x
image
მანჩო 777
ფეხსაცმლის 10 უცნაური სახეობა
ფეხსაცმელს საკმაოდ დიდი ხნის ისტორია აქვს: ის გაჩნდა 20-30 ათასი წლის წინათ.ფეხსაცმლის ზოგიერთი სახეობა, გარკვეული სახეცვლილების შემდეგ, დღესაც ხშირად გვხვდება, ხოლო ზოგ მათგანს მხოლოდ მუზეუმებში თუ წავაწყდებით. გთავაზობთ ფეხსაცმლის ათ ყველაზე უცნაურ სახეობას, მოყოლებული ანტიკური დროიდან დღევანდელობით დამთავრებული.



1.ფეხსაცმელი-"ლოტოსი",

ჩინეთი, X საუკუნე-2000 წელი


image


ტრადიცია, გადაეხვიათ ქალის ფეხები ბანდით, რომ ის რაც შეიძლება პატარა ყოფილიყო, ჩინეთში არსებობდა ათასწლეულების განმავლობაში. ტრადიციიის მიხედვით ყველა ქალი თვითონ აკეთებდა საკუთარ ფეხსაცმელს, რათა სხვები დაერწმუნებინა მის ნიჭსა და უნარში კერვაში და აგრეთვე ფეხი რაც შეიძლება პატარა გამოჩენილიყო. XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დასაწყისში შანხაელი მოდური გოგონები ატარებდნენ "ლოტოსებს", რომელსაც რამოდენიმე ქუსლი ჰქონდა, ხოლო ჩინეთის სამხრეთ პროვინციებში კი უფრო პოპულარული იყო შავი შალის ან ბამბისაგან შეკერილი "ლოტოსები" ერთიან ძირზე. უკნასკნელი ფაბრიკა, რომელიც ასეთ ფეხსაცმელებს კერავდა, მდებარეობდა ჩიანძანის პროვინციაში. ეს ფაბრიკა ახლაც არსებობს, მაგრამ ის მუშაობს მხოლოდ კერძო შეკვეთებზე და ემსახურება ძირითადად ხნიერ ჩინელ ქალბატონებს, რომლებიც ჯერ კიდევ მისდევენ ძველ ტრადიციას.




2.ბალეტის ფეხსაცმელი, 1980-იანი წლები

image


საბალეტო ფეხსაცმელები გახდა თანამედროვე მოდის ნაწილი. თავდაპირველად ფეხსაცმლის ეს სახე მხოლოდ გარკვეული პროფესიის ადამიანების ინტერესის სფეროს წარმოადგენდა, მაგრამ ახლა ის უკვე ძალიან პოპულარულია ჩვეულებრივ ადამიანებს შორის, განსაკუთრებით ეს ეხება იაპონიას. ეს ფეხსაცმელი ძალიან ჰგავს ბალეტის ტაპოჩკებს, მაგრამ მათგან განსხვავებით აქვს მაღალი ქუსლი. ასეთი ფეხსაცმლის ტარება ქალს ისეთ შეგრძნებას აძლევს, თითქოს მას პუანტები აცვია. ისინი პოპულარული გახდა 1980-იანი წლებიდან და დღეს მათი შეძენა მსოფლიოს უამრავ მაღაზიაში შეიძლება. რა თქმა უნდა, ამ ფეხსაცმლის დიდხანს ტარება რეკომენდირებული არაა.



3. ხის საქორწილო ქოშები,

საფრანგეთი, XIX საუკუნის დასასრული


image


ეს უცნაური საბოები საფრანგეთში პირველად გამოჩნდა მე-8 საუკუნეში არეჟის რაიონში, როდესაც ფრანგებმა აიღეს მავრების ბანაკი და იქ ნაპოვნმა ამ ქოშებმა მათი დიდი მოწონება დაიმსახურა. საბოებს აკეთებდნენ კაკლის ხისაგან. მამაკაცები მას აკეთებდნენ თავისი საცოლეებისათვის. ამბობდნენ, რომ რაც უფრო მაღალი წვერი ექნებოდა ქოშებს, მით უფრო ბედნიერი იქნებოდა ქორწინება.



4. პადუკები, ინდოეთი


image


პადუკები-ეს ინდური ტრადიციული ფეხსაცმელია. ის უძველესი ფეხსაცმელია ინდოეთში. ხის ქოშებს აკეთებდნენ ადამიანის ფეხის ტერფის მიხედვით და შუაში თითებს შორის უკეთებდნენ პატარა რიკულს, რომელსაც ეყრდნობოდნენ სიარულის დროს. რიკული შეიძლება ყოფილიყო ხის, მეტალის, ვერცხლის ან სპილოს ძვლის. არსებობდა მოდელები წაწვეტებული რიკულებით მაზოხისტებისათვის. მათ ძირითადად იყენებდნენ რელიგიური კულტის მსახურები.



5. დიზაინერ ანტონიო ბერარდის მიერ შექმნილი ფეხსაცმელი, 2007 წელი


image


ზოგიერთმა თანამედროვე დიზაინერულმა ფეხსაცმელმაც თამამად შეიძლება ადგილი დაიმკვიდროს ამ სიაში. ფეხსაცმელი ქუსლის ადგილზე ცარიელი ადგილით გამოჩნდა Antonio Berardi-ის კოლექციაში 2007 წელს, ხოლო პოპულარული გახდა ვიქტორია ბექჰემის წყალობით.მიუხედავად ფეხსაცმლის არაბუნებრიობისა და ძალიან მოუხერხებელი დიზაინისა, მისი შემქმნელი ირწმუნება, რომ ის სატარებლად ძალიან კომფორტულია. მაგრამ ექიმები მას კატეგორიულად არ ეთანხმებიან და გვარწმუნებენ, რომ ამ ფეხსაცმლის ხანგრძლივმა ტარებამ შეიძლება გამოიწვიოს ფეხის ტერფის, მუხლის და ხერხემლის მძიმე დაზიანება



6.კოტურნები,

იტალია, 1580-1620 წლები


image


მსოფლიოს არცთუ ბევრ მუზეუმს შეუძლია იტრაბახოს ექსპონატებში კოტურნების არსებობით. პირველად ეს ფეხსაცმელი იტალიაში გამოჩნდა აღორძინების ეპოქაში. ისევე, როგორც ჩინური "ლოტოსები", ეს ფეხსაცმელიც ძალიან მოუხერხებელი იყო. მას იცვამდნენ იმისათვის, რომ ყურადღება მიექციათ და ბრბოსაგან გამორჩეულნი ყოფილიყვნენ. ამ ფეხსაცმლის ქუსლის სიმაღლე 18 სმ-ს აღწევდა, იმ დროისათვის ძალიან მოდური და ძვირი იყო. ფეხსაცმელი დეკორირებული იყო ვერცხლის აბზინდებით. ყველაზე საინტერესო ის ფაქტი იყო, რომ ის თითქმის არ ჩანდა მაღალი წრის ქალბატონების იატაკამდე დაშვებულ კაბებში.



7.მოწნული ფეხსაცმელი(ლაპტები)

ნორვეგია, მე-20 საუკუნე


image


მე-20 საუკუნის დასაწყისში ბევრი ადამიანი ატარებდა ლაპტებს. მას აგრეთვე ხშირად იცვამდნენ ძირითადი ფეხსაცმლის გარედან(როგორც კალოშებს), რათა ძვირფასი ტყავის ფეხსაცმელი დაცული ყოფილიყო ტალახისა და თოვლისაგან. მას აკეთებდნენ არყის ან ტირიფის ხის კანისაგან. ასეთი ლაპტები, როგორიც სურათზეა ნაჩვენები, ძალიან ცოტა ხანს ძლებდა, მაქსიმუმ 1 კვირა.



8.კაბკაბი

ლიბანი, მე-14 - მე-17 საუკუნე


image


ხის ქოშები "კაბკაბი" ფართოდ იყო გავრცელებული ახლო აღმოსავლეთში. მას იცვამდნენ მდიდარი ქალბატონები და მამაკაცები ძირითადად ტალახის და სისველისაგან დასაცავად. ფეხსაცმელი გაფორმებული იყო აბრეშუმით, ტყავით ან ხავერდით. სახელწოდება "კაბკაბი" მათ მიიღეს იმ ხმაურისაგან, რომელსაც გამოსცემდნენ მარმარილოს იატაკზე სიარულის დროს. განსაკუთრებული შემთხვევების დროს კაბკაბს რთავდნენ ვერცხლის დეტალებით.



9.მამაკაცის ქუსლიანი ფეხსაცმელი,

საფრანგეთი, 1700-იანი წლები


image


გოლფები და ქუსლიანი ფეხსაცმელები მამაკაცებს შორის განსაკუთრებით გახდა პოპულარული 1700-იან წლებში, როცა მოდაში შემოვიდა ბრიჯები. მეფე ლუი XIV-ეს ძალიან უყვარდა ქუსლიანი ფეხსაცმელი. რა თქმა უნდა, საზოგადოებამ მეფის მიერ დაწესებული მოდა მალევე აიტაცა.



10.ოკობო,

იაპონია, მე-18 საუკუნე- დღევანდელი დღე



image


გეიშები იაპონიაში ოკობოს მაღალ ქუსლებზე იცვამდნენ ჯერ კიდევ მანამ, სანამ მოდაში მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები შემოვიდოდა. ეს საბოები პოპულარული იყო მოხერხებულობის გამოც. მას, ვინც იცვამდა ძვირფას კიმონოს და და იძულებული იყო წვიმაში და ტალახში ქუჩაში გამოსულიყო, არ უნდოდა დაესვარა თავისი ლამაზი ტანსაცმელი. ოკობო მშვენიერი ხსნა იყო ამ დროს. მისი ქუსლი აღწევდა 14 სმ-ს. V-ს მაგვარი სალტეს ფერი დამოკიდებული იყო გეიშის სტატუსზე: ახალგაზრდა გეიშების საბოზე ის წითელი ფერის იყო, ხოლო უფრო ასაკიანებისა-ყვითელი.


მგონი, საინტერესო ვირტუალური მოგზაურობა გამოგვივიდა ფეხსაცმლის სამყაროში.

0
483
9-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
483
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0