x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134525
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508585
მეცნიერმა გადაწყვიტა თავი გაიყინოს და 150 წლის შემდეგ გაცოცხლდეს
image75 წლის პროფესორმა ჰამბურგიდან კლაუს სამესმა გადაწყვიტა მკვდრეთით აღდგეს 150 წლის შემდეგ.



პროცესს, რომლის ჩატარებასაც გეგმავს ხანდაზმული სწავლული ეწოდება კრიოკონსერვაცია.

მისი არსი შემდეგში მდგომარეობს: გაიყინოს ცოცხალი ორგანიზმი და შემდეგ აღდგეს მისი ბიოლოგიური ფუნქციები.

image















თავიდან კლაუსის სხეულს გაყინავენ -196 გრადუსამდე, შემდგომ იურისტები ოფიციალურად დაადასტურებენ იმას, რომ მისი ტვინი აღარ ფუნქციონირებს, შემდგომ მის ასისტენტს სულ 5 წუთი დრო ექნება იმისთვის, რომ პროფესორის სხეული ყინულით სავსე აბაზანაში მოათავსოს(წარმატებული ოპერაციისთვი 60 კილოგრამი ყინულია საჭირო).


ასისტენტმა ერთი წუთიც რომ დააგვიანოს, ოპერაცია ჩაიშლება, მაგრამ თუ ყველაფერი სწორად გაკეთდა, დაიწყება კრიოკონსერვაციის მეორე ეტაპი, პროფესორის სხეულს სპეციალური მაცივრით გადაიტანენ ა.შ.შ-ში, ქალაქ კლინტონ-თაუნშიპში, შტატი მიჩიგანი, სადაც მდებარეობს კლინიკა Cryonic Institute-ის შტაბბინა.image














გერმანელმა პროფესორმა უკვე ხელი მოაწერა კომპანიასთან მკვდრეთით აღდგომაზე.

კომპანიის თანამშრომლები გერმანელ პროფესორს სისხლს ამოაცლიან და სპეციალური ფიზიკური ხსნარით შეცვლიან.ამგვარად სწავლულის უჯრედები გაიყინება იქამდე, სანამ არ ისწავლიან მის გალღობას. მეცნიერის აზრით, ამისთვის კაცობრიობას 150 წელი დასჭირდება.


"მე 100%-ით გავიაზრე რასაც ვაკეთებ"-განაცხადა პროფესორმა, რომელმაც მთელი ცხოვრება გერინტოლოგიას მიუძღვნა, ხოლო 1995 წლიდან სერიოზულად დაინტერსდა კრიონიკის საკითხებით.


იმისთვის რომ კლაუს სამესის გვამი გაალხონ 150 წლის შემდეგ, პროფესორმა ამისთვის Cryonic Institute-ს 21 000 ევრო გადაუხადა.

0
468
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
468
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0