x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134382
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508458
თავაზიანობა სიცოცხლეს ახანგრძლივებს

ბრიტანეთში ჩატარებული გამოკვლევები მოწმობს, რომ ხელმძღვანელობა,
რომელიც ცუდად ექცევა თავის ხელვეითებს, ფაქტობრივად სიცოცხლეს უმოკლებდა მათ. ფინელმა
მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ სამართლიანი უფროსების თანამშრომლებს იშვიათად აწუხებთ
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, რაც ხშირ შემთხვევაში სიკვდილის მთავარი მიზეზია დასავლეთის
ქვეყნებში. ხელქვეითებისადმი სამართლიანი დამოკიდებულება ნიშნავს, რომ უფროსობა იზიარებს
მათ აზრს გადაწყვეტილების მიღებისას და თითოეულ მათგანს თავაზიანად ეპყრობა.

მეცნიერებმა გააანალიზეს 6400სახელმწიფო მოსამსახურის
გულ-სისხლძარღვთა დაავადების განვითარება 10 წლის მანძილზე, ჰკითხეს, როგორ ექცეოდნენ
სამსახურში. „მამაკაცებს, რომლებსაც სამსახურში სამართლიანად ეპყრობოდნენ, მათ გულ-სისხლძარღვთა
პათოლოგია 30%-ით დაბალი აღმოჩნდა, ვიდრე მათი, ვისაც ხელმძღვანელობა ცუდად ექცეოდა“
- ამტკიცებენ მეცნიერები.

ისე მგონი სიმართლეა. აბა ნერვიულობა კარგი რომ იყოს
ჩვენ ვინ დაგვაცდიდა?:D

0
67
8-ს მოსწონს
ავტორი:cxvedo
cxvedo
67
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0