x
image
K.P.
მსოფლიოში ყველაზე საშინელი ძაღლი გამოვლინდა

imageძაღლი ადამიანის საუკეთესო მეგობრად ითვლება და შესაბამისად იგი ყველაზე ერთგული შინაური ცხოველიცაა. ბევრი მითი, ზღაპარი და ნამდვილი ამბავიც მოგვისმენია ძაღლისა და ადამიანის მეგობრობაზე. სამწუხაროდ ყველა ძაღლი ისეთე კარგად ვერ გამოიყურება, როგორი კეთილი გულიც აქვს.

მსოფლიოს მასშტაბით უამრავი ფესტივალი და კონკურსი ტარდება, რომლებზეც საუკეთესო ძაღლები არიან წარმოდგენილი. სულ ცოტა ხნის წინ კი ყველაზე საშინელი ძაღლი გამოავლინეს. ცხოველი კალიფორნიაში, კერძოდ კი პეტალუმაში ცხოვრობს. "ყველაზე საშინელი ძაღლის" ტიტულის მოსაპოვებლად 29 ფინალისტი ცხოველი იბრძოდა, გამარჯვებულს კი 1500 დოლარიც გადაეცა. image

როდესაც თავშესაფარში მიიყვანეს "ქუჩის ძაღლის" გადარჩენის იმედი არავის ჰქონდა. არც პრობლემური და შეუხედავი ძაღლის შვილება უნდოდა ვინმეს. ძაღლი 9 თვის მანძილზე თავშესაფარში ცხოვრობდა და 2 წელი კი უკვე მზრუნველ პატრონთან შეუსრულდა. "მას არ აქვს ტუჩები, ამიტომ კბილებს ვერ დამალავს. ძაღლს არც ქუთუთოები აქვს, რის გამოც ცრემლებიც ხშირად მოსდის. თვალები და თვალის ქვედა უპეები კი ხშირად უწითლდება. ნუ შეგეშინდებათ მისი კბილების. ის ბრაზიანი სულაც არ არის. გარეგნობამ და ჯანმრთელობის პრობლემებმა მას მებრძოლი ხასიათი ჩამოუყალიბა და საკმაოდ ამაყიცაა"-განაცხადა მისმა პატრონმა, "Chandler"-მა. დღეს კი პატრონი საკუთარი ძაღლით, პეანუტით და მისი მიღწევებით ამაყობს.image

image

0
117
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
117
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0