x
image
wes
Mediator image
კარმინი – ანუ რას ვჭამთ სინამდვილეში

Carmine,  Cochineal

იოგურტი, კანფეტები, სპირტიანი და გაზიანი სასმელები, შეფერილი ტკბილეული, ნაყინი – ეს იმ პროდუქტების არასრული ჩამონათვალია, რომელშიც კარმინს – წითელი ფერის ბუნებრივ საღებავს იყენებენ.

image

კარმინი (Carmine, იგივე კოშენილის ექსტრაქტი, Natural red 4, CI75470, E120, კარმინის მჟავა) არის მკვეთრი წითელი ფერის პიგმენტი, რომელიც მიიღება პარაზიტი ხოჭო
კოშენილის ექსტრაქტის ქიმიური დამუშავებით.

imageკარმინს შესაფერად იყენებენ კვების მრეწველობაში, კერძოდ კანფეტებში, იოგურტში, ჯემებში, შეფერილ ხორცის ნაწარმში (ძეხვი, სოსისი), გაზიან და სპირტიან სასმელებში, ზოგიერთ "ნატურალურ წვენებში". წყალში კარგად იხსნება და კარგად ღებავს ნაჭრის ქსოვილს, იყენებენ კოსმეტიკაში, თმის და თავის მოვლის საშუალებებში. ასევე ჰისტოლოგიაში – პრეპარატის შესაღებად. ასევე მედიკამენტების და სხვადასხვა სამკურნალო საშუალებების წარმოებაში ფერის მისაცემად. ამ საღებავს იყენებდნენ 17–ე საუკუნეშიც, ბამბის და შალის ქსოვილის შესაღებად.

კოშენილის ხოჭოები ცხოვრობენ კაკტუსზე და მისი წვენით იკვებებიან. მის ექსპორტიორ ქვეყნებს ძალიან დიდ ტერიტორიაზე ფერმები აქვთ ამ ხოჭოს მოსამრავლებლად. 2005 წლის მონაცემებით პერუმ დააექსპორტა 200 ტონა კოშენილის ხოჭო, კანარის კუნძულებზე 20 ტონა, ბოლოს დროს ჩილემ და მექსიკამ დაიწყო კოშენილის ექსპორტი. საფრანგეთი, იაპონია, იტალია და სხვა ქვეყნები ახდენენ კოშენილის იმპორტს და დამუშავების შემდეგ საღებავი გააქვთ სხვა განვითარებულ ქვეყნებში.

image


ვეგეტარიანელები და ზოგიერთი რელიგიური ჯგუფები, განსაკუთრებით მარხვის დროს უარს ამბობს იმ ნაწარმზე, რომელშიც ამ საღებავს ხმარობენ. ინტერნეტში შეგიძლიათ ნახოთ უამრავი ვიდეო ამ თემაზე.

კარმინის შემცველმა საკვებმა, მედიკამენტებმა და კოსმეტიკურმა საშუალებებმა იშვიათად შეიძლება გამოიწვიოს როგორც მსუბუქი, ასევე მძიმე ალერგიული რეაქციები. დაფიქსირებულია მის მიერ გამოწვეული ანაფილაქტიური შოკის შემთხვევებიც.

ითვლება, რომ არ არის მავნე ნივთიერება და შეძლება მისი მოხმარება საკვებ მრეწველობაშიც, ამერიკის და ევროკავშირის ქვეყნებში არ არის აკრძალული, მაგრამ USFDA-ის და ევროპის კომისიის (EC) მოთხოვნით Е120-ის ნაცვლად პროდუქტებზე აუცილებლად უნდა წეროს "კარმინი" ან "კოშენილის ექსტრაქტი" მშობლიურ ენაზე.

წაიკითხეთ თქვენი საყვარელი იოგურტის და ტკბილეულის შემადგენლობა, დიდი შანსია მასში კარმინი აღმოაჩინოთ (მათ შორის საქართველოში ნაწარმოებშიც).

ამ ვიდეოში შეგიძლიათ ნახოთ კოშენილის ფერმების და მისგან საღებავის მიღების შესახებ.






წყაროები:
http://www.cspinet.org/new/201102161.html
http://www.food-info.net/uk/e/e120.htm
http://en.wikipedia.org/wiki/Carmine
http://en.wikipedia.org/wiki/Cochineal
http://www.aurorasilk.com/natural_dyes/cochineal.html

P.S.
რამდენიმე ხნის წინ რუსული ინტერნეტ საიტებით გავრცელდა ინფორმაცია ფოტოთი, რომ თითქოს კოკა-კოლას ერთერთი ინგრედიენტი არის კოშენილის ხოჭო, სინამდვილეში კოკა–კოლას (ჩვენთან ნაწარმს) კარამელ IV–ით ფერავენ და არა კარმინით.

image

image
imageimage






9
985
9-ს მოსწონს
ავტორი:wes
wes
Mediator image
985
  
2014, 12 დეკემბერი, 15:10
ალბათ მართალი ხარ...
2014, 12 დეკემბერი, 15:08
ისეთი საშიში არაფერი, მეტი ინფორმაცია გექნებათ, რას იღებთ ან სხვას რას სთავაზობთ:)
2014, 12 დეკემბერი, 15:06
ამ სტატიის წაკითხვაც არ მინდა
2014, 25 ივნისი, 17:01
კატეგორიით საეჭვო დანამატში შედის, სავარაუდოდ ალერგიული რეაქციის გამოვლენის ალბათობის გამო.
2014, 24 ივნისი, 13:08
რათქმაუნდა დაწერენ საშიში არ არისო,აბა ის რომ ტქვან გავნებთო როგორ გაასაღებენ :)
2014, 24 ივნისი, 13:07
კარმინი არამგონია სხვა ინგრედიენტებთან შედარებით საშიში იყოს, უბრალოდ რომ ვფიქრობ რომ კოშენილის ექსტრაქტისგან არის მიღებული, საკვებად აღარ მინდება რაღაც:/

ისე ნორმალური პროდუქტი ძალიან ძვირია და არც იმაში იქნები დარწმუნებული რომ არ გავნებს მომავალში.
2014, 24 ივნისი, 12:47
ამიტომაცაა ამდენი დაავადებები და ვირუსები გავრცელებული ყველაფერი მოწამლული რომაა.ნორმალურს ვჭამთ საერთოდ რამეს?
2014, 24 ივნისი, 12:44
მეც გემრიელად ვჭამდი აქამდე ხილის იოგურტებს და წითელ ტკბილეულსაც : |
2014, 24 ივნისი, 11:10
ეე ამ იოგურტებს ბავშვებს ვაჭმევ :| :| :| :| უფრო სწორად უკვე "ვაჭმევდი"
0 1 9