x
image
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
მსუბუქი და გემრიელი სალათი "ცეზარი"

ლეგენდარული სალათის შემქმნელი ცეზარ კარდინი თავადაც არ ელოდებოდა იმ წარმატებას, რასაც მის მიერ ექსტრემალურ პირობებში შექმნილმა სალათმა მიაღწია. მან ხომ ეს სალათი თავდაპირველად იმის ნარჩენებისაგან მოამზადა, რაც რესტორნის სამზარეულოში დარჩა დამოუკიდებლობის დღის დღესასწაულის შემდეგ. ეს იყო 1924 წელს.
დღეს "ცეზარის" უამრავი ინტერპრეტაცია არსებობს: ქათმის ხორცით, ანჩოუსით, ბეკონით და ლორით, პომიდვრით და მის გარეშე, მაიონეზითა და ცოცხალი სოუსით... მოკლედ სია უსასრულოა. მე შემოგთავაზებთ სალათის კლასიკურ ვარიანტს.


image


მასალა:


ქათმის ფილე- 1 ცალი
სალათის ფურცლები-1 შეკვრა
თეთრი პურის ორცხობილა-200 გრამი
გახეხილი ყველი პარმეზანი-2-3 სუფრის კოვზი
ზეითუნის ზეთი, ბალზამირებული ძმარი- 2-2 სუფრის კოვზი წიწაკა-გემოვნებით


მომზადება:
ქათმის ფილე მოვხარშოთ ოდნავ მარილიან წყალში, გავაციოთ და დავჭრათ პატარა ნაჭრებად. შევბრაწოთ ღუმელში.
თეთრი პური დავჭრათ პატარა ნაჭრებად და კარგად გამოვახმოთ ღუმელში მოწითალო ფერის მიღებამდე.
ზეითუნის ზეთი და ბალზამირებული ძმარი ავურიოთ ერთმანეთში. სალათის ფურცლები ხელით დავტეხოთ დიდ ნაჭრებად.
დავიწყოთ სალათის გაფორმება: ფართო სასალათეში ჩავაწყოთ სალათის ფურცლები, ზედ მოვათავსოთ ქათმის დაჭრილი ფილე, მოვაყაროთ გამომხმარი პურის ნაჭრები და მოვასხათ სოუსი ზეთით და ძმრით მომზადებული. მოვახეხოთ "პარმეზანი" . ყველაფერი გავიმეოროთ ისევ მეორედ. სურვილის შემთხვევაში მოვაყაროთ ცოტაოდენი წიწაკა.
ჩვენი გემრიელი და მსუბუქი სალათი "ცეზარი"მზადაა.



გემრიელად მიირთვით!

7
388
6-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
388
  
2014, 27 ივნისი, 20:35
არ შეიძლება ჯერ ;)
2014, 27 ივნისი, 20:16
:D გააკეთეეეე
2014, 27 ივნისი, 20:12
არ ინანებ, უუფ როგორ მომინდა, მართლა შეჭამდა კაცი :)
2014, 27 ივნისი, 20:11
აი არაქისით არ მისინჯავს ამბობენ ძალიან მაგარიაო, უნდა ვსინჯო ერთხელ:)
2014, 27 ივნისი, 20:10
ერთადერთი არაა, მაგრამ მაიონეზთან ერთად ცოტა "ვიჩინასაც" ვურევ ასევე კუბებად დაჭრილს და მოხალულ მიწის თხილს, საოცრად უხდება :)
2014, 27 ივნისი, 19:59
მეც...მე მაიონეზით ვაკეთებ ხოლმე.. ერთადერთი კერძია, რომელშიც მაიონეზს ვჭამ:)
2014, 27 ივნისი, 19:58
როგორ მიყვარსსსსსს :)
0 1 7