x
image
მანჩო 777
ყველაზე უჩვეულო და უცნაური ჭადრაკის ტოპ-ათეული
ჭადრაკი - ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მასობრივი თამაშია მსოფლიოში, ხოლო ზოგიერთ ქვეყანაში ის სავალდებულო საგანიც კია სკოლაში, რადგან ეს თამაში გვასწავლის ლოგიკურად აზროვნებას და სხვადასხვა ვარიაციების მოფიქრებას სტრატეგიასა და ტაქტიკაში, მაგრამ დიზაინერებისათვის ჭადრაკი-თამაში სულაც არაა, არამედ ესაა მიზეზი გამოავლინონ თავიანთი შემოქმედებითი შესაძლებლობები. ამ პოსტში მინდა წარმოგიდგინოთ მსოფლიოში ცნობილი ყველაზე უცნაური და კრეატიული ჭადრაკის ათეული.


1.ჭადრაკი "საზღვაო ბრძოლა"


imageimage


ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ჭადრაკს და საზღვაო ბრძოლას საერთო არაფერი აქვთ, მაგრამ დიზაინერი ჯიმ არნოლდი ასე სულაც არ თვლიდა. მან შექმნა ნაკრები ჭადრაკის ფიგურებისა "1812 წელი, ჭადრაკი", რომელშიც განასახიერა ბრძოლა ამერიკულ ხომალდ USS Constitution-სა და ბრიტანულ ხომალდ HMS Guerierre-ს შორის, რომელიც ცნობილია, როგორც "ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის".




2.ინტერნეტ-ჭადრაკი


image


ბევრ ჩვენგანს უთამაშია ჭადრაკი ინტერნეტში. მასში, როგორც წესი, ერთი მოთამაშე აკონტროლებს ერთი ფერის ყველა ფიგურას. აი მაიკლ მარკოვიჩის მიერ შექმნილ "დემოკრატიულ ჭადრაკში" კი ერთი მოთამაშე მხოლოდ ერთ ფიგურას აკონტროლებს, ასე რომ თამაშში ერთდროულად მონაწილეობს 64 მოთამაშე. თითოეულ სვლაზე გადაწყვეტილებას ღებულობს ერთი მხარის ყველა მოთამაშე კენჭისყრის საფუძველზე.



3. კარიერული ჭადრაკი


imageimage


კარიერული პრინციპი ითვალისწინებს, რომ ნებისმიერმა ფიგურამ შეიძლება იმოძრაოს მხოლოდ კარიერულ კიბეზე. ამისათვის იმდენი უნდა მოახერხო, რომ უბრალოდ "თავზე დააჯდე" მოწინააღმდეგის რომელიმე ფიგურას. ზემოდან მოქცეული ფიგურა უკვე დაქვეითებული ფიგურის თვისებებს იძენს და მისი სვლებით აგრძელებს თამაშს.



4.ჭადრაკი სამისათვის


image


ყველამ როდი იცის, რომ ჭადრაკის ორიგინალურ ინდურ ვერსიაში სულ 4 მოწინააღმდეგე მხარე არსებობდა, შემდეგ თამაში დაიხვეწა და დღევანდელი სახე მიიღო. აი ეს თანამედროვე ჭადრაკი კი სამ მხარეზეა გათვლილი.




5.ჭადრაკი, რომელიც იჭმება


imageimage


როცა ჭადრაკში ერთი ფიგურა მეორეს უტევს, ამბობენ, რომ მან ის "გადაყლაპა", ანუ შეჭამა. აი არგენტინელი დიზაინერის ფრანკლი მარიკო კონინას მიერ შექმნილი ჭადრაკის ფიგურების შეჭმა შესაძლებელია ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. უფრო სწორად, იჭმება მათი შიგთავსი, ეს ფიგურები ხომ მხოლოდ და მხოლოდ ფორმებია ცხობისათვის.



6.წყალქვეშა ჭადრაკი


image


ტაილანდში და კამბოჯაში ადგილობრივი სამზარეულოს ბევრი კერძი ზღვის პროდუქტებისაგან მზადდება. თავისთავად, ამ ქვეყნებში მეთევზეობა ძალიან კარგადაა განვითარებული. სწორედ ზღვის პროდუქტების სახე აქვს მიცემული კამბოჯურ ან ტაილანდურ ჭადრაკს.




7.ჭადრაკი სექს-შოპისათვის


image


ცნობილია, რომ ჭადრაკის სამყაროში გაცილებით მეტია მამაკაცები, ვიდრე ქალები. შეიძლება სწორედ ამის გამო გააკეთეს ამ ჭადრაკის შემქმნელებმა ესოდენ უცნაური ფორმის ფიგურები. ალბათ მათ უნდოდათ სპორტის ამ სახეობაში მეტი ქალი მიეზიდათ. კომპანია Aruliden-ის დიზაინერებმა შექმნეს ვიბრატორი-ჭადრაკი, რომელშიც ჭადრაკის ფიგურები სექს-სათამაშოებს წარმოადგენენ.



8.მექანიკური ჭადრაკი


image


ჭადრაკი-ეს მექანიზმი არაა, მაგრამ არსებობს ჭადრაკი მექანიკოსებისათვის, რომლის ფიგურები წარმოადგენენ რემონტისათვის საჭირო დეტალებს და ინსტრუმენტებს, როგორიცაა: ჭანჭიკები, ქანჩები, ქანჩის გასაღებები და სხვა.



9.ჭადრაკის საოფისე კომპლექტი


image


ოფისის თანამშრომლებსა და მათ ხელმძღვანელებს შორის ბევრია ისეთი, ვისაც ძალიან უყვარს ჭადრაკი. როგორც ჩანს, არქიტექტურულ ბიუროში Cigler ეს თამაში განსაკუთრებულად უყვართ, რადგამ ამ ოფისის ეზო უზარმაზარ ჭადრაკის დაფას წარმოადგენს.



10. ჭადრაკი "თავდაყირა"


image


დიზაინერმა ვეი ლიმ შექმნა ძალიან უცნაური სანათი სახელწოდებით "ჭადრაკის ფანჩატური". ფანჩატურის სახურავზე დამაგრებულ ყველა 64-ივე ნათურას ჭადრაკის ფიგურების ფორმა აქვს. ამ უცნაური ჭადრაკის თამაში არც ისე იოლია: დიდი ხნის განმავლობაში უნდა იდგე მაღლა აწეული თავით.

12
209
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
209
  
2014, 25 ივნისი, 22:52
ცუდებოო:D
2014, 25 ივნისი, 22:49
არა რა თქმა უნდა :) შევაქეთ და მე მგონი საკმარისი უნდა ყოფილიყო სტიმულისთვის , რომ მეტი ეშრომა.
2014, 25 ივნისი, 22:42
მერე მაინც არ გამოუტყდით, რომ ატყუებდით?
2014, 25 ივნისი, 22:41
გვეგონა გვატყუებდა და გამოვცადეთ :D
2014, 25 ივნისი, 22:38
ბოროტებოოოოო ბავშვი არ შეგეცოდათ?:DDD
2014, 25 ივნისი, 22:35
ერთხელ ბავშვს ვეთამაშეთ მეგობრებმა.
ნუ უბრალო ბავშვი არ იყო, თბილისის ან საქართველოს ჩემპიონი იყო აღარ მახსოვს ზუსტად :) ის ალალად გვეთამაშებოდა , ჩვენ ჩუმათ მობილურში ჰარდზე გვეყენა თამაში. თავიდან ზემოდან გვიყურებდა ლაღად თამაშობდა, მერე სახე შეეცვალა :D მაგრად ვიხალისეთ , თან ფსიქოლოგიურად ვთრგუნავდით.
ბოლოს ყაიმზე შევთამდით ისე ამოისუნთქა თითქოს დიდი ლოდი მოეხსნა ზურგიდან.
უბრალოდ წაგება უტყდებოდა ვიღაც უცნობ მოყვარულებთან :D
2014, 25 ივნისი, 22:26
:D :D :D :D :D :D მოკლედ რატომ არ მიკვირს ნეტავ :D
2014, 25 ივნისი, 22:24
ჭადრაკის ფორმის ნამცხვარი რომ დავაცხო, აი ეგ
2014, 25 ივნისი, 22:22
ყველანაირი?
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10