x
image
კატაპულტი
FACEBOOK-ით გადარჩენილი სამი სიცოცხლე

FACEBOOK-ით გადარჩენილი სამი სიცოცხლეამერიკის ვირჯინიის შტატში ტორნადო მძვინვარებდა, როდესაც სამი ადამიანი უზარმაზარმა წაქცეულმა ხემ ქვეშ მოიყოლა.ისინი ბუნებრივ მოვლენას ტერასიდან აკვირდებოდნენ, როდესაც ახლოს მდგომი უშველებელი ხე ზედ დაეცათ. სატელოფონო ქსელები გამორთული იყო და საშველად შეტყობინების გაგზავნა ვერ ხერხდებოდა.სწორედ ამ დროს ერთ-ერთი დაშავებულის ათი წლის გოგონამ მართლაც რომ იყოჩაღა და მამამისისა და მისი ორი მეგობრის გადარჩენა FACEBOOK-ის საშუალებით მოახერხა.საქმე ისაა, რომ გოგონამ მოახერხა ამ მძიმე სიტუაციაში ნერვების მოთოკვა და საღი გონებით იმოქმედა:მან ვიდეო გადაიღო, სადაც ცრემლების თანხლებით მომხდარს აღწერდა - “უზარმაზარი ხე მოტყდა და პირდაპირ ჩვენს ვერანდას დაეცა.მამაჩემი თითქმის მკვდარია.მას სასწრაფო დახმარება სჭირდება, გთხოვთ, დარეკეთ ერთ-ერთმა თქვენგანმა, ჩვენი ქსელი გათიშულია" .აღნიშნული კი FACEBOOK-ით გაავრცელა.

საბედნიეროდ, ვიდეოს ერთ-ერთმა მნახველმა სამაშველო სამსახურსა და სასწრაფო დახმარებას დროულად გამოუძახა, რის წყალობითაც სამივე დაშავებულის გადარჩენა მოხერხდა.გოგონას მამა ფეხის ძვლისა და ნეკნების მოტეხილობებით საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი, თუმცა მალევე გამოწერეს.საბედნიეროდ, ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდა ათი წლის გოგონას საზრიანობის წყალობით.


P.s. მიუხედავად იმისა, რომ გოგონამ მართლაც გონივრულად იმოქმედა და სამი ადამიანის სიცოცხლე იხსნა, მას FACEBOOK-ის გარეშეც შეეძლო მარტივად ემოქმედა და ინტერნეტის საშუალებით პირდაპირ სამაშველო სამსახურში გაეგზავნა შეტყობინება.

0
127
3-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
127
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0