x
image
worldsport.ge
დეშამი: “ყველა მატჩში დიდი ანგარიშით მოგებას არ ვაპირებთ”

imageსაფრანგეთის ნაკრების მწვრთნელმა დიდიე დეშამმა განაცხადა, რომ მისი გუნდი დასახული მიზნისკენ მშვიდად მიდის და ყოველ მატჩში დიდი ანგარიშით მოგებას არ აპირებს:
“ალბათ, ზოგიერთმა იფიქრა, რომ ჰონდურასთან და შვეიცარიასთან დიდი ანგარიშით მოგებების შემდეგ, ასე გავაგრძელებდით. ეს ფეხბურთია და ყოველთვის შთამბეჭდავად ვერ გაიმარჯვებ. ეკვადორმა დიდი წინააღმდეგობა გაგვიწია. ეს მატჩი მათთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ჩვენთვის. უგოლო ფრის მიუხედავად, კმაყოფილი ვარ, რომ ჯგუფში პირველ ადგილზე გავედით”.
კარიმ ბენზემამ კი ეკვადორელებთან 0:0-ის შემდეგ განაცხადა: “დავრწმუნდი, რომ მუნდიალზე სუსტი გუნდები არ არსებობენ. ამიტომაც, სრული კონცენტრაცია გვმართებს ნიგერიასთან მერვედფინალში”.
ილია ნანობაშვილი
www.worldsport.ge

0
10
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
10
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0