x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508248
შოკოლადის მასტიკა საძერწავად - ტორტის მორთვის მარტივი და გემრიელი ხერხი
image

რამდენჯერ გიყიდიათ (ან გაგიკეთებიათ) ტორტი მშვენიერი 3D ფიგურებით, რომლებიც, როგორც წესი ტორტის გაჭრის შემდეგ სანაგვე ყუთში ხვდებიან. მოკლედ, ასეთი ფიგურები უმეტეს შემთხვევაში უგემური, მხოლოდ შაქარზე დამზადებულია. არ ვგულისხმობ ნამდვილ მარციპანს, რომლის შოვნაც საქართველოში თითქმის შეუძლებელია, სახლის პირობებში დამზადება კი - ძალიან შრომატევადი.


image
ამჯერად გთავაზობთ შაქრის მასტიკის შემცვლელი საუკეთესო საშუალების - შოკოლადის მასტიკის ძალიან მარტივ რეცეპტს. შედეგად თქვენ მიიღებთ შესანიშნავ, გემრიელ საძერწავ მასალას, რომლისგან გაკეთებულ ფიგურებს სიამოვნებით მიირთმევს ყველა, ვისაც შოკოლადი უყვარს.


შოკოლადის მასტიკის მოსამზადებლად მხოლოდ ორი ინგრედიენტი დაგჭირდებათ: შოკოლადი და თაფლი. ბევრ რეცეპტში თაფლის მაგივრად გამოიყენება სიმინდის სიროფი, რაც შედარებით ძნელად საშოვნელია. შეგვიძლია გამოვიყენოთ შავი, რძიანი ან თეთრი შოკოლადი. ეს უკანასკნელი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ პლასტილინის სხვადასხვაფრად შეღებვა გვსურს.

მომზადების წესი

200 გ. შოკოლადი ჩავყაროთ რკინის ქვაბში და გავალღოთ წყლის აბაზანაზე (არავითარ შემთხვევაში არ გაალღოთ შოკოლადი პირდაპირ ცეცხლზე, რადგან ამ შემთხვევაში არათანაბარი სიმხურვალის გამო შეიძლება მიიწვას ან აიჭრას).



image































დავამატოთ 90 გ. თაფლი (უმჯობესია ღია ფერის). ვურიოთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. მასა მორევისას თავისუფლად უნდა სცილდებოდეს ქვაბის კედლებს. თუ შოკოლადი დაბალი ხარისხისაა ამ დროს ცხიმის წვეთები გამოიყოფა.


image


ცხიმი აუცილებლად უნდა გადავღვაროთ (არ ვეცადოთ მის შერევას შოკოლადის მასაში).


image


გადმოვდგათ აბაზანიდან და კიდევ რამდენჯერმე კარგად ამოვურიოთ. გადავიტანოთ ცელოფნის ზედაპირზე ან საკონდიტრო ფურცელზე.


image


ამის შემდეგ შეგვიძლია დავამატოთ სასურველი ფერის საკონდიტრო საღებავი. უმჯობესია ვიხმაროთ ჟელატინიანი თხევადი საღებავი. საღებავი ფხვნილის გამოყენების შემთხვევაში კი იგი წინასწარ გახსენით რამდენიმე წვეთ წყალში. ერიდეთ შაქრის მარცვლების შემცველ საღებავს, რაც ძალიან ხშირად გვხვდება.image


თუ მასტიკის გამოყენება მაშინვე გვინდა, დავიწყოთ ხელით ზელვა. შევამჩნევთ, რომ რაც უფრო გრილდება შოკოლადი, მით მეტად მაგრდება და იღებს საძერწავ კონსისტენციას. როცა სასურველი სიმყარის გახდება, შეგვიძლია მისგან გამოვძერწოთ ნებისმიერი ფორმის ფიგურები: ყვავილები, ცხოველები, მულტფილმის გმირები და ა.შ.

image

შესანახად მასტიკა შევახვიოთ ცელოფანში და შევდოთ მაცივარში. ამგვარად მისი გაჩერება შეიძლება 3 კვირა. გამოყენების დროს გამოვიღოთ და ხელით დავამუშავოთ. სხეულის ტემპერატურაზე შოკოლადი ადვილად რბილდება და მორჩილი ხდება. ვზილოთ ხელში და სათანადო კონსისტენციის მიღების შემდეგ დავიწყოთ ძერწვა.


შოკოლადის მასტიკაზე მუშაობისას მნიშვნელოვანია გარემო ტემპერატურის რეგულირებაც. შეეცადეთ სიგრილეში იმუშაოთ, რადგან ამგვარი მასა ადვილად ლღვება და ფორმას კარგავს.

3
1893
6-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
1893
  
2014, 23 ივნისი, 17:09
ნუ, ფიგურები უფრო გამოვა, აი ვარდები და ყვავილები გაციელებით რთული გასაკეთებელია მაგ მასისაგან. ხო, მაგაში გეთანხმები, რომ მარციპანი ბავშვებს არავითარ შემთხვევაში არ უნდა აჭამოთ. ჩემ კლიენტებს სულ ვთხოვ, ბავშვს არ მისცენ მარციპანი საჭმელად:(
2014, 23 ივნისი, 16:59
გეთანხმები, ძალიან ცუდი ხარისხისაა. თუმცა მაინც გამოდის, გამომიყენებია ტორტისთვის საბავშვო ფიგურების საძერწავად. რა თქმა უნდა იდეალურ გლუვ მასას ვერ იღებ, მაგრამ შაქრის მასტიკისგან გაკეთებულს ნამდვილად ჯობია. სანაგვეში მაინც არ ვაგდებ და ბავშვებსაც მოსწონთ.
2014, 23 ივნისი, 16:36
მართალი ხარ, რომ ნამდვილი მარციპანი დღეს თითქმის არ იშოვება, მაგრამ თეთრი შოკოლადიც იმდენად უხარისხოა ჩვენთან, რომ არა მგონია კარგი მასტიკა გამოვიდეს იმით, რაც ჩვენთან იყიდება:)
0 1 3