესამე დღეს იპოვა. მათ მაშველები გამოიძახეს და ღონემიხდილი გოგონა ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ის გადარჩა და რამოდენიმე თვის შემდეგ ფეხზეც დადგა, მაგრამ სეილორს არასოდეს დაავიწყდება ის საშინელი დღე და დაღუპული მეგობარი.


13. ტრევის ალექსანდერის უკანასკნელი შხაპი


image


2013 წელს მთელი მსოფლიოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებები წერდა ჯუდი არიასის სასამართლო პროცესზე: გოგონას ბრალი დასდეს 2008 წელს სავაჭრო აგენტის ტრევის ალექსანდერის მკვლელობაში.
მამაკაცის ცხედარი აღმოჩენილი იქნა მისსავე აბაზანაში. მას სხეულზე მიყენებული ჰქონდა 25-ზე მეტი ჭრილობა დანით, რის შემდეგაც მკვლელმა მას გამოჭრა ყელი და თავში ესროლა პისტოლეტი. ეჭვიმიტინილი გახდა ახლაგაზრდა კაცის ყოფილი შეყვარებული ჯუდი არიასი. ინფორმაციის მიხედვით ტრევისმა ის მიატოვა, მაგრამ ქალი მას გამუდმებით დევნიდა და მოსვენებას არ აძლევდა.
ეს ფოტოსურათი ნაპოვნი იქნა ტრევისის სახლში დამტვრეულ ფოტოპარატში, რომელიც სარეცხ მანქანაში იყო დამალული. პოლიციამ მოახერხა რამოდენიმე წაშლილი კადრის აღდგენა. ზოგ მათგანზე წყვილი გამოსახული იყო სექსუალურ პოზებში, ხოლო ზემოთ წარმოდგენილი ფოტო კი გადაღებულ იქნა მკვლელობამდე რამოდენიმე წუთით ადრე. შემდეგ ფოტოზე უკვე აღბეჭდილი იყო ალექსანდერი, რომელიც ყელგამოჭრილი იწვა თავისივე სისხლით სავსე აბაზანაში. გამოდის, რომ ეს საბედისწერო სურათი მკვლელმა გადაიღო რამოდენიმე წუთით ადრე, სანამ წყობილებიდან გამოვიდოდა და საბრალო ჭაბუკს თავს დაესხმებოდა.


14. დაიჭირე საკუთარი მკვლელი...ფოტოაპარატის ფირზე


image



წარმოიდგინეთ, რომ ახალ წელს დღესასწაულობთ ოჯახთან ერთად, გახარებული და ბედნიერი საყვარელ ადამიანებს თხოვთ ერთად შეჯგუფდნენ, რათა სამახსოვრო ფოტო გადაიღოთ და დაუვიწყარი წუთი აღბეჭდოთ ფოტოფირზე-ეს ალბათ ბევრ თქვენგანს გაუკეთებია, მაგრამ ის, რომ სურათის გადაღების დროს ფირზე აღბეჭდოთ საკუთარი მკვლელი, რომელიც წამებიც და ჩახმახს ხელს გამოკრავს, რათა ეს ფოტო თქვენს ცხოვრებაში უკანასკნელი აღმოჩნდეს-ამას არცერთ თქვენგანს არ ვუსურვებ.
სწორედ ასეთი საბედისწერო ამბავი შეემთხვა ფილიპინელ პოლიციის რწმუნებულს რეინოდლო დაგსს. მან ამ ფოტოს გადაღებამდე რამოდენიმე ხნით ადრე ავტომიბილის ქურდი დააკავა, რომელიც ციხიდან გამოსვლის შემდეგ დაუდარაჯდა პოლიციელს და ამ მხიარულ და ბედნიერ წუთს ის სიცოცხლეს გამოასალმა. ფოტოზე ნათლად ჩანს, თუ როგორ უმიზნებს მკვლელი პისტოლეტს რეინოლდოს. უკანა პლანზე მოჩანს აგრეთვე მკვლელის თანამონაწილე, რომელიც დგას რეინოლდოს ცოლის, ქალიშვილისა და დედის უკან.
ერთადერთი ნათელი წერტილი ამ ფოტოსურათში ისაა, რომ მისი საშუალებით მკვლელი მალევე დააკავეს და ამჯერად მას გაცილებით დიდხანს მოუწევს ციხეში ჯდომა, ვიდრე მანქანის ქურდობის დროს.



15. ტყუილად ეძებთ სამოთხის კარიბჭეს კოსმოსური ხომალდის ბორტზე


image


"სამოთხის კარიბჭე"-ეს არის უფოლოგიური რელიგიური სექტა, რომელიც გასული საუკუნის 70-იან წლებში დაარსდა აშშ-ში. მისი არამყარი ფსიქიკის მქონე ხელმძღვანელის მარშალ ეპლუაიტის მოძღვრების მიხევდით, სექტა წინასწარმეტყველებდა, რომ მალე დედამიწას განადგურება ემუქრებოდა და ერთადერთი ხსნა პლანეტის სასწრაფოდ დატოვება იყო. პლანეტიდან გასაღწევად სექტის წევრებს ჭირდებოდათ უახლოეს უცხოპლანეტელების ხომალდამდე მიღწევა, რომელიც, მათი მოსაზრებით, კომეტა ჰეილა-ბოპზე მდებარეობდა.
1997 წლის მარტში ეპლუაიტმა მოახერხა 38 თანამოაზრის დარწმუნება, რომ მათ თავი მოეკლათ შხამის საშუალებით, რადგან მხოლოდ მათ სულებს შეეძლოთ დედამიწის დატოვება და უცხოპლანეტელთა ხომალდამდე მიღწევა.
სექტანტების უსულოდ მწოლიარე სხეულები სან-დიეგოს გარეუბანში ნაქირავებ ბინაში იპოვეს. ყველა სხეული იწვა ორიარუსიან საწოლზე, გულდაგულ შეფუთული იისფერ ზეწრებში და ყველას ჯიბეში იდო $5.75- "საპლანეტთაშორისო გადაადგილების საფასური". გარდა ამისა, ყველას ეცვა ზუსტად ერთნაირი შავი მაისური, სავარჯიშო შორტები და Nike-ის ბოტასები.
აქ წარმოდგენილი ფოტოსურათი-გვამების აღმოჩენის სამწუხარო მომენტის დაფიქსირება და სამწუხარი მაგალითია იმისა, რომ ადამიანის სიბრიყვეს და ცრურწმენას საზღვარი არა აქვს.


16. უცნობი მსხვერპლი


image


დინ კორლი-მეტსახელად "შაქარყინული"-სამწუხაროდ ცნობილია აშშ-ის ისტორიაში, როგორც ყველაზე პროდუქტიული სერიული მკვლელი. ეს სახელი მას იმიტომ შეარქვეს, რომ სწორედ შაქარყინულის მეშვეობით იტყუებდა ის პატარა ბავშვებს თავისი შემზარავი დანაშაულებების ჩასადენად. კორლმა თავის ორ თანამზრახველთან ერთად 1970-დან 1973 წლამდე აწამა და მოკლა 28-ზე მეტი ბიჭუნა.
კორლი დახვრიტა მისივე თანამზრახველმა ჰენლიმ შელაპარაკების დროს. ჰენლი ახლაც ციხეში ზის, მას 600 წელი აქვს მისჯილი მანიაკის საქმეებში თანამონაწილეობისათვის.
2012 წელს ერთ-ერთ კინორეჟისორს ნება დართეს ენახა კორლის პირადი ნივთები, რომელიც სკოლის ძველ ავტობუსში იპოვეს. რეჟისორი სერიულ მკვლელზე ფილმის გადაღებას აპირებდა. ნივთებს შორის იპოვეს ''პოლაროიდით" გადაღებული სურათი ერთ-ერთი ბორკილებიანი მსხვერპლი ბიჭუნასი, რომელიც შიშისაგან დამახინჯებული სახით წევს იატაკზე კორლის საწამებელი იარაღებით სავსე ყუთის გვერდით.
ფოტოზე აღბეჭდილი ფაქტის საშინელებას აღრმავებს ის ფაქტი, რომ ფოტოზე გადაღებული ბიჭუნა ვერავინ ამოიცნო, ეს კი იმას ნიშნავს, რომ სერიული მკვლელის მსხვერპლთა რიცხვი შეიძლება გაცილებით დიდია, ვიდრე მის მიერ დასახელებული ციფრი -28.


17. რეჯინა უოლტერსი


image


ამ ფოტოზე გამოსახულია 14 წლის რეჯინა უოლტერსი. გარემოება, რომელშიც ეს ფოტო იქნა გადაღებული, იმდენად შემზარავია, რომ მისი მოსმენისას ღამეული კოშმარები თქვენი ხშირი სტუმარი გახდება: სერიული მკვლელი რობერტ ბენ როუდსი ფოტოსურათს უღებს თავის ერთ-ერთ მსხვერპლს რამოდენიმე წამით ადრე, სანამ მას სიცოცხლეს გამოასალმებდეს.
როუდსი მთელ ქვეყანაში დაეხეტებოდა უზარმაზარი ტრაილერით, რომელშიც მან ნამდვილი წამების კამერა მოაწყო. ის ყოველთვიურად 3-4 ახალგაზრდას იტაცებდა და კლავდა. ამბობენ, რომ ამ მონსტრს თან დაჰქონდა ჩემოდანი, როემლშიც საწამებელი იარაღები ედო. რეჯინა უოლტერსი იყო ერთ-ერთი იმ უბედური ადამიანებიდან, ვინც სერიული მკვლელის ხაფანგში მოხვდა. 14 წლის გოგონას ნაწამები სხეული ერთ-ერთმა ფერმერმა მიტოვებულ ფარდულში იპოვა. მკვლელთან აღმოჩენილი სწორედ ეს ფოტოსურათი დაეხმარა პოლიციას მისი შავბნელი საქმეების გამოაშკარავებაში: ფოტოსურათზე აღბეჭდილი ადგილი იმ ფარდულის აღწერილობას დაემთხვა, სადაც გოგონას ცხედარი იპოვეს. საბედისწერო ფოტოზე ჩანს გოგონა, რომელსაც შიშისაგან შეშლილი სახე აქვს და რომელსაც სულ მალე ულმობელი მანიაკი სიცოცხლეს მოუსპობს, რათა თავისი ავადმყოფური ჟინი დაიკმაყოფილოს.








8
1418
11-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
1418
  
2014, 4 ივლისი, 0:35
საინტერესოა
2014, 29 ივნისი, 21:49
:D თუ მოვიძიე, დავწერ
2014, 29 ივნისი, 21:32
კიდევ მინდა ასეთი ისტორიების წაკითხვა, კიდევ დაწერეე
2014, 28 ივნისი, 20:22
ასეთი ცუდი ისტორიების მარაგი თუ ამოგეწურა ეს კარგია :)
2014, 28 ივნისი, 20:08
სიამოვნებით ამას მხოლოდ ბოროტი ადამიანი თუ წაიკითხავს..მარაგი ამომეწურა:) მადლობა თბილი სიტყვებისათვის
2014, 28 ივნისი, 20:07
სიამოვნებით არა, მაგრამ დიდი ინტერესით ვკითხულობ ასეთ სტატიებს, ძალიან საინტერესოა, დიდი მადლობა
2014, 28 ივნისი, 16:32
ნეტავ როგორ ან რატომ იბადებიან ეგეთი ადამიანები? ადამინსაც კი ვერ უწოდებ მაგ ცხოველებს... თუკი შეშლილები არიან, მაშინ რატომ ცხოვრობენ თავისუფლად და არა იზოლირებული?:(
2014, 28 ივნისი, 14:31
ის შაქარყინულია თუ ჩუპა ჩუპსი ერთი საათით მომცა ისე ვაწამებდი ყველა მოკლული ბავშვის სახელზე რომ დაჩოქილი შემევედრებოდა სიკვდილს!!! დამპალი ნაბიჭვარი :((((
0 1 8