x
image
worldsport.ge
მიროსლავ კლოზე: “იმედია, გატანას გავაგრძელებ”

imageშეცვლაზე შესულმა გერმანელმა ფორვარდმა მიროსლავ კლოზემ, 71-ე წუთზე გოლი გაიტანა და განასთან საბოლოო შედეგი - 2:2 დააფიქსირა.
36 წლის ფეხბურთელისთვის, ეს იყო 15-ე გოლი მსოფლიო ჩემპიონატებზე.
“მოხარული ვარ მსოფლიო ჩემპიონატებზე გატანილი გოლების რაოდენობით რონალდოს რომ გავუტოლდი. ის იყო უდიდესი მოთამაშე და დღესაც ძალიან კარგი ადამიანია. ვიმედოვნებ, რომ ამ ტურნირზე თამაში ისევ მომიწევს და გოლებსაც კიდევ გავიტან. თუმცა, ახლა უფრო მნიშვნელოვანია, რომ გერმანიამ აშშ-ს წინააღმდეგ კარგად ითამაშოს. მსოფლიო ჩემპიონატებზე ჩატარებულ 20 მატჩში 15 გოლი მომიგროვდა და ეს ცუდი შედეგეში როდია” - განაცხადა კლოზემ.

ზურა ქსოვრელი

www.worldsport.ge

0
15
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
15
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0